"ბარსელონას" შემდეგ ორ კვირაში 65 მილიონი ევროს გამომუშავება უნდა
"ბარსელონა" მალე იმ ფეხბურთელების გაყიდვას დაიწყებს, რომლებიც ერნესტო ვალვერდეს მომავალ სეზონში არ დასჭირდება, იტყობინება Sport.
კლუბს დატოვებს იასპერ სილესენი, ანდრე გომეში, დენის სუარესი, მარკ კუკურელია, სერჟი პალენსია და ადრიან ორტოლა - ამ ფეხბურთელებში "ბარსელონა" 65 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.
მოსალოდნელია, რომ ყველაზე ძვირად ანდრე გომეში და იასპერ სილესენი გაიყიდებიან. თუმცა, წყაროს ცნობით, კლუბში შემოსული თანხის მიუხედავად, "ბარსელონაში" იციან, რომ აგვისტომდე ისინი "დიდ ტრანსფერს" ვერ გააკეთებენ, რადგან ამას მეტი დრო დასჭირდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]