ჰიონესი: “ლამი “ბარსელონასთან” კონტრაქტს ხელს ჩვენს გარეშე არ მოაწერს”

ჰიონესი: “ლამი “ბარსელონასთან” კონტრაქტს ხელს ჩვენს გარეშე არ მოაწერს”

მიუნხენის "ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა, ული ჰიონესმა "Blickpunkt Sport”-ს მისცა ინტერვიუ, სადაც მან რამდენიმე საიტერესო დეტალზე ისაუბრა. ჩვენთვის, "ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის ამ ინტერვიუდან საინტერესო არის ის მონაკვეთი, სადაც იგი ფილიპ ლამის კატალონიურ კლუბში გადასვლაზე საუბრობს.

"როდესაც შენ გუნდში გყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც არის ფილიპ ლამი და როდესაც მისი კონტრაქტი 2009 წელს იწურება, არ არის გასაკვირი, რომ მის ტრანსფერთან დაკავშირებით ჭორები გავრცელდება. ვფიქრობ ფილიპი თავდაპირველად ჩვენ დაგველაპარაკება თავის მომავალთან დაკავშირებით. არ მჯერა, რომ მას შეუძლია "ბარსელონასთან” კონტრაქტს ხელი მოაწეროს ჩვენს ზურგსუკან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.