შესაძლო ტრებლიდან მხოლოდ ერთ ტიტულამდე

  • 26-05-2019, 23:26
  • შესაძლო ტრებლიდან მხოლოდ ერთ ტიტულამდე

    MUNDO DEPORTIVO საინტერესო სტატიას ავრცელებს, რომელშიც ახსნილია ის 5 ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც "ბარსელონამ" ტრებლი ვერ მოიპოვა.

    1. მეტი "მესიდამოკიდებულება", ვიდრე ოდესმე

    "ბარსელონა" ლა ლიგის ჩემპიონი გახდა, ლიონელ მესიმ კი "პიჩიჩისა" და "ოქროს ბუცის" ტიტულები მოიპოვა. უდავოა, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მას ყოველთვის არ შეუძლია მანქანის მარტო თრევა. სუარესისა და დემბელეს ტრავმების გამო არგენტინელი, ფაქტობრივად, მარტო იყო შეტევაში. მის წინ კი მარსელინიომ უზარმაზარი კედელი აღმართა. თუმცა, მესიმ მაინც შეძლო და "ვალენსიას" კარში ერთი გოლი მაინც გაიტანა.

    2. კოუტინიო, ჩრდილი გასული სეზონისა

    2018 წლის იანვარში გაბრწყინებისა და ექვსი თვის თამაშის შედეგად კოუტინიო "ბარსელონას" საუკეთესო გოლეადორი გახდა მესისა და სუარესის შემდეგ. წლევანდელ სეზონში კი კოუტინიო რადიკალურად განსხვავებულია. შეიძლება ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ ვალვერდე მას განსხვავებულ პოზიციაზე ათამაშებს, რაც ბრაზილიელს არც ისე კარგად გამოსდის, თუმცა კრიტიკას ვერ უძლებს მისი ფიზიკური ფორმა. იგი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, კარგავს ბურთს და ა.შ თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოუტინიომ მასზე დამყარებული იმედები სრულიად გაუცრუა ფანებს. "წითელი" კოუტინიო სრულიად განსხვავებული და პროდუქტიული იყო.

    3. ფლანგების პრობლემა

    2016 წელს დანი ალვესის წასვლის შემდეგ "ბარსელონაში" მარჯვენა ფლანგი კვლავ პრობლემურია. ნელსონ სემედუ სწრაფია, მაგრამ შეტევის დასკვნით ფაზაში გუნდს ისე ვერ ეხმარება, როგორც ალვესი. სერჟი რობერტო კი დაცვაშიც იტანჯება და შეტევაშიც გადამწყვეტ როლს ვერ თამაშობს.

    მარცხენა ფლანგზე ჟორდი ალბა ხელშეუხებელია, ვინაიდან კონკურენტი არ ჰყავს. სეზონის დასაწყისი არაჩვეულებრივი იყო, თუმცა მან აშკარა რეგრესი განიცადა. "ლივერპულის" მიერ გატანილი 4 გოლიდან ესპანელს სამში წვლილი მიუძღვის.

    4. დაცვის პრობლემა გადამწყვეტ მატჩებში

    "ბარსელონასთვის" სეზონი არაჩვეულებრივად დაიწყო, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში შესვლისას პრობლემათა მთელმა რიგმა იჩინა თავი. არც ისე ეფექტური იყო "ბლაუგრანას" დაცვითი ხაზი. ამასე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ "ვალენსიასთან" შეხვედრის პირველ ტაიმში "ღამურების" 2 დარტყმიდან ორივე ზუსტი აღმოჩნდა.

    5. როტაციები საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა

    ერნესტო ვალვერდემ წინა სეზონის შეცდომებიდან ისწავლა და გადაწყვიტა, ფინალის წინ კლუბის ძირითადი ბირთვის დაესვენებინა. თუმცა უშედეგოდ. "ბარსელონას" ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა სეზონის ბოლოს გაუარესდა. "ლივერპულმა" ისინი ამ კუთხით ორივე შეხვედრაში დაჯაბნა. აღსანიშნავია, რომ კლუბში ბევრია 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელებიც, რაც თავისთავად მოქმედებს თამაშზეც.

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    pako25 წევრი [?]

    27 მაისი 2019 16:44

    ციტატა: neo222
    ციტატა: M10 S9 D11
    უბრალოდ ვერ ვხვდები ლივერპულთან და ვალენსიასთან რა დაემართა გუნდს ასეთი სეზონის ფონზე სადაც ყველაფერი იდეალურად გვქონდა ცალი ფეხით მოვიგეთ ლა ლიგა მარტივად გავედით კოპას ფინალში და უდიდესი ნაბიჯი გადავდგით ფინალამდე და გადამწყვეტ მომენტში დავატორმუზეთ ნუ არ ვიცი ეს რისი ბრალია მარა ფაქტია რო მწვრთნელმა ვერ განაწყო გუნდი ფსიქოლოგიურად გადამწყვეტი ეტაპისთვის

    მეც ვფიქრობ რა მთელი სეზონი გუნდი მკვლელი მანქანა იყო, აწყობილ დაწყობილი, რა ჯანდაბა მოხდა ისეთი რო ორ მატჩში ვალენსია. ლივერპული, რადიკალურად მოიშალა ყველა და ყველაფერი, წარმოუდგენელია რა, აუხსნელია, მწვრთნელმა ვერ განაწყო ეგეცაა, და ფეხბურთელებმაც ხელი შეუწყეს რა, როგორ დავიჯერო პიკე მესი ალბა, სუარესი რობერტო ერთად +რაკიტიჩიც მთელი გუნდის ნახევარი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ თითქმის ნანახი აქვთ ყველაფერი გამოცდილება უდიდესი, და ამ დროს ვიღაცა ორიჯი ვიინალდუმი გადაგირბენს, ტიპები სკამს ხეხავდნენ მთელი სეზონი ვაკვირდებოდი ლივერპულის სქუადს, და ეს ხალხი შეუტამაშებელი გუნდთან როგორ დაეწყო ესე მალე, უბრალოდ ბარსას ფეხბურთელებმა ზურგი აქციეს რასაც ქვია მთელ ფანობას, ეს ლივერპულთან მატჩზე ითქმის, ვალენსიასთან ვფიქრობ ბოლომდე იბრძოლეს

    არშემიძლია არ დაგეთანხმო მითუმეტესუკვე მეორე სეზონია ასეთ დროსდა ასეთ სიტუაციაშიერთადგილს უჩვენებენ ყველაგუნდს, ყველაზე საჭირო მომენტამდე ყველას გვგონია რომ ეს ის ბარსელონაა რომელიც ყველას ბურთსდაახევს თავზე, და ასეცააა გამოჩნდა პირველ მატჩში მესის ფაქტორიცდა კიდევ სხვადასხვა ფაქტორებიც, მაგრამ მე2მატჩი სრული საშინელება საცირკო წარმოდგენა იყო იმენა joy joy ფაქტი ფაქტია მე2წელია ასე მურტალად ვვარდებით მაგრამ ბართომეუ ზაფხულშინსქელ სქელ ლიმონებს ისვრის? ეს ფული საიდან მოდის? თუ ლალიგის მოგება ბარესლონას ასეთ მსხვილ მოგებას აძლევს რომ მხოლოდ დემბელე კოუტინიოში ფაჩტი 300 ლიმონი ისროლეს

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    27 მაისი 2019 14:29

    ციტატა: neo222
    უბრალოდ ბარსას ფეხბურთელებმა ზურგი აქციეს რასაც ქვია მთელ ფანობას, ეს ლივერპულთან მატჩზე ითქმის, ვალენსიასთან ვფიქრობ ბოლომდე იბრძოლეს

    ლივეს ყავს მაგიური მწვრთნელი, მეზიზღება კლოპი მარა ფაქტია. კაცს შეუძლია ხიდან ფეხბურთელი გამოჭრას, რომლისგანაც მაქსიმუმს მიიღებს. ვინ იყო 1-2 წლის წინ რობერტსონი (პრემიერ ლიგიდან გავარდა), არნოლდი, ორიჯი (ვოლფსბურგის სკამს ხეხავდა, ვერ გაყიდეს და ამიტო დარჩა ლივეში), ასევე პრემიერ ლიგიდან გავარდნილი ჩაქირი, შალკედან უფასოდ მოსული მატიპი. ტიპებს შემტევ ტრიოში სამივეში ერთად აქვთ გადახდილი იმდენი რამდენიც ჩვენ მარტო კოუტინიოში ბონუსების გარეშე. თან 3 ლიდერიდან 2 აკლდათ და დაგვახიეს ბურთი თავზე. კლოპს შეუძლია ხვალვე წავიდეს მაგალითად ჰოფენჰაიმში და 1-2 წელში ისეთ გუნდს შექმნის რომელიც ვალვერდეს ბარსელონას შამფურზე აიცვამს. გუნდს არ ყავს მამა, როგორიც პუი იყო. აგერ რაც ჩავი წავიდა იმის მერე ლიგა თვალით აღარ გვინახავს. როცა ეგეთი ფიგურა გყავს გუნდში ვერავინ გაგიბედავს თავზე და.მას. მესი არაა ეგეთი ფიგურა. ინი იყო მარა მთლად ეგეთიც ვერაროგორიც ჩავი, რომასთან ინიმაც ვერ გაქაჩა ისეთ ასაკში იყო. ხავის კიდე სხვა ავტორიტეტი და გავლენა ქონდა გუნდზე.

    0
    გასულია
    Sergio5 ფანი [?]

    27 მაისი 2019 11:57

    ეჰ, ამ სეზონმა მეც კი, ვისაც ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ფბზე იმხელა პოსტი დამაწერინა ცხოვრებაში რო არ მითქვამს ამდენი

    0
    გასულია
    neo222 Culé [?]

    27 მაისი 2019 01:25

    ციტატა: M10 S9 D11
    უბრალოდ ვერ ვხვდები ლივერპულთან და ვალენსიასთან რა დაემართა გუნდს ასეთი სეზონის ფონზე სადაც ყველაფერი იდეალურად გვქონდა ცალი ფეხით მოვიგეთ ლა ლიგა მარტივად გავედით კოპას ფინალში და უდიდესი ნაბიჯი გადავდგით ფინალამდე და გადამწყვეტ მომენტში დავატორმუზეთ ნუ არ ვიცი ეს რისი ბრალია მარა ფაქტია რო მწვრთნელმა ვერ განაწყო გუნდი ფსიქოლოგიურად გადამწყვეტი ეტაპისთვის

    მეც ვფიქრობ რა მთელი სეზონი გუნდი მკვლელი მანქანა იყო, აწყობილ დაწყობილი, რა ჯანდაბა მოხდა ისეთი რო ორ მატჩში ვალენსია. ლივერპული, რადიკალურად მოიშალა ყველა და ყველაფერი, წარმოუდგენელია რა, აუხსნელია, მწვრთნელმა ვერ განაწყო ეგეცაა, და ფეხბურთელებმაც ხელი შეუწყეს რა, როგორ დავიჯერო პიკე მესი ალბა, სუარესი რობერტო ერთად +რაკიტიჩიც მთელი გუნდის ნახევარი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ თითქმის ნანახი აქვთ ყველაფერი გამოცდილება უდიდესი, და ამ დროს ვიღაცა ორიჯი ვიინალდუმი გადაგირბენს, ტიპები სკამს ხეხავდნენ მთელი სეზონი ვაკვირდებოდი ლივერპულის სქუადს, და ეს ხალხი შეუტამაშებელი გუნდთან როგორ დაეწყო ესე მალე, უბრალოდ ბარსას ფეხბურთელებმა ზურგი აქციეს რასაც ქვია მთელ ფანობას, ეს ლივერპულთან მატჩზე ითქმის, ვალენსიასთან ვფიქრობ ბოლომდე იბრძოლეს

    6
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    გასულია
    D10S წევრი [?]

    27 მაისი 2019 01:22

    https://www.facebook.com/barcamania.ge/photos/a.2236173246416166/2412215022145320/?type=3&theater

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    27 მაისი 2019 01:11

    უბრალოდ ვერ ვხვდები ლივერპულთან და ვალენსიასთან რა დაემართა გუნდს ასეთი სეზონის ფონზე სადაც ყველაფერი იდეალურად გვქონდა ცალი ფეხით მოვიგეთ ლა ლიგა მარტივად გავედით კოპას ფინალში და უდიდესი ნაბიჯი გადავდგით ფინალამდე და გადამწყვეტ მომენტში დავატორმუზეთ ნუ არ ვიცი ეს რისი ბრალია მარა ფაქტია რო მწვრთნელმა ვერ განაწყო გუნდი ფსიქოლოგიურად გადამწყვეტი ეტაპისთვის

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ♛BaRcElOnA♛ გულშემატკივარი [?]

    27 მაისი 2019 00:25

    Tuunda xelmdzgavnelebas rom gadarchnen gaushvan barem valverde sezonis shua nawilshi gashveba katastrofa iqneba aseve naxevar dacva saertod 0 ia buskeci agar aris is raciyo tan magasac chirdeba vinme arturia da moridebulia mainc araa bolomde gaxsnili burti roca aqvs arafers isets veli misgan iniesta xavisgan gansxvavebit anu kiar vadareb am or genias ubralod eseni ragaca aramqveyniurs shvebodnen burtit da es mag aspeqtshi moridebulia rakitichia da meore valverde tamashis stilit ragaca ugimgamo mokled skamze gaqachavda albat magram dziritadshi nagdad araa misi adgili shetevashi dembele ubralod burtis gamgdebia araferi icis meti verigebs moments tavis tavze suaresia da moberda dacvashi umtitis aryofna daetyo klubs pikec ukve moberda da sxvaragaceebit aris dakavebuli Roberto 0 ia unda gayidon eg bichi semedu ase tu ise mainc kaia nu yovelshemtxvebashi aravinaa magis wesieri shemcvleli visze fiqric girs kimixs aravitar shemtxvevashi gaushvebs baierni nu dziritadshi xalxi isetia visac sakaifo wlebiaq barsashi chanatarebi da motivacia dakarguli aqvt goniat rom vsio agaraa sachiro yovel wels liga dadon aseve valverdes midgoma araaqvs fexburteltan yvelas mesize atamashebs yvela dachagrulia ai ubralod mesi roar iyos es gundi rasizamda ??? Otxeulshi veranairad shevidoda aseti gundi mere ki gadaawyobda da aatamashebsbvalverdes valverde mara ai konkretul situaciashi aravin tvlis valdebulad tavs adges da sheutios mesis garda malkomi chakla skamze arada gushin rakargad itamasha amas rato ver uyurebs xelmdzgvaneloba rashedegi dado aseti am kacma ?

    0
    გასულია
    Pyiol16 წევრი [?]

    26 მაისი 2019 23:56

    ციტატა: Kaka22
    ნაგდიაა. რას ერჩი

    კაკა არ ვიცი ალბად რიალის ფანი ხარ და არ გეგონოს ბარსას დასუსტება რიალისთვის კარგი იყოს და პირიქით მე არანაირად არ მომეწონება რიალი დასუსტდეს ამათ იმხელა კონკურენცია უნდა გაუწიონ ერთმანეთს მოდუნების საშუალება არუნდა მისცენ ვისაც რიალის დასუსტება უხარია ან პირიქით იმათმა ფეხბურთი არ იციან

    1
    გასულია
    Pyiol16 წევრი [?]

    26 მაისი 2019 23:49

    მე მაინც მგონია აკეთებენ ფეხბურთელები ცხვირას გაგდებისთვის რაღაცებს და პირდაპირ ვერ იტყვიან არც ლამაზია და არც პროფესიალიზმს გამოხატავს მე მაინც იმედი მაქვს რო გააგდებენ მაგ ცხვირგასიებულს და თუმაინც დატოვეს ალბათ აჩკარიკას შინაურია და არ ამხელს აბა რავიცი რამიზეზით უნდა დატოვო არ მესმის

    0
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    26 მაისი 2019 23:47

    მთავარი პროგლემა დაცვაში კი არა ნახევარ დაცვაშია და შეტევის მარჯვენა ფლანგე

    2
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი

    პარტნიორები

    Flashscore.ge