საფრანგეთის ნაკრებში კლემან ლანგლეს დებიუტი შედგება

საფრანგეთის ნაკრებში კლემან ლანგლეს დებიუტი შედგება

დღეს, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ეროვნული გუნდის მომდევნო სამი მატჩის განაცხადი დაასახელა. მან "ბარსელონას"  მცველი, კლემან ლანგლეც იხმო, რომელსაც, კლუბში დამაჯერებელი თამაშის მიუხედავად, აქამდე ნაკრებში არ უთამაშია. ის კატალონიური გუნდს სამუელ უმტიტისთან ერთად წარმოადგენს. რაც შეეხება უსმან დემბელეს - მას ტრავმა აქვს და შესაბამისად, გუნდსაც ვერ დაეხმარება. 

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია: 

მეკარეები: ალფონს არეოლა (პსჟ), ბენჟამენ ლაკომტი (მონპელიე), უგო ლორისი (ტოტენჰემი), მაიკ მენანი (ლილი)

მცველები: ლუკა დინი (ევერტონი), ლეო დუბუა (ლიონი), კლემან ლანგლე (ბარსელონა), ფერლან მენდი (ლიონი), ბენჟამენ პავარი (შტუტგარტი), სამუელ უმტიტი (ბარსელონა), რაფაელ ვარანი (რეალი), კურტ ზუმა (ევერტონი). 

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ჩელსი), ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი), ტანგი ნდომბელე (ლიონი), პოლ პოგბა (მან. იუნაიტედი), მუსა სისოკო (ტოტენჰემი)

თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი (სევილია), კინგსლი კომანი (ბაიერნი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ტომა ლემარი (ატლეტიკო), კილიან მბაპე (პსჟ), ფლორენ ტოვენი (მარსელი). 

საფრანგეთი პირველ შეხვედრას 2 ივნისს, ნანტში, ბოლივიასთან გამართავს. ეს მატჩი ამხანაგური იქნება, დანარჩენები კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის - 8 ივნისს თურქეთთან, 11 ივნისს კი ანდორასთან (ორივე სტუმრად). 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #6 22 მაისი 2019 08:48
    2
    პავარის ყიდვა ცუდი არ იქნებოდა რაც შეეხება ლანგლეს წარმატება ის ამას იმსახურებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 მაისი 2019 02:11
    3
    კარგია წარმატებები კლემენს <3
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 21 მაისი 2019 22:14
    8
    ტიპებს რა გუნდი ყავთ... ემატებათ და ემატებათ ვარსკვლავები.
    nikabarca
    სტუმარი [?]
    #3 21 მაისი 2019 21:35
    10
    ტოდიბოც მალე მომხდარიყოს ნაკრებში heart_eyes
    Culé [?]
    #2 21 მაისი 2019 19:54
    11
    წარმატებები ლენგლე🥰🥰🥰
    legend
    სტუმარი [?]
    #1 21 მაისი 2019 19:51
    17
    ვააა მაგარია გამისწორდა ლენგლეს ეკუთვნის ნაკრებში ყოფნა