"ბარსელონა" მალკომის შემცვლელს არ იყიდის
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 22 წლის ბრაზილიელი შემტევის, მალკომის "ბარსელონადან" წასვლა გადაწყვეტილია.
ვრცელდებოდა ცნობები, რომ მალკომი კატალონიურ კლუბში დარჩებოდა, თუ ერნესტო ვალვერდეს გაუშვებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს მწვრთნელი რჩება და მალკომი მიდის.
ადგილობრივი პრესის ცნობით, "ბარსელონას" სურს ფეხბურთელში, რომელშიც ერთი წლის წინ 41 მილიონი ევრო გადაიხადა, 50-60 მილიონი გამოიმუშაოს.
ასევე ვრცელდება ინფორამცია, რომ "ბლაუგრანა" მალკომის შემცვლელის ყიდვას არ აპირებს. მის დანაკლისს "ბარსა ბ"-დან კარლეს პერესი და აბელ რუისი შეავსებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]