გვარდიოლა: "მესის გარეშე ჩვენ ამდენს ვერ მივაღწევდით"

გვარდიოლა: "მესის გარეშე ჩვენ ამდენს ვერ მივაღწევდით"

"ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ Sport-თან ლიონელ მესიზე ისაუბრა.

"ტიტო ყოველთვის მეუბნებოდა, მესი იმ მოსწავლეს გავს, რომელიც სკოლაში გაკვეთილზე მოდის, თუმცა მალევე მოწყენილობას გრძნობს იმიტომ, რომ მან უკვე იცის ეს გაკვეთილი.

მე უკვე მითქვამს, რომ ჩვენ დიდებული სუპერვარსკვლავები გვყავდა, თუმცა ლეო მესის გარეშე ჩვენ ამდენს ვერ მივაღწევდით. ის უფრო მეტია, ვიდრე შაქარი ნამცხვარში.

მე ძალიან გამიმართლა, რომ მიმუშავია ისეთ მწვრთნელებთან, როგორებიც იოჰან კრუიფი და ლუი ვან გაალი იყვნენ. მე მივაღწიე წარმატებას იმიტომ, რომ მათგან ვისწავლე.

ვან გაალის კრიტიკა მესის? მან მესი, ნეიმარი და რონალდუ დაცვითი კუთხით გააკრიტიკა.

დაცვა ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მიზეზი, რატომაც დაიწია მესიმ ნახევარდაცვაში. მე არ მინდოდა, რომ მას თავისი ტალანტი დაცვითი მოვალეობების შესრულებაში გაეფლანგა.

"ლივერპულის" წინააღმდეგ, მესი უნდა დამდგარიყო უკან და დაცვაში ემუშავა, რომელიც მის შემტევ პოტენციალს შეაფერხებდა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მისი ბრალი იყო." - განაცხადა პეპმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 30 ივნისი 2019 19:02
    4
    საუკეთესო გუნდი ჰყავდა პეპს ისტორიაში მესი ინიესტა ჩავი პიკე პუიოლი დანი ალვეზი ბუსკეტსი ალბა ფაბრეგაზი და სხვს ყველა ისეთი ფეხბირთელი რომელიც ისტორიას სამუდამოდ დარჩება
    Basi
    სტუმარი [?]
    #2 30 ივნისი 2019 15:35
    0
    ლაპორტას იმედი მაქვს იცის ამ კაცმაა ვინ უნდა მოიყვანოს ბარსელონას მწვრთნელად
    მომავალ ზაფხულს აუცილებლად დატოვებს აჩკარიკა და ცხვირაა კლუბსს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ივნისი 2019 15:05
    7
    აბა დემბელე გვყოლოდა ასე ვეღარ დააპრესინგებდა ლივერპული და ვერც მესის დააჯდებოდა 4 კაცი ფეხზე დემბელე სივრცეებს გაუხსნიდა მესის და მინიმუ ორ კაცს ჩამოაცილებდა რაც გვამი კოუტინიოს ხელში ეს შეუძლებელი იყო და კარგადაც გამოჩნდა ენფილდზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued