მარკ კუკურელიას ახალი მსურველი ჰყავს

  • 5-06-2019, 23:49
  • მარკ კუკურელიას ახალი მსურველი ჰყავს

    20 წლის მარცხენა მცველი, მარკ კუკურელია, მალე "ბარსელონაში" დაბრუნდება, ამისთვის კი "ბლაუგრანას" 4 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. მან 2018/19 წლების სეზონი იჯარით "ეიბარში" გაატარა და იქ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, ის კატალონიურ გუნდში მაინც არ დარჩება, მის სათამაშო პოზიციაზე არსებული კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად. 

    Marca-ს ინფორმაციით, კუკურელიას დამატება "მილანს", დორტმუნდის და მენხენგლადბახის "ბორუსიას", ასევე "ბენფიკას" სურს, რომელიც ბოლო მსურველია. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი პორტუგალიაში გადასვლის იდეით უკმაყოფილო არ არის. 

    "ბარსელონა" საბოლოო გადაწყვეტილებას 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს, რომელიც ივნისის ბოლოს დასრულდება. 

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 6 ივნისი 2019 12:14

    ამ ბიჭის გაშვება და დაბრუნება იმედია ძვირი არ დაგვიჯდება :D

    0
    გასულია

    2 - 6 ივნისი 2019 02:18

    მაშინ ერთი სვლა შეიძლება...
    4 მილიონად გამოსყიდვა და გრიმალდოს ტრანსფერში ჩართვა
    25/30 მილიონი და კუკურელა ალექს გრიმალდოს ტრანსფერისათვის...

    მგონი სამართლიანია არა?
    ბარსას აღზრდილი ლატერალი,საკმაოდ სწრაფი და შემტევიც... ამ ამპლუისაა და გუნდის სათამაშო სტილი მშობლიურია

    ბენფიკა გრანდია, მშვენიერი სეზონი ჰქონდა, 7/13, მცველის სტატისტიკისათვის გადასარევია
    სტაბილურად თამაშობს და ჩემპიონობაც იზეიმა

    ალბა რომ ბოლს გაუშვებს, შეცვლის, ამის გარდა თასზე,ვალიადოლიდებთან და ლეგანესებტანაც... ზოგჯერ სკამიდან შემოვა და საკმარისი სათამაშო დრო გამოუვა, აღარც ალბა გადაიწვება საბოლოოდ და 2/3 წელში სრულფასოვნად ჩაანაცვლებს

    5
    გასულია

    1 - 5 ივნისი 2019 23:51

    10 მილიონი რო ვიშოვოთ ამის გაყიდვით კარგი იქნება

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი