"ბარსელონა" მესისთვის ახალ გუნდს ქმნის

  • 18-06-2019, 17:56
  • "ბარსელონა" მესისთვის ახალ გუნდს ქმნის

    როგორც ჩანს, ლიონელ მესის ყოფნა არგენიტინის ნაკრებისთვის არაა საკმარისი კოპა ამერიკაზე წარმატებას მიაღწიოს. იგივე შეიძლება ითქვას "ბარსელონაზეც". უდავოა, რომ ლიონელ მესი ფუნდამეტური მნიშვნელობის მქონე ფეხბურთელია, თუმცა მხოლოდ იგი ვერ მიაღწევს წარმატებას ვერც ნაკრებში და ვერც კლუბში.
    Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონაში" ღიად განაცხადეს, რომ აპირებენ მესისთვის ახალი გუნდის შექმნას, რომელიც არგენტინელს წარმატების მიღწევაში დაეხმარება და წნეხსა და ზეწოლასაც შემაცირებს მასზე.

    აშკარაა და წლევანდელ სეზონშიც დამტკიცდა, რომ "ბლაუგრანა" "მესიდამოკიდებულებას" განიცდის. ბუნებრივია, როცა ფეხბურთელს სეზონში 51 გოლი გააქვს, მას გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, თუმცა მხოლოდ ერთი კაცს დღევანდელ ფეხბურთში მატჩების მოგება არ შეუძლია. კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ არგენტინელს მართლაც განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, თუმცა სჭირდება სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც, რათა შედეგს მიაღწიოს.

    ტექნიკურ გუნდს არ სურს მხოლოდ პროფესიონალთა გარემოცვა მესისთვის, მათი მიზანია შექმნან საფუძველი "ბარსელონას" მომავლისა. მესის კონტრაქტი 2 წელში იწურება, შესაძლებელია ხელშეკრულება განახგრძლივდეს კიდეც, თუმცა მხოლოდ რამდენიმე სეზონით. "ბლაუგრანას" სურს მაქსიმალურად გამოიყენოს არგენტინელის მაღალი სათამაშო დონე, თუმცა, ამავდროულად, შექმნას მყარი ნიადაგი იმისთვის, რომ მესის წასვლის შემდეგ, თაობათა ცვლა უმტკივნეულოდ გაგრძელდეს.

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    15 - 19 ივნისი 2019 04:25

    ფუნდამენტური შეცდომაა ამ ფილოსოფიაში. ძაან მეეჭვება რომ გუნდის ხუნტა ასეთნაირად ფიქრობდეს, თუმცა ბოლო 2 წლის გათვალისწინებით ბარსელონას სათამაშო სტილი საგრძნობლად შეიცვალა. არ არის სწორი გამოსავალი მარტო ტოპ კლასის ფეხბურთელთა მოყვანა და თავმოყრა, სწორია არსებულ რესურსში ფეხბურთელების კონდიციის სწორი განსაზღვრა და შესაბამისი სათამაშო პოზიციის შერჩევა. ხომ არ დაავიწყდათ 2008 წლის გვარდიოლას გუნდი, როცა რონალდინიო წავიდა და არავის ქონდა მომავლის იმედი. ახალგაზრდა პედროს მიცა საშუალება. გვარდიმ მარტო ეს არ იკმარა, ნახევარდაცვაში სტრუქტურა შეცვალა, ახალგაზრდა ბუსკეტს დაუთმო სათამაშო დრო გამოცდილი ტურეს (არადა მშვენიერ ფორმაშის იყო მაშინ) ნასვლად და საბოლოოდ ყველამ ნახა შედეგი. ანუ ყველაფერს მწვრთნელი განსაზღვრავს და ამის დასტურად უამრავი მაგალითების მოყვანა შეიძლება. რაც შეეხება მესისთვის გუნდის შექმნას,ლაპორტას შემდეგ ხელმძღვანელობა უბრალოთ ფულს აკეთებს ამაში და არავინ (უმეტესობა მაინც) რეალურად გუნდზე არ ფიქრობენ, თორემ როგორ უნდა იმართლონ თავი გუნდში მესი გყავდეს და 10 წლის მანზილზე ლიგა 3-ჯერ მოიგო. მესი რომ რეალში მოხვედრილიყო თავის დროზე, დარწმუნებული ვარ რეალი ყოველ წელს წაიღებდა თასს.

    2
    გასულია

    14 - 19 ივნისი 2019 03:07

    რა სასაცილოა. ქმნის როცა ვერცერთ ტრანსფერს ვერ აკეთებს?🤔

    1
    გასულია

    13 - 19 ივნისი 2019 02:11

    სრული სისწორეა. დღეს არ არსებობს ისეთი ფეხბურთელი რომელსაც მარტო შეუძლია თამაშის მოგება. კი ზოგჯერ შეიძლება რო 1 ა კაცმა მოიგოს თამაში მაგ მოურამ აიაქსთან ეგრე კი მარა სულ ყველა თამაშს ერთი კაცი ვერ მოიგებს. მესი რო არ გვყოლოდა მაგის ნახევარსაც ვერ მოიგებდნენ ესენი

    2
    გასულია

    12 - 19 ივნისი 2019 00:38

    ხოდა თუ მასე გინდათ რას დატოვეთ ვალვერდე? ან რაკიტიჩს რატო არ ყიდით? ამ ორი ადამიანის დატოვებით მაგ ახალ გუნდს ვერ შექმნით ერთი ნახევარ დაცვის კიბოა და მეორე ბარსას ფილოსოფიის მტერი რო მიადექით და სემედუ დემბელეს უშვებთ მესის სამომავლოდ ვინ ჩემს ფეხებს აყენებთ ძირითდში?

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა

    11 - 18 ივნისი 2019 21:18

    და რას აკეთებენ მაგისთვის? თუ იწერება წასვლაზე იწერება თან ისეთების ხელი რო არ უნდა ეხლოს, მოსვლით კიდე 28 წლის ქვემოთ არავიზე დაწერილა. ცარიელი ლაპარაკი და ბართომეუს შეკვეთილი სტატიაა. აქამდე ექნათ ეგ როცა ფრინავდა ლეო, ეხლა იასნია რეგრესი დაეწყება გინდა თუ არა. ექსპერიმენტი ტრანსფერებით გაძეძგეს გუნდი, თუ ყიუდლობენ ვინმეს და ან ადრე ან გვიან. დემბელეს ყიდვა ზედმეტად ადრე იყო, ჭირდებოდა კიდე ერთი სეზონი დორტმუნდის ძირითადში რო იქნებ გერმანულ დისწიპლნას მიჩვეოდა. მარა ესენი ხო პანიკაში იყვნენ, ნეიმარი გაყიდეს და აღარ იცოდნენ რითი გადაეფარათ ნაჭამი განავლის სუნი. კოუტინიო იყო და დაიგვიანეს, როცა საყიდელი იყო მაშინ ჩაიკუკეს, შუა სეზონში მოიყვანეს, ლიგაზე ვერ ათამაშეს და არარეალურად დიდი თანხა გადაიხადეს. გრიზმანზეც ეგრე, როცა საჭირო იყო ვერ იყიდეს და წელს არ ვიცი დაგვიანებულიია თუ არა. კოუ რო გვყოლოდა საუკეთესო ფორმაში და მოტივირებული როგორც მოსვლის დროს, რომასთან ეგრე არ უნდა ჩაესვარა გუნდს. გრიზმანი კიდე ეხლა გვჭირდებოდა ლივერთან, ალბას რო არ მოწეოდა ფორვარდად თამაში. მომავალ წელს არ ვიცი ლეო როგორ ფორმაში იქნება,ისევ გულგატეხილი იასნა არგენტინის კრახის გამო (რომელიც მალე დადგება) და გადაბერებული სასტავით და ვავლერდეთი ერთი გრიზმანი არაფერს შეცვლის. გვჭირდება ალბას კონკურენტი და არა დუბლიორი, გრიმალდო კარგი იქნებოდა რო ხშირ ხშირად ამოაგდოს. დე ლიხტიც კარგი იქნებოდა მარა ჰეე, გაყვა ფულის სუნს. დე იიონგი კარგია მარა კიდე ერთი ნახ.მცველი გვინდა, რაბიო დომბელე ან ლო ჩელსო,აშკარად მესისთან შეთამაშებას ცდილობს და ლეო დაკერავდა. 50-60 ის ბაზარია, რაკიტიცი გაიყიდება, ალენია იჯარით წავა, ვიდალი კიდე 1 სეზონი დარჩება და მომავალ წელს უკვე ალენია ჩაანაცვლებს. 2 ახალი სახეა ნახ.დაცვაში საჭირო, არტური დე იონგი ბუსი და კიდე ერთი რო როტაცია წავიდეს და კონკურენცია იყოს. ნუ ვიდალიც ითამაშებს ზამენიდან და დაცვას გააძლიერებს. შეტევაში არც კოუ მემეტება და არც დემბო, თითო შანსს იმსახურებენ ალბათ, მარა გრიზმანის მოსვლა ერთერტის წასვლას ნიშნავს. თუ კოუს დახევდნენ უკან დე იონგის გარდა აღარავინ დაგვჭირდებოდა უკან და კოუც ათამაშდებოდა მარა ვალვერდე მაგის მომფიქრებელი არაა, კოპაზე თუ იფრინა და დაინახა მერე შეიძლება. დემბო გრიზი სუარესი კიდე შეტევაში 2 პოზიციას გაიყოფდნენ, დემბელე ზამენიდან კარგია, მალკომიც იბრძოლებდა 1 სეზონი კიდე თუ არადა 50 ზე ნაკლებად არ უნდა გაიყიდოს. პროსტა თუ არავინ წავიდა ამხელა ფულის გამომუშავება რთულია. შტეგენი (ნეტო ან ვინმე) პიკე (ტოდიბო) უმტიტი(ლანგლე) სემედო(რობერტო) ალბა(გრიმალდო) ბუსკეცი (ვიდალი) დე იონგი (ალენია) კოუტინიო (არტური) მესი სუარესი გრიმანი შეტევა და დემბელე მალკომი აბელ რუიზი ზამენა. ვინგერები შემოვიდოდნენ და გაწელავდნენ დაცვას. კარგი მრავალვარიაციული და არაპროგნოზირებადი სასტავია. პროსტა მწვრთნელი "ამშვენებს" რასაც ქვია

    5
    გასულია

    10 - 18 ივნისი 2019 20:53

    დაცვაში არავინ არ უნდა გაყიდონ, პიკე რომ წასვლას დააპირებს, ტოდიბოს გაუშინაურებენ ძირითადს და სამი ფრანგი გაინაწილებს სათამაშო დროს
    ალბას შემცვლელად გრიმალდო ან ვინმე ახლაგაზრდა და სემედო აქეთ 25 წლისაა,
    ცენტრში არტური-დე იონგი-ალენია-პუჩი ეს ოთხეული ახალგაზრდებია და დემბელეს იმედად იქნა ჩემი მტერი, მაგრამ თუ ისწავლა ჭკუა, მაშინ ჰო...
    9-იანია საჭირო უეჭველი, დანარჩენ პოზიციებზე ასე თუ ისე არის ხალხი

    0
    გასულია

    9 - 18 ივნისი 2019 20:49

    ჰოდა თქვე იდიოტებო ჯერ ნახევარაცვაში რაკიტიჩი ვიდალი და კოუტინიო რომ მიუყვანეთ (ეს ბოლო რომ ვაფშე ვერანაირ ბარსას სქემაში ვერ ჩაჯდება ვერასდროს!) დე იონგთან და არტურთან დე ბეეკზე უნდა გეფიქრათ და წინ ჟოაო ფელიშზე (იოვიჩი მაინც დაკარგეთ) თუ ახალგზრდებზე და მომავალზე ფიქრობდით

    1
    გასულია

    8 - 18 ივნისი 2019 20:28

    პირველ რიგში ნახ დაცვა უნდა გავაძლიეროთ რათა მესის ნახევარდაცვაში ყოფნაც არ დასჭირდეს

    3
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია

    7 - 18 ივნისი 2019 20:27

    tu asea axalgazrdebi iyidet iovichi ar iyides pointekic kargi ari ar iyides felishi bar iyides. da yiduloben suaresis shemclel 29-31 clamde pexburtelebs ver vxedav aq momavalze piqrs

    0
    გასულია

    6 - 18 ივნისი 2019 19:09

    ამ ბოლო დროს რასაც ვაკვირდები მედია ცდილობს მესის ოქროს ბურთის მოგებაში ხელი შეუშალოს.სეზონის დასრულების შემდეგ გაცილებით მეტი შანსი ქონდა ვიდრე ეხლა აქვს და დღითიდღე იკლებს.ერთხელ ვნახე სტატია სადაც გარკვევით ეწერა რა როლს თამაშობენ ჟურნალისტები ოქროს ბურთის მოგებაში.რონალდუზე იყო ის სტატია,იმ წელს მოიგო ოქრო და არ ეკუთვნოდა.აშკარაა რო არ აწყობთ მესიმ მოიგოს,ვან დეიკს შეტენიან და ვაფშე არ გამიკვირდება რონალდუს რომ მისცენ.წეღან დაიდო რომელიღაც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წლევანდელი ოქროს ბურთის ფავორიტები და მესი 4-ზე იყო რონალდუ 3-ზე აქედანაც ჩანს კარგად რაც დავწერე.იმედია მოიგებს მარა კოპაზე თუ ვერაფერი ქნა ძაან მეეჭვება ,თან ვან დეიკს სუპერ თასიც სათამაშო აქვს.კოპას რო არგენტინა ვერ მოიგებს ეგ უკვე ცხადზე ცხადია,საოცრად ტამაშობენ ურუგვაი არგენტინა,ჩილე და ბრაზილია

    3
    გასულია

    5 - 18 ივნისი 2019 18:17

    ხოოდა დატოვეთ დემბელე კოუტინიო, ტრეინერი გვინდა ნორმალური. კოუტინიო გყავდეს გუნდში და ვერიყენებდე მზე უნდაიყო, დემბელეს კიდევ მომატება შეუძლია და ძააალიან მომატება, არააა აუცილებელი მილიონები დახარჯო როცა ორიადამიანის გაშვებით მიიღება შვება, ვალვერდე-ბართუმეუს გასხმეინებაზე მაქ საუბარი

    6
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.
    საიტზეა

    4 - 18 ივნისი 2019 18:12

    აჰაა, გაგეხსნათ გონება??

    1
    საიტზეა

    3 - 18 ივნისი 2019 18:09

    იინიესტას და ჩავის წასვლა რა მაგრად დაეტყო ბარსას და მესის ხო წარმომიდგენია worried

    3
    გასულია

    2 - 18 ივნისი 2019 18:09

    ეხლა მიხვდით თქვე ჩურჩხელებო??? ვნახოთ აბა რას მოიფიქრებენ მესი მყავდეს გუნდში და ხავი - ინიესტა - პუიოლის წასვლის შემდეგ ალბათ ნახევარ მილიარდს დავხარჯავდი და უძლიერეს კამანდას ავუშენებდი ეხლა კიდე მგონი გვიანია უკვე მარა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს

    2
    გასულია

    1 - 18 ივნისი 2019 18:01

    მართალია სულ მესიზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული თუმცა მასეც ვერ ვიტყვით არ იყო მესი მარა გავაფარჩაკეთ რეალი მოსაყვანი თუა ვინმე ეს არი გრიზმანი და ნეიმარი

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა