მორიენტესი: "ბარსელონა" ფავორიტია, თუმცა "ვალენსია" მენტალურად უფრო ძლიერი

მორიენტესი: "ბარსელონა" ფავორიტია, თუმცა "ვალენსია" მენტალურად უფრო ძლიერი

ფერნანდო მორიენტესმა განაცხადა, რომ "ბარსელონა" კოპა დელ რეის საფინალო შეხვედრის ფავორიტია. "ვალენსიაში" 3-წლიანი თამაშის განმავლობაში მან კოპას თასი 2008 წელს მოიგო. "ხეტაფესთან" შეხვედრა 3:1 დასრულდა, მორიენტესმა კი მესამე გოლი გაიტანა.

"მე მხარს "ვალენსიას" დავუჭერ. ვიმედოვნებ, რომ ისინი გაიმარჯვებენ. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" უპირატესობას ფლობს, "ლოს ჩე" ემოციური კუთხით უკეთეს მდგომარეობაშია, იმედია ისინი ამას გამოიყენებენ. ვფიქრობ, გახსნილი მატჩი იქნება და კლუბებსაც შანსი ექნებათ სახიფათო მომენტები შექმნან. გუნდებს არაჩვეულებრივი შემტევები ჰყავთ, ასევე ძლიერი დაცვის ხაზი. ნაკლებწარმოსადგენია, რომ შეხვედრა დამატებით დროში გადავიდეს." განაცხადა მორიენტესმა.

დანი პარეხო "ვალენსიაში" არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს და მორიენტსს მიაჩნია, რომ იგი საკვანძო როლს ითამაშებს.

"ბურთის ქონი შემთხვევაში, რა საკვირველია, ფეხბურთელები ეცდებიან პარეხო აქტიურად ჩართონ, რათა სახიფათო მომენტები შექმნან.

თუმცა "ბარსელონაც" ეცდება თავისი უპირატესობის, ლიონელ მესის გამოყენებას, მაგრამ "ვალენსიას" დაცვითი სისტემა მაქსიმალურად ეცდება მესის სამოძრაო არეალი შეუზღუდოს." - ციტირებს მორიენტესის სიტყვებს MARCA.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 მაისი 2019 16:26
    0
    შენ ისე რო გეთამაშა ფეხბურთი როგორც ეხლა ლაპარაკობ და ჩაქუჩივით არ გეგქნია ფეხები კარგი იქნებოდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 23 მაისი 2019 12:23
    2
    ვალენსიას კარგი დღე რომ არ ელის ყველა ვხვდენით