ყველა დროის საუკეთესო შეტევა "ბარსელონაში" - როგორ განლაგდებიან ისინი?

  • 26-06-2019, 22:17
  • ყველა დროის საუკეთესო შეტევა "ბარსელონაში" - როგორ განლაგდებიან ისინი?

    ამ ზაფხულში, "ბარსელონას" დიდი შანსი აქვს, დაიმატოს ანტუან გრიზმანი, რომელმაც "ატლეტიკო" ოფიციალურად დატოვა ან ნეიმარი, რომელსაც "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობასთან აშკარა კონფლიქტი აქვს, ან... ორივე ფეხბურთელი ერთად. 

    თუ ორივე ტრანსფერი შედგა (რაც, ფინანსური რეგულაციების გამო, რამდენიმე მოთამაშის საკმაოდ დიდ ფასად გაყიდვას მოითხოვს), ერნესტო ვალვერდეს 2019/20 წლების სეზონში ეყოლება შეტევის ხაზი, რომელიც არა მხოლოდ ბოლო წლების, არამედ ყველა დროის ყველაზე ვარსკვლავურად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

    შემადგენლობაში ლიონელ მესის, ლუის სუარესის, ნეიმარის და გრიზმანის ერთად ყოფნა ზედმეტად შემტევად და შესაბამისად, ცოტა სარისკოდ გამოიყურება, მაგრამ არის რამდენიმე ტაქტიკური ვარიანტი, რომელშიც ისინი კარგად თავსდებიან. 

    4-4-2. ნეიმარი და გრიზმანი ფლანგების ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებენ, თუმცა აქცენტს შეტევაზე გააკეთებენ, ოდნავ უკან სერჟიო ბუსკეტსის და ფრენკი დე იონგის ყოფნა კი ცენტრს დააბალანსებს. მესი და სუარესი გამოკვეთილი თავდამსხმელები იქნებიან. 

    ალტერნატიულ ვარიანტში, განლაგება შეცვლილია და 4-5-1 ტაქტიკაა წარმოდგენილი. ნეიმარი და გრიზმანი იგივე პოზიციაზე იქნებიან, მესი კი მათ შორის, ტიპიური 10-იანის ადგილზე ითამაშებენ. გამოკვეთილი ცენტრფორვარდი ლუის სუარესი იქნება. 

    "ბარსელონასთვის" ყველაზე მეტად დამახასიათებელი ტაქტიკა 4-3-3-ია და ახალი ფეხბურთელები ამასთან მორგებასაც მარტივად შეძლებენ. წინა ორთან შედარებით, ეს ფორმაცია უფრო დაცვითია და აქცენტი ბურთის დაჭერაზეა გაკეთებული. განსხვავება ისაა, რომ სუარესი სათადარიგოთა სკამზე ინაცვლებს და მის ნაცვლად, მოედანზე ერთით მეტი ცენტრალური ნახევარმცველია, სავარაუდოდ, არტური, ან ვიდალი, ან თუნდაც რაკიტიჩი, თუ ის გუნდიდან არ წავა. ნეიმარი და გრიზმანი ფორვარდის პოზიციაზე ითამაშებენ, ლეო მესი კი შეტევის ცენტრალურ ნაწილში იმოქმედებს. 

    ასეთი შემტევებისთვის გამკლავება ნებისმიერ კლუბს გაუჭირდება, თუმცა ასეთი შემადგენლობის ჩამოყალიბების შემთხვევაში გუნდს აუცილებლად დატოვებს ფილიპე კოუტინიო ან უსმან დემბელე, შესაძლოა, ორივე მათგანი - ფეხბურთელები, რომლებიც "ბარსას" მომავლად მიიჩნეოდნენ და სულ ორი წლის წინ, კლუბს 300 მილიონზე მეტი დაუჯდა. 

    "ბარსელონას" ანტუან გრიზმანის შეძენა 120 მილიონად შეუძლია, ნეიმარის სანაცვლოდ კი კატალონიელებს მეტის გადახდა მოუწევთ. 

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    DyBaLa21 გულშემატკივარი [?]

    27 ივნისი 2019 16:30

    მე ვინ მეკითხება მარაა ჩემი აზრით ბუსსი ზამენაზე უნდა დაისვას და აასევე სუარესიც. უკან დავაყენებდი 2 ჩამშლელს დე იონგსა და არტურს და მაგათ წინ შუაში კოუტინიოს. წაროიდგინეთ კოუტინიოო სივრცეებით და ორი დამზღვევით უკნიდან... მესიი სადაც უნდა და ფლანგებზე ნეიმარი თუ მოვიდა ეგ და დემბელე იქნებიან

    2
    გასულია
    gigi321 გულშემატკივარი [?]

    27 ივნისი 2019 12:55

    https://www.youtube.com/watch?v=6J1M7y3r_bQ&t=70s ლიონელ მესის ტოპ 10 გოლი ბარსელონაში უყურეთ ვიდეოს. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო.

    1
    საიტზეა
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    27 ივნისი 2019 09:56

    ციტატა: Bcngeo
    ბარსას ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შემტევი ხაზი იყო და დარჩება: მესი, ეტოო, რონალდინიო, და ანრი!

    ციტატა: messi and iniesta
    იქ სადაც მესსი ინიესტა ხავი და რონალდინიო ერთად ერთ გუნდში იყვნენ საუკეთესო ეს ვერ იქნება

    რომელი შეტევის ხაზი იქნება საუკეთესო მაგას დრო და ტიტულები გადაწყვეტს! wink

    1
    გასულია
    geniosi Culé [?]

    27 ივნისი 2019 08:46

    4-2-3-1 დახატავს ^_^

    2
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    27 ივნისი 2019 00:57

    4-2-3-1 რათ უნდა ამას ბევრი ფიქრი
    შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    ბუსკეცი დე იონგი
    გრიზმანი მესი ნეიმარი
    სუარესი

    13
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    27 ივნისი 2019 00:51

    იქ სადაც მესსი ინიესტა ხავი და რონალდინიო ერთად ერთ გუნდში იყვნენ საუკეთესო ეს ვერ იქნება

    11
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    king artthur გულშემატკივარი [?]

    27 ივნისი 2019 00:40

    ტერ შტეგენი-პიკე, უმტიტი, სემედუ, ალბა-ბუსკეტსი, დე იონგი(არტური)-კოუტინიუ-მესი, გრიზმანი, ნეიმარი.

    3
    საიტზეა
    CuleTillIDie გულშემატკივარი [?]

    27 ივნისი 2019 00:37

    დე იონგი ბუსკეცი
    გრიზმანი კოუტინიო ნეიმარი
    მესი

    ზამენაზე სუარესი, დემბელე
    გიჟი კამანდა იქნებოდა, მაგრამ ვალვერდეა მწცრთნელი...

    4
    --------------------
    #infinit8iniesta
    გასულია
    gio123m10i8 წევრი [?]

    26 ივნისი 2019 23:35

    მესი სუარესი ნეიმარი გრიზმანი დემბელე/კოუტინიო ეს შეტევა თუიყო მომდევნო სეზონში ტრიპლეტი უეჭველი უნდა დაიდოს, ლიგა უეჭველი

    11
    გასულია
    Bcngeo წევრი [?]

    26 ივნისი 2019 23:07

    ბარსას ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შემტევი ხაზი იყო და დარჩება: მესი, ეტოო, რონალდინიო, და ანრი!

    8
    გასულია
    bergkamp წევრი [?]

    26 ივნისი 2019 22:55

    ვინც ფიქრობს რომ რაკიტიჩმა წელსვე უნდა დაგვტოვოს LIKE

    41
    გასულია
    pd10 გულშემატკივარი [?]

    26 ივნისი 2019 22:45

    აქაც სასტარტოში როა რაკიტიჩი:)) ბედის ირონიაა იმენა...

    2
    გასულია
    ♛BaRcElOnA♛ გულშემატკივარი [?]

    26 ივნისი 2019 22:35

    Rakitichs raundaaaaaa oeeee arturi unda idgess

    4
    გასულია
    barcamilan წევრი [?]

    26 ივნისი 2019 22:29

    4-2-3-1 ყველაზე მხეცია

    19
    გასულია
    Kakiashvili წევრი [?]

    26 ივნისი 2019 22:22

    Imedia ❤️

    6

    პარტნიორები

    Flashscore.ge