"ბარსელონა" მარკუს რაშფორდით ისევ დაინტერესდა

  • 7-06-2019, 13:30
  • "ბარსელონა" მარკუს რაშფორდით ისევ დაინტერესდა

    "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი "ბარსელონას" რადარდზე დაბრუნდა.

    ცნობილია, რომ კატალონიური კლუბი ცენტრფორვარდს ეძებს. Sport-ის ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი "წითელი ეშმაკების" 21 წლის შემტევი მარკუს რაშფორდია.

    "ბარსელონაში" იციან, რომ რაშფორდის ტრანსფერი რთული იქნება, მაგრამ კატალონიელებს 2 რამ აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს: "მანჩესტერ იუნაიტედთან" არსებული კარგი ურთიერთობა და ის ფაქტი, რომ რაშფორდს კლუბთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება.

    მარკუს რაშფორდი "იუნაიტედის" სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში ის 2015 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 170 მატჩში ფეხბურთელმა 45 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, რაშფორდის ანგარიშზე ინგლისის ნაკრებში ჩატარებული 32 თამაში და 7 გოლია.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 7 ივნისი 2019 16:12

    მოწინააღმდეგემ იოვიჩი, აზარი, მენდი იყიდოს და თქვენ იყიდეთ რაშბორდი #დამქცევები

    0
    საიტზეა

    5 - 7 ივნისი 2019 15:15

    ორი რამ არა სამი რამ აძლევს ოპტიმიზმის საშუალებას
    1-კარგი ურთიერთობა (საიდან როდის სად დაინახეს არ ვიცი ეს ურთიერთობა)
    2-ერთი წლის შემდეგ უმთავრდება კონტრაქტი და ჯერ ჯერობით არ ახანგრძლივებს
    3-მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა

    გრიზმანის და ამის ერთად მოყვანა გამორიცხულია გრიზმანზე ნაკლებად არ მოგვყიდიან
    პლიუს დელიჰტი ....უფასოებს დავანებოდ თავი იქ ფელიპე ლუისი ასე შემდეგ რომლიც უნდა მოიყვანონ აუცილებლად .და ამ უფასოს ფასიანი დელიჰტი გრიზმანი და ფორვარდი უნდა მოყვეს და თუ ეს რაშფორდი იქნება კიარავის ეწყინება .კოუტინიო თუ წავიდა ორ შემტევს იყიდიან ეგენი ხოლო თუ დარჩა გრიზმანი დელიჰტი ფელიპე ლუისი და ან მაქსი გომესი ან სტუანი იქნება ესენი

    2
    გასულია

    4 - 7 ივნისი 2019 14:47

    რა რაშფორდი თქვენი უგემოვნო დედამოვხან მე

    0
    გასულია

    3 - 7 ივნისი 2019 14:10

    რა რაშფორდი მოაშორეთ აქედან გრიზმანი მოიყვანეთ გრიზმანიიი

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა

    2 - 7 ივნისი 2019 14:10

    ძაან მინდა ამის მოსვლა ჩვენთან. ვაფშე კოუტინიოში გავუცვალოთ ორივე გუნდი მოგებული დარჩება. უფასოდ დაკარგვას კოუში გაგვიცვალონ არ ურჩევნიათ?

    6
    საიტზეა

    1 - 7 ივნისი 2019 13:47

    მანჩესტერთან კარგი ურთიერთობა? ვინმე მოუყიდიათ? მილიონი შემოთავაზება დაგვიბლოკეს, სამაგიეროდ რეალს ამარაგებდნენ, ბექემი, ნისტელროი, რონალდო და რავი რომელი ერთი. არაა მანჩესტერი ჩვენი მეგობარი გუნდი, განსაკუთრებით ლიგების მერე. ამის ყიდვის შანსი ცოტაა მარა კონტრაქტის პონტში მაინც არის, თან ლიგაზე არ არიან და ეგეცაა მარა მეეჭვება ინგლისის დატოვება უნდოდეს. ძალიან იშვიათობაა ინგლისელი სადმე წავიდეს ქვეყნის გარეთ. გამოგვიყენებს, გადმოვდივარო იტყვის და მანჩესტერს აიძUლებს უდიდესი ხელფასის გადახდას. და გრიზმანს ჩაგვიტარებს. ახალგაზრდაცაა და ნიჭიერიც მარა ბოლომდე ვერაა ხოდზე, სანჩო ჯობია ბევრად. და გრიზმანს მიაწვნენ ისევ.

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა