ხავიერ სავიოლა: ნეიმარი "ბარსელონაში" უნდა დაბრუნდეს

  • 29-06-2019, 18:43
  • ხავიერ სავიოლა: ნეიმარი "ბარსელონაში" უნდა დაბრუნდეს

    "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ხავიერ სავიოლა მიიჩნევს, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარი, "ბლაუგრანას" რიგებში უნდა დაბრუნდეს.

    "ნეიმარი უნდა დაბრუნდეს. ის ძალიან კარგად თამაშობდა "ბარსელონაში", შესანიშნავად მოქმედებდა მესისთან და სუარესთან. არ ვიცი, შეექმნება თუ არა მას პრობლემები კლუბის ხელმძღვანელობასთან. ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ასეთი მოთამაშეები საჭიროა, რათა "ბარსელონა" საუკეთესოთა რიცხვში დაბრუნდეს.

    ვფიქრობ, ჩვენ ნეიმარის გაუმჯობესებულ ვერსიას ვიხილავთ. ახლა ის რთულ სიტუაციაშია და ეს გავლენას ახდენს. მაგრამ როცა პრობლემებს გადაწყვეტს, ის ფეხბურთზე კონცენტრირებას შეძლებს.

    და თუ გრიზმანიც გადავა "ბარსელონაში"? ეს მწვრთნელის პრობლემა იქნება: ოთხი დიდი მოთამაშე, ერთი ან ორი მათგანი ყოველთვის არ ითამაშებს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ანტუანს დრო დასჭირდება, რათა მესისთან თამაშზე ადაპტირდეს. სუარესსა და ნეიმარს მასთან ამ კუთხით მცირე უპირატესობა ექნებათ." - ციტირებს სავიოლას სიტყვებს Sport.es.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    30 ივნისი 2019 01:46

    უნდა დაბრუნდეს მარა ნამეტანი ძვირს ითხოვენ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    29 ივნისი 2019 21:07

    მართალია

    0
    გასულია

    29 ივნისი 2019 20:34

    იდეაში მინიმუმ 1 ოქროს ბურთი უნდა მოეგო ამას, ხოო? joy joy

    2
    --------------------
    Fu.king "bilbao" , out!out!out!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied