პაულო დიბალა: მატჩამდე მესიმ თავისი თილისმა მომცა

  • 7-07-2019, 20:42
  • პაულო დიბალა: მატჩამდე მესიმ თავისი თილისმა მომცა

    გუშინ, კოპა ამერიკაზე, არგენტინა ჩილეს დაუპირისპირდა. მატჩი "ალბისელესტეს" გამარჯვებით დასრულდა (2:1). ერთ-ერთი გოლის ავტორი პაულო დიბალაც იყო, რომელმაც თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის "ბარსელონას" კაპიტანს, ლიონელ მესის.

    "მესიმ მატჩამდე თავისი წითელი თილისმა მომცა და მე არგენტინის მაისურით ოფიციალურ ტურნირზე, ჩემი პირველი გოლი გავიტანე, ამიტომ ამან გაამართლა." - ციტირებს პაულო დიბალას სიტყვებს Tribuna.

    გუშინ, მატჩის 37-ე წუთზე ლიონელ მესი მოედნიდან გააძევეს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ არგენტინელისთვის თილისმის სხვისთვის გადაცემა იღბლიანი არ ყოფილა. იმედი ვიქონიოთ, რომ ლეო მას ახალი სეზონის დაწყებამდე დაიბრუნებს.

    შეგახსენებთ, რომ მესის ეს თილისმა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მისცა.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 8 ივლისი 2019 01:52

    მესისთვის ასე თუ ისე არ გამოდგა იღბლიანი თილისმა იმედია შენტვის იღბლიანი გამოდგება

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    5 - 8 ივლისი 2019 01:11

    ნუ არ ყოფილა იღბლიანი თილისმა ლეოსთვის, კაია თუ მოიშორა
    პაულოსათვის უფრო იღბლიანი ჩანს და დაიტოვოს უმჯობესია

    1
    გასულია

    4 - 8 ივლისი 2019 01:05

    კაპიტანი და "ოქროს ბიჭუნა" <3

    3
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    გასულია

    3 - 7 ივლისი 2019 23:00

    2020 და 2022 სანაკრებო ტიტულების მოგებაში უნდა დაეხმარო მეფეს, "ჯოგი" - ს ნათელი წერტილი უნდა გახდე არგენტინის ნაკრებში!!!

    6
    --------------------
    რ ე ა ლ ო ბ ა ა ის ფაქტი,რომ რ ე ა ლ უ რ დროში,რ ე ა ლ ი არ არის რ ე ა ლ უ რ ი კონკურენტი.👌😂 რ ე ა ლ ო ბ ა კატალონიურია!!!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია

    2 - 7 ივლისი 2019 21:44

    ძალიან ცოდოა ლეო, ამ დონის იგროკს ერთი სანაკრებო ტიტული არ უნდა ჰქონდეს? წასულიყო თავის დროზე ესპანეთში და ყველაფერი მოგებული ექნებოდა. არგენტინა მაინც არ აფასებს და ფანები ვერ ხედავენ ვერაფერს, ზოგჯერ პატრიოტობაც არ ვარგა და აგერ ფაქტი. ფანები რო აფასებდნენ მესის ამას არ ვიტყოდი, მარა ისევ იმ ნარკუშკაზე ასხავენ.

    7
    გასულია

    1 - 7 ივლისი 2019 21:31

    ეს უფრო მინდოდა ბარსაში ვიდრე გრიზი

    11

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი