რა ხდება ნეიმარის ტრანსფერის ირგვლივ?

რა ხდება ნეიმარის ტრანსფერის ირგვლივ?

შეამჩნევდით ალბათ, რომ ბოლო დროს ესპანური პრესა გაურკვევლობაშია, თავიანთი მონაყოლის თავადაც არ სჯერათ.

გადავხედოთ ნეიმარის შესაძლო ტრანსფერის ირგვლივ მიმდინარე სიტუაციას და შევეცადოთ ლოგიკური დასკვნები გამოვიტანოთ.

ესპანურ პრესაში რამდენიმე სახის ინფორმაცია გავრცელდა ბრაზილიელის "კამპ ნოუზე" შესაძლო დაბრუნების შესახებ: ზოგი წერს, რომ "ბარსელონამ" და "პარი სენ-ჟერმენმა" მოლაპარაკებები დაიწყეს, ზოგი კი ცდილობს ბრაზილიელი ვარსკვლავი მადრიდის "რეალს" დაუკავშიროს.

ლოგიკურია, რომ ნეიმარს მართლაც უნდოდეს რომელიმე ევროპულ გიგანტში გადაბარგება, მათ შორის  კი "კამპ ნოუზე" დაბრუნებას განიხილავდეს. მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი პარიზში გადაბარგდა ევროპული ფეხბურთის გულშემატკივარს ნელნელა თავს გვავიწყებს. ფრანგებს ევროასპარეზზე აღსანიშნავი არაფერი გაუკეთებიათ, საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშით კი ნეიმარს დიდების დარბაზში შესვლა უჭირს. ფეხბურთელის ბოლოდროინდელ ინტერვიუებსაც თუ გავიხსენებთ, მან არაერთხელ თქვა, რომ "ბარსელონას" დატოვების გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა და ძველი თანაგუნდელები ენატრება. უკანასკნელ ინტერვიუში კი, როდესაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ნანობს თუ არა კატალონიის დატოვებას, მან კითხვას თავი აარიდა.

რაც შეეხებათ "ბარსელონას" ფეხბურთელებს, მათ ნამდვილად სურთ ნეიმარის კლუბში დაბრუნება, ეს მათი ინტერვიუებიდანაც კარგად ჩანს. ისინი ნებისმიერ შემთხვევაში მიესალმებიან ბრაზილიელის დაბრუნებას, განსაკუთრებით კი მისი საუკეთესო მეგობრები - მესი, სუარესი, პიკე, კოუტინიო, არტური, რაკიტიჩი.

ნეიმარის ტრანსფერს ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის მისი და მამამისის ცუდი ურთიერთობა "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან, გვახსოვს ექსკატალონიელის კლუბიდან წასვლის პერიოდში არსებული სიტუაცია, შემდეგ იყო სასამართლო დავაც, ნეიმარი "ბლაუგრანასგან" თანხის გამოძალვას ცდილობდა.

პრეზიდენტი ბართომეუ ინტერვიუების დროს ნეიმარს ხოტბას ნამდვილად არ ასხამს, ბოლო დროს მან ისიც თქვა, რომ ბრაზილიელს დემბელე სჯობს. ნეიმარის სურვილის შემთხვევაშიც კი დიდია შანსი იმისა, რომ "ბარსელონამ" მისი შეძენა არ მოინდომოს. ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება მათ აზრი შეაცვლევინოს არის "ბარსელონას" ამჯამინდელი მდგომარეობა, კლუბს ახლა ნამდვილად სჭირდება ისეთი დონის ფეხბურთელი, როგორიც ნეიმარია.

რაც შეეხება "პარი სენ-ჟერმენს", ისიც უცნობია, რამდენად დათანხმდებიან პარიზელები ნეიმარის გაყიდვას, ან თუ ასე მოხდება, ისიც საკითხავია რამდენს მოითხოვენ ისინი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

საბოლოო ჯამში რომ შევაფასოთ, ამ მომენტისთვის "კამპ ნოუზე" ნეიმარის შესაძლო დაბრუნება რეალობას მოწყვეტილია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ესპანური ჟურნალი საპირისპიროს გვიმტკიცებს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ტრანსფერის განხორციელება ურთულესი იქნება.

როგორც ზემოთ ვთქვი, პარიზული კლუბის ბოლოდროინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, დიდია შანსი იმისა, რომ ნეიმარმა კლუბი ამ ზაფხულს დატოვოს. მისთვის იბრძოლებს "რეალი", ეს კი წესით "ბარსელონას" არ უნდა მოეწონოს და პრეზიდენტ ბართომეუს, უნდა თუ არ უნდა, ნეიმარის "გათეთრების" თავიდან ასაცილებლად მისი ყიდვისთვის უნდა იბრძოლოს.

