დენის სუარესი "ვალენსიას" ნაცვლად "სელტაში" გადავა

  • 28-06-2019, 01:05
  • დენის სუარესი "ვალენსიას" ნაცვლად "სელტაში" გადავა

    "ბარსელონას" ნახევარმცველი დენის სუარესი, რომელიც თითქოს "ვალენსიაში" უნდა გადასულიყო, "ღამურებს" შორდება და "სელტას" უახლოვდება.

    "ვალენსიას" სუარესისთვის ნაცნობი მარსელინიო წვრთნის. ისინი ერთად "ვილიარეალში" მუშაობდა. სწორედ მარსელინიოს თხოვნით, "ვალენსია" "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა, თუ RAC1-ს დავუჯერებთ, ფეხბურთელმა "ღამურებს" უკვე აცნობა, რომ ამ გუნდში არ გადავა.

    Noticias Celta-ს ინფორმაციით კი, ფეხბურთელის აგენტმა დაადასტურა, რომ დენისმა "სელტასთნ" შეთანხმებას მიაღწია და ის ვიგოელთა რიგებს დაახლოებით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.

    დენის სუარესი "სელტას" აკადემიაში 2009-2011 წლებში ირიცხებოდა.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    28 ივნისი 2019 10:10

    ძან კარგი სელტა უნდა გაძლიერდეს და მაღალი მიზნებიხთვის იბრძოლოს დენისი კი საშვალო ფეხბურთელია რომელსაც შეუძლია არაფრიდან ბევრი რამ შექმნას. დენისი ასპასი გომეზი ლობოტკა მორი სისტო და ბუფალი ერთ გუნდში უკვე შერიოზული და ანგარიშ გასაწევი გუნდი იქნება

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    28 ივნისი 2019 02:54

    ვაიმე სადაც უნდა იქ წავიდეს ლიჟბი მოგვშორდეს ესეც და რაფინიაც

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge