"რომა" და "ვალენსია" სილესენისთვის იბრძვიან

"რომა" და "ვალენსია" სილესენისთვის იბრძვიან

"ბარსელონას" მეკარეს, იასპერ სილესენს კიდევ ორი მსურველი გამოუჩნდა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ესენი "რომა" და "ვალენსია" არიან. ესპანური კლუბი ჰოლანდიელით ნეტოს ჩანაცვლებას აპირებს, რომელსაც წასვლა სურს. "რომა" კი რობინ ოლსენის თამაშით არაა მოხიბლული და ეძებს მეკარეს, რომელიც პირველ ნომრობას შეძლებს.

"ბარსელონა" მზადაა სილესენი 30 მილიონ ევროდ გაყიდოს. როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, კატალონიელთა სარეზერვო გოლკიპერით ინგლისური კლუბები, "მანჩესტერ იუნაიტედი", "ვესტ ჰემი" და "ევერტონიც" ინტერესდებიან, თუმცა ამ უკანასკნელმა სილესენის შეძენაზე უარი თქვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 ივნისი 2019 01:28
    0
    ვალენსიაში წასვლას ისევ რომაში წასვლა ჯობია ლიგაზე მაინც ითამაშებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 16 ივნისი 2019 21:04
    2
    რომამ მოგვცეს რობინ ოლსენი და წაიყვანონ
    Culé [?]
    #1 16 ივნისი 2019 20:54
    3
    რომა არა ჯანდაბა კიდე 😑😑😑