არის კიდევ ერთი ფაქტორი: "ბარსელონას" ლიდერები. როგორც ვიცით, მათ სიტყვას კლუბის ხელმძღვანელობისთვის ძალიან დიდი ფასი აქვს, ამიტომ, შესაძლოა, ამანაც შეუწყოს ხელი ბრაზილიელის "კამპ ნოუზე" დაბრუნებას.

მიესალმებოდით ნეიმარის დაბრუნებას?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    nixrikia
    სტუმარი [?]
    #13 30 მაისი 2019 20:44
    2
    Streligi moiyvanon😀😀

    An mane
    [?]
    #12 30 მაისი 2019 19:58
    0
    ციტატა: ვიტორ ბორბა ფერეირა
    Football Espana-ს ინფორმაციით, ნეიმარსა და პარიზულ კლუბს შორის არსებობს შეთანხმება, რომ მოთამაშის სურვილის შემთხვევაში მას 2019 წელს კლუბის დატოვება 220 მილიონ ევროდ შეეძლება.

    Football Espana-ს ინფორმაციით, ნეიმარსა და პარიზულ კლუბს შორის არსებობს შეთანხმება, რომ მოთამაშის სურვილის შემთხვევაში მას 2019 წელს კლუბის დატოვება 220 მილიონ ევროდ შეეძლება.

    და 170 ზე ჩამოდის ფასი 2020 წელს. წელს გრიზი ვიყიდოთ, მომავალ წელს სუარესი წავა და მოვიდეს ნეიმარი. სახელფასო ჭერიც გათავისუფლდება ასე თუ ისე, თან პიკეც თუ წავიდა. და 2020 ში გრიზი მესი ნეის ტრიო გვეყოლება. 2-3 წელი უნდა გაქაჩონ წესით
    ალეx
    სტუმარი [?]
    #11 30 მაისი 2019 19:50
    1
    https://youtu.be/IDVVYL8OQVQ
    რას ფიქრობთ? რეალურია?
    გულშემატკივარი [?]
    #10 30 მაისი 2019 19:23
    2
    Football Espana-ს ინფორმაციით, ნეიმარსა და პარიზულ კლუბს შორის არსებობს შეთანხმება, რომ მოთამაშის სურვილის შემთხვევაში მას 2019 წელს კლუბის დატოვება 220 მილიონ ევროდ შეეძლება.

    Football Espana-ს ინფორმაციით, ნეიმარსა და პარიზულ კლუბს შორის არსებობს შეთანხმება, რომ მოთამაშის სურვილის შემთხვევაში მას 2019 წელს კლუბის დატოვება 220 მილიონ ევროდ შეეძლება.
    Culé [?]
    #9 30 მაისი 2019 19:01
    1
    ციტატა: barca`barca
    მაგრა გამისწორდება ამის დაბრუნება <3 რამხელა ტალანტია ტიპი და პსჟ-ში ჩაკვდა რასაცქვია..კი იტანს გოლებს მარა რავიცი..ესუნდა თამაშობდეს ან ბარსაში ანრეალში რა ძაან დონეა

    კიი მაგრამ ისეთი ტრამვიანი გახდა, ღირს კი ამის დაბრუნება აწი? სკამზე თი იჯდა რა ჯანდაბად გვინდა ეგრე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 30 მაისი 2019 18:03
    1
    მაგრა გამისწორდება ამის დაბრუნება <3 რამხელა ტალანტია ტიპი და პსჟ-ში ჩაკვდა რასაცქვია..კი იტანს გოლებს მარა რავიცი..ესუნდა თამაშობდეს ან ბარსაში ანრეალში რა ძაან დონეა
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 30 მაისი 2019 17:51
    2
    რა უნდა ნორმალურ გუნდს რომ მუდმივად განვითარდეს?,
    1) გ ა ძ ლ ი ე რ ე ბ ა და თან უწყვეტ რეჟიმში მიტო რომ კონკურენცია აიძულებს.
    2) არის თუ არა ნეიმარი გაძლიერება?, ცალსახად - ა რ ი ს!!!.
    ჰო და რეიზაა ბაზარი?, უნდა დავითრიოთ. მან თავისი თავი დაიტანჯა და ისიც ჰყოფნის საწყალს. დროა დავიწყების,პატიების და დიდი მიზნებისთვის ბრძოლის და ნეიმართან ერთად ეს ბევრად უფრო რეალურია. ნახეთ როგორ აქტიურობენ სატრასაფერო ბაზარზე რეალი,ბავარია,იუვენტუსი,სიტი,... ყველა ვისაც აქვს ა მ ბ ი ც ი ა. თუ ჩამორჩები მერე აღზევებას ბევრი დრო სჭირდება. მაგალითად... მილანი,ინტერი, არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი. ამითგან ახლა დარჩა ძველი სახელი.
    -------------------------------------------------------------------------------
    《DiNiTo CuLe 》... ...
    სტუმარი [?]
    #6 30 მაისი 2019 17:14
    3
    არ მესმის იმ ხალხის რომელიც ნეიმარის დაბრუნების მომხრეა:) დაგავიწყდათ რა გააკეთა? სულ რო ლანჩხუთის გურიამ მოუგოს ბარსას ამის დაბრუნება არმინდა:) სხვა კანდიდატურის განხილვის მომხრე ვარ :) ოღონდ ამ მონნეიმარის არა :)
    barcamilan
    სტუმარი [?]
    #5 30 მაისი 2019 16:40
    0
    Неймар Джуниор (27 лет) без ума от ухода из PSG, и, как мы объясняли в течение нескольких месяцев, бразилец без ума от возвращения в Барсу . Вариант « Реал Мадрид» не исключает «канарейки», но пока их интерес к поездке в Барсу не возрастает . Вот почему он сжигает корабли в последние дни, чтобы « Барса» снова захотела вернуться в Камп Ноу .

    Как сообщил доктор медицины , Неймар сожалеет о том, что ушел в PSG, и именно поэтому он неоднократно отправлял это сообщение в Барсу вместе с другим, к которому он был бы рад вернуться. Они знают, что в раздевалке, куда они заходили каждый раз, когда они хотят, и в офисах Камп Ноу, потому что это сообщение было также отправлено руководителям и менеджерам подразделения в Барселоне.

    В этом сезоне MD уже сообщал об этих постоянных предложениях, которые « Барса» восприняла с такой же холодностью, как и профессионализм. То есть, все будет зависеть от того, что решат технические специалисты клуба, хотя и на основании того факта, что это очень сложно, почти невозможно, продать ПСЖ . И если в клубе , клуб Nasser Al - Khelaifi не видел как явный враг в его поисках , чтобы выиграть один раз в Лиге чемпионов .Среди PSG не продает свои трещины, то клуб уже знает , что это такое , чтобы получить негатив Al - Khelaifi и раны левой от ухода бразильца в клубе был большой (спрос на обновление премиум включены), Клуб Azulgrana гарантирует, что сегодня нет ни одного случая.

    И если есть , то это потому, что Неймар, наконец, удается выставить себя на рынок. Тогда будет стоить то, что президент Бартоме буквально сказал в интервью « Каталонии-радио» в октябре прошлого года: «Не то, чтобы президент не хотел игрока, в том, что технические специалисты считают, должен ли игрок вернуться или нет». В раздевалке «Барса» его великими сторонниками являются Месси и Суарес , с которыми он сформировал трезубец атаки мечты, который выиграл чемпионат 2015 года в Берлине

    https://www.mundodeportivo.com/futbol/fc-barcelona/20190530/462568555028/neymar-vuelve-a-ofrecerse.html?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 30 მაისი 2019 16:25
    1
    ციტატა: King arturo
    ციტატა: M10 S9 D11
    კიბატონო აბრუნდეს ოღონდ არა დემბელეს ხარჯზე

    ამის დაბრუნება უპიტავცემულობა იქნებაო არ ამბობდი შენ? გრიზმანზე ლუზერიო და მერე მოვიდეს კაცოო დდდ ცოტა გაუგებარია.

    რა ვქნა ძმაო ამ ვალვერდეს გადამკიდე ლამისაა ფიგუს დაბრუნება ვითხოვო :დდდდ აბა სანეთი ესენი არ ინტერესდებიან თორე ნეიმარზე მეტად სანეს მოსვლა მინდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    King arturo
    სტუმარი [?]
    #3 30 მაისი 2019 16:20
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    კიბატონო აბრუნდეს ოღონდ არა დემბელეს ხარჯზე

    ამის დაბრუნება უპიტავცემულობა იქნებაო არ ამბობდი შენ? გრიზმანზე ლუზერიო და მერე მოვიდეს კაცოო დდდ ცოტა გაუგებარია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 მაისი 2019 16:15
    1
    კიბატონო აბრუნდეს ოღონდ არა დემბელეს ხარჯზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 30 მაისი 2019 16:13
    3
    Neta dabrundes