4 ნაბიჯი ნეიმარის დასაბრუნებლად

4 ნაბიჯი ნეიმარის დასაბრუნებლად

სანდო ბრაზილიური წყაროს, Globoesporte-ის ცნობით, "ბარსელონა" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ნეიმარის წარმომადგენლებთან, რათა 27 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში დაბრუნდეს. თუმცა, Mundo Deportivo ირწმუნება, რომ სანამ "ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენს" ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს, კლუბმა ოთხი საკითხი უნდა მოაგვაროს.

1. სამწვრთნელო შტაბის თანხმობა

ეს აუცილებელია, რადგან ანტუან გრიზმანის ტრანსფერი თითქმის დასრულებულია, ნეიმარი კი ფრანგის პოზიციაზე თამაშობს და მათ მოედანზე მსგავსი მოვალეობები ექნებათ. სამწვრთნელო შტაბმა უნდა მოიფიქროს, თუ როგორ მოხერხდება მათი ერთად თამაში.

2. ხელფასის შემცირება

რა თქმა უნდა, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ბრაზილიელი ხელფასის შემცირებას უნდა დასთანხმდეს. ამჟამად, ის წელიწადში 30 მილიონ ევროს იღებს.

3. სასამართლო დავის შეწყვეტა

ნეიმარი ჯერ კიდევ ელოდება "ბარსელონასგან" ბონუსის მიღებას 2017 წელს "გახანგრძლივებული" ხელშეკრულების გამო. კლუბი ფიქრობს, რომ ბრაზილიელი სასამართლო დავას შეწყვეტს თუ ის "ბარსელონაში" დაბრუნდება.

4. ფეხბურთელების დარწმუნება ლიგა 1-ში სათამაშოდ

"ბარსელონა" არ აპირებს ნეიმარში ასტრონომიული თანხის გადახდას, ამიტომ ისინი ტრანსფერში ერთ-ერთ "ლურჯ–ბროწეულისფერს" ჩართავენ (უსმან დემბელე, ფილიპე კოუტინიო, სამუელ უმტიტი, ივან რაკიტიჩი). ლიგა 1-ში გადასასვლელად "ბლაუგრანას" რომელიმე ფეხბურთელის დარწმუნება მოუწევთ, რადგან ნეიმარისგან განსხვავებით, ეს ფეხბურთელიები აცნობიერებენ, რომ "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 19 ივნისი 2019 04:29
    0
    4 კი არა 100 ნაბიჯი არის გასაკეთებელი ამ საქმის რეალურად გადასაწყვეტად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 ივნისი 2019 00:39
    0
    პირველი 3 ნაბიჯი მარტივად განსახორციელებელია მტავარია მე-4 ნაბიჯი კოუტინიო და რაკიტიჩი უნდა დაითანხმონ როგორმე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #6 18 ივნისი 2019 21:43
    0
    1. სამწვრთნელო შტაბის თანხმობა
    ეს აუცილებელია, რადგან ანტუან გრიზმანის ტრანსფერი თითქმის დასრულებულია, ნეიმარი კი ფრანგის პოზიციაზე თამაშობს და მათ მოედანზე მსგავსი მოვალეობები ექნებათ. სამწვრთნელო შტაბმა უნდა მოიფიქროს, თუ როგორ მოხერხდება მათი ერთად თამაში.

    რომელ ჭკუის კოლოფს მოუვიდა თავში აზრად რომ ნეიმარი გრიზმანის პოზიციაზე ტამაშობს?:))))))))))
    [?]
    #5 18 ივნისი 2019 21:28
    2
    ციტატა: Kaka22
    1 გამოგრჩათ ხელაიფისთვის ხვეწნა მუდარა რამაც არა მგონია გაჭრას

    აუ როგორ არ გეზარება :D:D:D ნეიმარზე თუ კი რამე დაიწერა, თითქმის ყველგან გადააკომენტარე არა შანსი არააა, რეებს წერთ, ხელაიფი არ გამოუშვებს და ესა და ის :D მართლა რო გადმოვიდეს ამ საიტზე აღარ შემოგესვლება :D ცუდად არ გაიგო, პრსოტა იმენა მთელი სულით და ხორცით არ გინდა ნეიმარის ბარსაში დაბრუნება, გასაგებია მადრიდისტა ხარ მარა დამშვიდდი, ნერვებს გაიფუჭებ :D იმდენი დაიწერება კიდე. ცუდად არ გაიგო პროსტა ყველგან შენ დამხვდი სადაც ნეიმარი ახსენეს :D

    რაც შეეხება ტრასნფერს, რაკიტიჩი ხო მიდიოდა ვითომ პსჟ ში? რატო დაიწუნებს, 31 წლისაა, მაგაზე მაღალი დონის ჩემპიონატში ან ითამაშებს ან ვერა. კოუ გამორიცხეთ, ნეიმარი თუ მოვიდა აღარ წავა. უფრო დემბელე და ეგეც დათანხმდება მარტივად. უმტიტიც არ წავა. თუ მართლა მოურჩენელი ტრავმა არ აქვს. პირველი ნაწილი კიდე სისულელეა, ანუ რა, გრიზმანი მოვა და ნეიმარიც? ეგ გამორიცხულია, ერთ ერთზე შეაჩერებენ არჩევანს. 1-ელ რიცხვამდე შეხედავენ ხელაიფი მართლა არის გამომშვები თუ არა, ნეიმარის მადას შეამოწმებენ ხელფასის პონტში, თუ ყველაფერმა დააკმაყოფილა ამ 2 კვირაში მერე წავა მაგაზე ჩალიჩი. თუ რამე არასწორად გააკეთა მტირალამ, 1 ში გრიზმანს გაიფორმებენ და ვსიო მერე მაგას აღარავინ იყიდის. ორივეს ყიდვა დააქცევს გუნდს. 120 ერთი, 100+ ფეხბურთელები მეორე, დე იიონგი ეგეც შენი 300. გასაყიდი აღარავინ გვეყოლება თუ ყველა ნეიმარის ტრანსფერში ჩაერთო და ფული საიდან ამოვიღოთ? აგვადებენ ბანს. პერესივით მოზგი არაა ჩმორთუმეუ
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 18 ივნისი 2019 20:31
    1
    ნეიმარის ყიდვას გრიზმანის და რაშფორდის ყიდვა შჯობია
    professor1984
    სტუმარი [?]
    #3 18 ივნისი 2019 19:39
    2
    ციტატა: GIo-GxP-FCB
    ლიგა 1-ში გადასასვლელად "ბლაუგრანას" რომელიმე ფეხბურთელის დარწმუნება მოუწევთ, რადგან ნეიმარისგან განსხვავებით, ეს ფეხბურთელიები აცნობიერებენ, რომ "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. joy satisfied კაი იყო

    ასეცაა, რომელი ჭკუათმყოფელი წავა ბარსადან პსჟში😀
    Culé [?]
    #2 18 ივნისი 2019 19:17
    2
    იმედია დაბრუნდება ნეი , მაგრამ მისი ტრავმიანობა ძალიან მაშინებს ,ვიმედოვნებ პარიზელი ექიმების არაპროფესიონალიზმის ბრალია , რომ სათანადოდ ვერ მკურნალობენ , სერიოზულად გამოაცოცხლებს ნეი მარცხენა ფრთას რაც კოუმ ვერ მოახერხა , ჩემი აზრით , დემბელს და უმტიტის თუ მივცემთ და პლიუს 50 ლიმონს დაგვთანხმდებიან , მაგრამ დე ლიხტის ტრანსფერიდან გამომდინარე ალბათ რაკეტა ერჩივნებათ უმტიტის დამატებას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ივნისი 2019 19:16
    3
    ლიგა 1-ში გადასასვლელად "ბლაუგრანას" რომელიმე ფეხბურთელის დარწმუნება მოუწევთ, რადგან ნეიმარისგან განსხვავებით, ეს ფეხბურთელიები აცნობიერებენ, რომ "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. joy satisfied კაი იყო
    --------------------
    5:0
    Messi 600
    #20 Cule from 2002