"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: ლა ლიგის ყველა გუნდთან კარგი ურთიერთობა გვაქვს

"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: ლა ლიგის ყველა გუნდთან კარგი ურთიერთობა გვაქვს

"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ განაცხადა, რომ არასდროს ჰქონია პრობლემა ლა ლიგის რომელიმე გუნდთან.

"არ გვაქვს არანაირი პრობლემა რომელიმე გუნდთან, ან გუნდის პრეზიდენტთან. ყველას, ვინც ჩვენთან მოდის მეგობრად მივიჩნევთ."

"ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ფლორენტინო პერესთან, "ბარსელონას" პრეზიდენტთან, "სევილიის" პრეზიდენტთან, როგორც ლა ლიგის ყველა გუნდთან. არასდროს შეგვქმნია პრობლემა ფეხბურთელის, ან ფულის გამო."

"ამიტომაა "ატლეტიკო" ბედნიერი გუნდი - სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველას მოვწონვართ. მოგება ყოველთვის გვინდა, მაგრამ თუ ვმარცხდებით, მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავთ." - ციტირებს ენრიკე სერესოს სიტყვებს Sport.

შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ანტუან გრიზმანის ტრანსფერის გამო, "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბება. სავარაუდოდ, სერესოს კომენტარიც ამასთან არის დაკავშირებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 ივლისი 2019 02:34
    1
    აბა რა ჯანდაბა გინდათ რა რაღას უჩივით ბარსას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued