ხავიერ ტებასი "დუ სოლეისა" და მესის მხარს უჭერს

  • 11-06-2019, 19:19
  • ხავიერ ტებასი "დუ სოლეისა" და მესის მხარს უჭერს

    ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ტვიტერზე სპეციალურ პოსტს აქეყნებს, რომლის მიხედვითაც იგი მხარს უჭერს "დუ სოლეის" ცირკს თავისი პროგრამის განხორციელებაში.

    "ჩვენი კლუბები და ჩვენი ლიგა მხარს უჭერენ "დუ სოლეის" ცირკსა და მესის, რათა წარმოადგინონ ის, რაც გვაერთიანებს. ღირებულებები, რომლებიც შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს. ლა ლიგა სპორტის "დუ სოლეია" - უპირატესობა, ხარისხი, მხატვრული ხედვა, ოჯახი..." - ციტირებს ტებასის სიტყვებს MUNDO DEPORTIVO.

    შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა საცირკო დასმა "დუ სოლეიმ" სპეციალური პროგრამა გააკეთა - მესი10, რომელშიც გადმოცემულია პატარა ბიჭუნას პრობლემებით აღსავსე ცხოვრება. დადგმა ასახავს მესის ცხოვრების გზას და აჩვენებს, რომ არანაირი წარმატება არ მიიღწევა დაცემისა დსა ბრძოლის გარეშე.

    46 მსახიობი 90 წუთის განმავლობაში ეცდება ნათლად დაანახოს მაყურებელს, თუ რას ნიშნავს შეუძლებელი შეძლო და დასახულ მიზანს მიაღწიო. წარმოდგენის პრემიერა 2019 წლის 9 ოქტომბერს შედგება ქალაქ ბარსელონაში.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 12 ივნისი 2019 01:04

    მესი არის ადამიანი პიროვნება <3

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    3 - 11 ივნისი 2019 23:31

    მესი-მისაბაძი ადამიანი!❤✌

    3
    გასულია

    2 - 11 ივნისი 2019 19:46

    Финал Лиги чемпионов 2020 года пройдет в Стамбуле

    ციტატა: ვიტორ ბორბა ფერეირა
    Финал Лиги чемпионов 2020 года пройдет в Стамбуле


    ათათურქის სტადიონზე... სადაც 2005 წელს ჩატარდა ლიგის ფინალი
    მილანი-ლივერპული

    0
    საიტზეა

    1 - 11 ივნისი 2019 19:26

    ისე რა ვერ გავიგე ზოგან იწერება სატრანსფერო ფანჯარა არ გახსნილაო ზოგან იწერება გაიხსნაო რა ხდება ვინმემ იცით?. ან გაიფორმონ ამ სირე.ბმა ვინმე რა უბედურებაა. ან გაყიდონ რამდენი გვყვავს გასაყიდი. მარტო გრიზმანის მოსვლა ვერ გვიშველის ჩვენ ვერაფერს თუ ერთი ვინგერიც არ მოყვა მაგას. დემბელეს იმედზე ვერ ვიქნებით. აი სანე მინდა ძაან რა. სანე გრიზმანი მესი ძაან კაი შეტევა იქნება

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა