კლემან ლანგლეს დებიუტი ნაკრებში და საფრანგეთის გამარჯვება [ვიდეო]

  • 12-06-2019, 11:05
  • კლემან ლანგლეს დებიუტი ნაკრებში და საფრანგეთის გამარჯვება [ვიდეო]

    ორჯერ განაცხადში ყოფნის და სკამზე დატოვების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებში კლემან ლანგლეს დებიუტი ანდორაში შედგა. "ბარსელონას" მცველი კურტ ზუმასთან ერთად დაცვის ცენტრში, ძირითად შემადგენლობაში იყო. 

    მატჩში 4 გოლი გავიდა და გასაკვირი არაა, რომ ოთხივე სტუმრებმა გაიტანეს - კილიან მბაპემ, ვისამ ბენ იედერმა, ფლორენ ტოვენმა და ზუმამ. 

    4 ტურის შემდეგ, საფრანგეთი H ჯგუფის პირველ ადგილს თურქეთთან და ისლანდიასთან იყოფს. 


    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 - 12 ივნისი 2019 12:21

    გილოცავ კლემენ დებიუტს იმედია ბევრ იგრას ჩაატარებ ნაკრებში

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა