სამუელ უმტიტი: ტრავმების გამო სეზონი რთული გამოდგა

სამუელ უმტიტი: ტრავმების გამო სეზონი რთული გამოდგა

"ბარსელონას" ფრანგმა მცველმა სამუელ უმტიტიმ ერთ-ერთ სამოდელო პორტალ Hypebeast-თან ინტერვიუ ჩაწერა. გარდა მოდის საკითხებისა, უმტიტი სპორტზე, ტრავმასა და "ბარსელონაში" ადაპტაციაზე საუბრობს.

"ახლა გაცილებით უკეთესად ვარ. სიმართლე რომ ითქვას, ტრავმებმა წინა სეზონი საკმაოდ გამირთულა. ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე ბერვი სირთულე მქონდა. თუმცა ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონობა ამად ღირდა. სეზონის ბოლოს გამოვჯანმრთელდი და თამაშის ნებართვა მივიღე. ახლა კი ვვარჯიშობ, რათა 200%-ით მზად ვიყო."

უმტიტიმ საკუთარ ხასიათზეც ისაუბრა: "მოედანზე ძალიან მკაცრი და ცივი ვარ, თუმცა ცხოვრებაში ძალიან ბევრს ვიცინი და ვხუმრობ."

უმტიტიმ "ბარსელონაში" ადაპტაცია არაჩვეულებრივად გაიარა და არც მალავს, რომ ეს მისთვის საუკეთესო ადგილია.

"აქ უკეთესია, ჩემთვის ეს საუკეთესო ადგილია სათამაშოდ და საცხოვრებლად. დრო, ხალხის შეგნება, ჩემი გუნდი და თანაგუნდელები... უკეთესზე ვერც კი ვიოცნებებდი. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაკეთეო საყვარელი საქმე "ბარსელონაში". - ციტირებს ფრანგის სიტყვებს Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 ივნისი 2019 01:47
    2
    იმედია აღარ სეგაწუხებს ტრამვა უმტო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 25 ივნისი 2019 23:31
    3
    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    Es operacias rato ar iketebs ?

    იმიტომ რომ მისი ოპერაცია შეიძლება ცუდად დასრულდეს და პუიოლივით ფეხბურთის თამაში დაასრულოს. სანამ ცოტა შანსი მაინც აქვს და შეუძლია თამაში ოპერაციას არ გაიკეთებს!
    ძალიან ცოდოა, ასაკით პატარაა, პუიოლს ეს კარიერის ბოლოსკენ დაემართა და ასეთი ცვლილება ალბად შედარებით იოლად გადასატანი იყო მისთვის..
    Culé [?]
    #1 25 ივნისი 2019 21:05
    2
    Es operacias rato ar iketebs ?