დენის სუარესის ემოციური მიმართვა სოციალურ ქსელში

დენის სუარესის ემოციური მიმართვა სოციალურ ქსელში

ცოტა ხნის წინ "ბარსელონადან" "სელტაში" გადასულმა დენის სუარესმა Instagram-ზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა.

"როგორც ალბათ უკვე იცით, სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. მივდივარ "სელტაში", საიდანაც ყველაფერი დაიწყო. სწორედ აქ დაიწყო ჩემი ფეხბურთელობა და მინდა აქ განვაგრძო განვითარება და გუნდს კუთვნილი ადგილის დაბრუნებაში დავეხმარო. ეს ადვილი არ იქნება და გულშემატკივრების მხარდაჭერა დაგვჭირდება, მაგრამ ვფიქრობ დროა წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ. ახალ გამოწვევას დიდი ენთუზიაზმით ვუერთდები. ამაზე ბედნიერი ვერ ვიქნებოდი.

ჩემი მეორე სახლი, "ბარსელონა" დავტოვე. მსოფლიოს საუკეთესო გუნდის დატოვების გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ იყო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ატმოსფეროს შეცვლის დრო მოვიდა. კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებდა, მაგრამ საბოლოოდ ცხოვრება ხომ იმისთვისაა, რომ გარისკო.

მქონდა კარგი და ცუდი პერიოდები. ბევრი რამ ვისწავლე და ამისთვის მადლობელი ვარ. საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად თამაში დიდი გამოცდილება და პრივილეგია იყო. მადლობა!

გარდა ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებსა და პრეზიდენტს, რომლებმაც "ბარსა" შესანიშნავი მანქანად აქციეს. ყველა თქვენგანი თქვენს საქმეში ბრწყინვალენი ხართ.

არ მინდა დავივიწყო ანდონი სუბისარეტა, იმის მიუხედავად, რომ ის კლუბში აღარაა. ის ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ნდობა გამომიცხადა. დიდი მადლობა სუბი.

მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. თქვენ იცით, რომ პირველ ადგილზე დგახართ. რა უნდა გითხრათ, როდესაც მეც გულშემატკივარი და ერთ-ერთ თქვენგანი ვარ. Forca Barca Sampre!

ახლა დროა ცისფერი მაისურით თამაშის ოცნება ავიხდინო. ვიცი, რომ "ბალაიდოსი", გულშემატკივრები, მშობლები, და და მთელი გალისიური ოჯახი ჩემ გვერდზე იქნება. ჩემი შეყვარებული და მისი უსაზღვრო მხარდაჭერა. ჩემი აგენტი და ყველა ის ადამიანი, რომლებსაც ჩემი პროფესიონალიზმის სჯერა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 10 აგვისტო 2019 00:56
    0
    წარმატებები დენის
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    B A R C A
    სტუმარი [?]
    #7 3 ივლისი 2019 02:38
    1
    დიდი მადლობა ყველაფრისთვის დენის! გაფასებდი და დაგაფასებ ყოველთვის, სადაც არ უნდა წახვიდე!❤
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 3 ივლისი 2019 01:41
    1
    წარმატებები დენის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 2 ივლისი 2019 23:38
    2
    არ გაუმართლა, ვალვერდეს ხელში ახალგაზრდების განვითარებაზე ზედმეტია საუბარი...
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 2 ივლისი 2019 22:08
    2
    წარმატება დენის
    nikabarca
    სტუმარი [?]
    #3 2 ივლისი 2019 21:13
    2
    წარმატებები დენის heart_eyes
    De jong21
    სტუმარი [?]
    #2 2 ივლისი 2019 20:53
    7
    როგორ მევასებოდა ეს ბიჭი სელტაში ბევრს დაამტკიცებს მეჯერა ეწი ალბათ სელ5ას თამაშებსაც ვუყურებ ხოლმე smiley smiley
    Culé [?]
    #1 2 ივლისი 2019 20:51
    8
    აუ შენი რამაგრა გვჯეროდა ყველას და როგორ წადი ხელიდან ცუდ დროს მოდი გუნდში თორე უფრო მეტს იზამდი