ბოლო მატჩი ფეხბურთელის რანგში - ჩავი ერნანდესმა კარიერა დაასრულა

ბოლო მატჩი ფეხბურთელის რანგში - ჩავი ერნანდესმა კარიერა დაასრულა

აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში, ირანში, ერთმანეთს "პერსეპოლისი" და "ალ სადი" დაუპირისპირდნენ. სტუმართა რიგებში, ძირითად შემადგენლობაში იყო ჩავი ერნანდესი, რომლისთვისაც ეს მატჩი საფეხბურთო კარიერაში ბოლო გახლდათ. დღეიდან, ესპანელი სრულ კონცენტრაციას ძლიერ მწვრთნელად ჩამოყალიბებაზე მოახდენს და ყატარული კლუბის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. 

ჩავი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველად დიდი ხნის წინ შევიდა. ის "ლა მასიას" აკადემიაში 1991 წელს, 11 წლის ასაკში ჩაირიცხა, პირველ გუნდში დებიუტი კი 1998 წელს ჰქონდა. 

2015 წლამდე, კატალონიელმა ფეხბურთელმა "ბარსელონაში" 767 მატჩი ჩაატარა და გუნდს შემდეგი ტიტულების მოგებაში დაეხმარა: 8 ლა ლიგა, 3 კოპა დელ რეი, ესპანეთის 6 და ევროპის 2 სუპერ თასი, 4 ჩემპიონთა ლიგა და 2 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. ამ პერიოდში, ჩავი UEFA-ს წლის სიმბოლურ გუნდში 5-ჯერ, FIFPro-ს საუკეთესო თერთმეტეულში კი 6-ჯერ მოხვდა. 2010 და 2011 წლებში, ის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატიც იყო. 

ჩავის მოედნის ხედვა განუმეორებელი იყო: ის სივრცეების პოვნას და ზუსტი პასების გაკეთებას თითქმის ყოველთვის ახერხებდა. ანდრეს ინიესტასთან, სერხიო ბუსკეტსთან და ლიონელ მესისთან ერთად, მან ტიკი-ტაკა უმაღლეს დონეზე აიყვანა. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=ZGyYUrTyRbc]

"ბარსელონურ" კარიერაზე არანაკლებ წარმატებული ჩავის სანაკრებო კარიერა (2000-14) იყო: ის ესპანეთის უძლიერესი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო და 2010 წელს მსოფლიოს თასი, 2008 და 2012 წელს კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 

2015-19 წლებში, ერნანდესი "ალ სადის" ღირსებას იცავდა. აქ, მან პირველი ტიტული "ელ ჯაიშთან" ყატარის თასის ფინალში გამარჯვებით მოიპოვა. თამაშის პარალელურად, კატალონიელმა სამწვრთნელო კარიერისთვის მზადება დაიწყო და ლიცენზიაც მოიპოვა, რომლის საშუალებითაც, მას მალე ლა ლიგის გუნდების გაწვრთნა შეეძლება. 

ჩავიმ "ბარსელონას" სათავეში ჩადგომის სურვილი უკვე არაერთხელ გამოთქვა, თუმცა, ის ფიქრობს, რომ ასეთი პასუხისმგებლობისთვის ჯერ მზად არ არის და როგორც მწვრთნელს, საწყისი გამოცდილების მიღება აზიაში ურჩევნია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #13 30 მაისი 2019 23:33
    0
    ლეგენდა
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #12 22 მაისი 2019 09:41
    0
    წარმატება ლეგენდავ
    Culé [?]
    #11 21 მაისი 2019 20:26
    0
    წარმატებები მაესტროოო ეჰჰ შენი რამდენი ფოტო მიდევს ფეისბუქზე ძაან დამწყვიტა გული შენმა წასვლამ მაგრამ იმედი მაქ ბარსელონას დაუბრუნდები მწვრთნელის რანგში რომელიც ძაან დიდიხანს უერთგულებს კლუბს მწვრთნელის რანგშიც ფეხბურთელობის ჟამს როგორიც იყავი <3 და მოაგებინებს ყველა ტიტულებს ასევე დიდი ხნის განმავლობაში გრაციას ელ მაესტროოოო <3
    [?]
    #10 21 მაისი 2019 16:54
    1
    ცხარე ცრემლით დავტირით საიტს. რომელიც გარდაიცვალა
    10გიო10
    სტუმარი [?]
    #9 21 მაისი 2019 16:51
    0
    ციტატა: barcamilan
    ადმინი და მწერლები შვებულებაში არიან სათევზაოდ წავიდნენ
    ხოდა პატივცემულო მეგობრებო ეგ თევზი წამოიღეთ ლუდს აგერ ჩვენ ვითრევთ და ჩავუჯდეთ კოპას ფინალს დ smile

    მასე შენ კაცო რა ვნერვიულობდით სასტავი😂
    barcamilan
    სტუმარი [?]
    #8 21 მაისი 2019 16:38
    3
    ადმინი და მწერლები შვებულებაში არიან სათევზაოდ წავიდნენ
    ხოდა პატივცემულო მეგობრებო ეგ თევზი წამოიღეთ ლუდს აგერ ჩვენ ვითრევთ და ჩავუჯდეთ კოპას ფინალს დ smile
    10გიო10
    სტუმარი [?]
    #7 21 მაისი 2019 16:36
    0
    ციტატა: ozbeta
    მწერლები შვებულებაში გაუშვით?

    შვებულებით არა გაშვებით კი😂😂😐
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 მაისი 2019 15:58
    0
    წარმატებებს გისურვებ მაესტრო სამწვრთნელო კარიერაში <3
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 მაისი 2019 15:14
    1
    მწერლები შვებულებაში გაუშვით?
    Dantesa
    სტუმარი [?]
    #4 21 მაისი 2019 13:55
    1
    დე ლიგტის სასიმამრო ტვინს უბურხავს გინდა თუ არა ბარსაში გადადიო 😄😄
    რას არ წაიკითხავს კაცი

    Источник: де Лигт летом перейдёт в «Барселону» за € 74 млн

    Защитник «Аякса» Матейс де Лигт в летнее трансферное окно перейдёт в «Барселону», сообщает Sky Sports. По информации издания, он не заинтересован в предложениях от английских клубов. Сумма трансфера составит около € 74 млн.

    В нынешнем сезоне на клубном уровне де Лигт принял участие в 55 матчах, забил 7 мячей и отдал 4 результативные передачи. Контракт футболиста с «Аяксом» рассчитан до лета 2021 года. Рыночная трансферная стоимость 19-летнего игрока составляет € 70 млн. В текущем сезоне он стал чемпионом Нидерландов, обладателем Кубка страны, а также дошёл до полуфинала Лиги чемпионов.

    Ранее генеральный директор «Аякса» Эдвин ван дер Сар заявил, что де Лигт продолжит карьеру в одной из двух стран — Англии либо Испании.
    barcamilan
    სტუმარი [?]
    #3 21 მაისი 2019 11:41
    0
    აიაქსმა მატეის დე ლიჰტის შემცვლელი უკვე იპოვა ლისანდრო მარტინესი 21 წლის ის დღეს ამსტერდამში ჩაფრინდა რათა მედ შემოწმება გაიაროს მის ოფიციალურად წარდგენამდე


    https://www.mundodeportivo.com/futbol/20190520/462366293425/lisandro-martinez-vengo-al-ajax-porque-se-que-es-una-escuela-de-futbol.html?utm_source=facebook&utm_medium=social&utm_content=md&fbclid=IwAR3V8yqP1SDh-2p0i41FIaEqLFRprV14DGPp2Up_KUvzOSTzuGQScl_CKz4
    CPU
    Culé [?]
    #2 21 მაისი 2019 11:21
    6
    ჩავი შენი იმედია აქვს ყველას და იმედია ისეთივე დიდი მწვრთნელი იქნები როგორიც ფეხბურთელი იყავი. იმედია დაუბრუნებ ბარსას დომინანტი გუნდის როლს, იმედია ვიხილავთ ისეთ ბარსას რომელიც მოედანზე საკუთარ თამაშს ახვევს ყველას და არა ისე როგორც ახლაა. იმედია გააგრძელებ კრუიფი გვარდიოლას გზას...
    --------------------
    barca
    ķaxibarcelona
    სტუმარი [?]
    #1 21 მაისი 2019 11:03
    4
    მალე მოდი მაესტრო თპრემ დაშალეა შენი გუნდი ლამისაა.