"ბარსელონას" იაპონელი ტალანტის დაბრუნების შანსი გაუჩნდა

  • 13-06-2019, 20:40
  • "ბარსელონას" იაპონელი ტალანტის დაბრუნების შანსი გაუჩნდა

    იაპონელი ამომავალი ვარსკვლავის, ტაკეფუსა კუბოს "ბარსელონაში" დაბრუნება ისევ რეალურია. ამ ინფორმაციას იაპონური გამოცემა Hochi News ავრცელებს.

    კუბო "ბარსელონას" აკადემიაში 2011 წელს, 10 წლის ასაკში ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ, FIFA-მ "ბარსელონას" ბრალი არასრულწლოვანი ფეხბურთელების ტრანსფერების წესების დარღვევაში დასდო და წესების დარღვევით დამატებულ ყველა ფეხბურთელს კატალონიურ კლუბში თამაში აუკრძალა. კუბო იძულებული გახდა "ბლაუგრანა" 2015 წელს დაეტოვებინა.

    ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კატალონიელები 18 წლის იაპონელის დაბრუნებას ცდილობდნენ, მაგრამ მისი აგენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ ხერხდებოდა. აგენტები მაღალ ხელფასს და ფეხბურთელის პირდაპირ პირველ გუნდში მოხვედრას ითხოვდნენ, რაზეც "ბარსელონა" არ თანხმდებოდა და ტრანსფერი თითქმის გამორიცხული იყო.

    იაპონური პრესის მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით კი, კუბოს პრიორიტეტი "ბარსელონაში" დაბრუნებაა. Hochi News-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ერთ-ერთი აგენტი, დღეს, "ბარსელონას" წარმომადგენლებს შეხვდა და მოლაპარაკებები განაახლა.

    ტაკეფუსა კუბო, ამჟამად, იაპონურ კლუბ "ტოკიოში" ირიცხება. ახალგაზრდა შემტევის ანგარიშზე, პროფესიონალურ კარიერაში ჩატარებული 20 თამაში და 2 გოლია. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მან იაპონიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტიც მოასწრო. ეს მიმდინარე წლის 9 ივნისს მოხდა. კუბო იაპონიის კოპა ამერიკის განაცხადშიც მოხვდა.

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    11 - 14 ივნისი 2019 18:29

    ეს რეალმა აგვახია

    0
    გასულია

    10 - 14 ივნისი 2019 07:04

    კუბო გვაკლდა გუნდში და ეგეც გვაქვს უკვე..ვალვერდე რომ ჩავაწვინოთ შიგნით იმისთანა კუბო გვინდა,და თავის კათაბალკიანა გადავაგდოთ ხრამში.მაგის პირში გავაკუე.:დდდდ

    5
    გასულია

    9 - 14 ივნისი 2019 01:43

    ციტატა: Kaka22
    მაინც არ მჯერა იაპონელი და სერიოზული ფეხბურტი ერტად რაგაც არ მოდის

    მეც ეგ უნდა დამეწერა. რაც არ უნდა იყოს იაპონელია და მაქსიმუმ უბრალოდ შრომა ჩადოს თამაშში.

    ციტატა: sandman
    ბარსას აკადემიის აღზრდილია კუბო ;) და ალენიას აცადე ჯერ განვითარება , 5 წუთიანი მონაკვეთებით ნუ განსჯი ფეხბურთელს

    რა ალენია დენისი და რობერტო. რაღა უნდა განვითარდეს მეტი. 5 წუთიანებში უნდა ჩანდეს ზუსტად მაგრამ ვერ ახდენს ეფექტს თუმცა ბევრი ძირითადაში მისცეს შანსი და ბევრჯერ მნიშვნელოვანი თამაში ანდეს მაგრამ ვერაფრით იჩენს თავს. მაგის იმედი რომ ქონდეთ დე იონგა კი აღარ იყიდიდნენ.

    0
    --------------------
    Benzona
    გასულია

    8 - 14 ივნისი 2019 00:26

    ძაან იმედისმომცემი მოთამაშეა და იმედია ბარსაშიც მალე ვიხილავთ! ისე სახელის გამო ქართველ ფანებს გულზე არ უნდა ეხატებოდეს, მაგრამ ტალანტს რა ვუყოთ, ტალანტს!😂👍

    1
    გასულია

    7 - 13 ივნისი 2019 23:36

    ციტატა: MALUMA
    აკადემიის აღზრდილები რომ აღარ აჰყავთ ძირითად გუნდში უკვე გასაგებია! მიზეზი ის არის რომ ალენიას და რობერტოს რომ შეხედავ აღარ გიჩნდება სურვილი მათი აყვანის! მწვრთნელიან მმართველებიანა უნდა გაიწმინდოს გუნდი და პერესის ან სიტის რომ პრეზიდენტი ჰყავს ისეთი გვჭირდება! გუარდიოლა რომ ეტყვის ეს ფეხბურთელი მიყიდე და მეორე დღეს სიტიშია და მწვრთნელი *რაკს რომ აათამაშებს და მე არაფერ შუაში ვარ და ფეხბურთელების ბრალია აიაქსთან მარცხი ეგრევე უშვებს გუნდიდან პერესი! ვალვერდემ მეტი რაღა მარცხი უნდა განიცადოს რომ გააგდონ პეპი იმიტომ წავიდა რომ ხვდებოდა გუნდი კორუფციაში რომ ეფლობოდა და ტიტულების მაგივრად ფული უფრო ადარდებდათ ამიტომ წავიდა და ახლა ისეთ გუნდშია დიდია შანსი მომავალ წელს სიტიმ მოიგოს ლიგა წელს წყეულმა თურქმა მსაჯმა ჯერ სიტი გააგდებინა შემდეგ ჩვენ!

    ბარსას აკადემიის აღზრდილია კუბო ;) და ალენიას აცადე ჯერ განვითარება , 5 წუთიანი მონაკვეთებით ნუ განსჯი ფეხბურთელს

    0
    საიტზეა

    6 - 13 ივნისი 2019 23:18

    გაწიეტ აქედან ჯერ რა ნამუსით უნდა დააბრუნონ ტიპი მიწას არ ასცდენია და უკვე მაღალ ხელფას და ძირითდს ითხოვს მე კიდე აზიელი და ტოპ იგორკი ვის გაუგია და ბოლოს ისეთი გვარი აქვს მარტო მაგის გამო უნდა აუკრძალო ფეხბურთის თამაში ამასაც და კუკურელიასაც :დდდ

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    5 - 13 ივნისი 2019 21:25

    ციტატა: ferreira10
    ვალვერდე დატოვეს. კუბო მოყავთ, აშენდა გუნდი.

    👌👌👌👌 joy joy

    P.S. მთავარია სხვისთვის არ გამოიყენოს კუბო "ბილბაომ".

    6
    --------------------
    რ ე ა ლ ო ბ ა ა ის ფაქტი,რომ რ ე ა ლ უ რ დროში,რ ე ა ლ ი არ არის რ ე ა ლ უ რ ი კონკურენტი.👌😂 რ ე ა ლ ო ბ ა კატალონიურია!!!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია

    4 - 13 ივნისი 2019 21:14

    ვალვერდე დატოვეს. კუბო მოყავთ, აშენდა გუნდი.

    7
    გასულია

    3 - 13 ივნისი 2019 21:04

    მადრიდში ზეიმია, აზარს, როგორც მხსნელს ისე ხვდებიან. ბოლოს პანჩურით გააგდებენ, როგორც ჩვევიათ.

    7
    გასულია

    2 - 13 ივნისი 2019 20:58

    ამათ კიდე კუბო და უბედურება უნდათ?!

    10
    გასულია

    1 - 13 ივნისი 2019 20:57

    ბარსას ფერებში კი აცვია ისე.

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა