თასის ფინალის მსაჯი ცნობილია

  • 20-05-2019, 15:51
  • თასის ფინალის მსაჯი ცნობილია

    რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის 25 მაისს გასამართ ესპანეთის თასის ფინალში 45 წლის არბიტრი უნდიანო მალიენკო იმსაჯებს.

    მალინეკო "ბარსელონას" შეხვედრაში მონაწილეობას 59-ედ მიიღებს. წინა 58 შემთხვევიდან კატალონიელებმა 35 მოიგეს (60%), 15 ფრედ დაასრულეს (26%) და 8 წააგეს (14%), გაიტანეს 140 და გაუშვეს 65 გოლი. ამ 58 თამაშში მალიენკომ "ბარსას" ფეხბურთელები 128-ჯერ გააფრთხილა და 5-ჯერ მოედნიდან გააძევა.

    "ვალენსიას" მატჩში მალიენკოს 48-ჯერ უმსაჯია. "ღამურებმა" 22 მოიგეს (46%), 9 ფრედ დაასრულეს (19%) და 17 წააგეს (35%), გაიტანეს 81 და გაუშვეს 63 გოლი. მალიენკომ "ვალენსიას" ფეხბურთელები 118-ჯერ გააფრთხილა და მხოლოდ ერთხელ გააძევა.

    უშუალოდ "ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის გამართულ შეხვედრაში მალინეკომ მონაწილეობა 5-ჯერ მიიღო. 3 თამაში "ბლაუგრანამ" მოიგო, ხოლო 2 ფრედ დასრულდა. ამ 5 მატჩში მალიენკომ "ბარსას" სასარგებლოდ 3, ხოლო "ვალენსიას" სასარგებლოდ 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, წითელი ბარათი კი მას არავისთვის უჩვენებია.

    აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მეტი თამაში სწორედ მალინეკოს უმსაჯია, "ვალენსიას" შემთხვევაში კი ის მე-2 ადგილს იკავებს.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 21 მაისი 2019 00:17

    ციტატა: me da barca
    ეს ასრულებს მსაჯობას მგონი, ბოლო მატჩია სავარაუდოდ მალიენკოსთვის.

    კი ამთავრებს, უკვე 45 ხდება და იმიტომ. რეალთან ლა ლიგასი იყო ბოლო და როგორც პენსიაზე გამსვლელს თასზე მსაჯობაც სამახსოვროდ დარჩება.

    ციტატა: Albicelecte
    59 მატჩი?
    ლამის თანაგუნდელი ყოფილა, ყოველ შემთხვევაში მესი/პიკე/ბუსკესთავის მაინც
    smiley smiley

    კი თანაგუნდელები არიან, ზევითაც ხო წერია ადმინისგან: "მალინეკო "ბარსელონას" შეხვედრაში მონაწილეობას 59-ედ მიიღებს".

    0
    გასულია

    5 - 20 მაისი 2019 21:46

    მალენკოო მალენკოო დიდი ხანია რაც ლა ლიგაშია

    0
    გასულია

    4 - 20 მაისი 2019 16:48

    მოიცა ამან რეალი-ბეტისის თამაშის დროს არ დაამთავრა კარიერა? ისე ეს ყველაზე მაგარი მსაჯია ესპანეთში
    ციტატა: MALUMA

    სუარესის და კოუტინიოს წასვლას და დემბელეს და რობერტოს დარჩენას ვინც ემხრობით ფეხბურთს აღარ უყუროთ ბარსას ფანები კი არა მოძულეები ხართ!

    კოუტინიომ და რობერტომ უნდა გაასხან სუარესის წასვლის მომხრე ლიჩნად მე არ ვარ და დემბელე ხელშეუხებელია ბარსას მომავალია შენზე არანაკლები ბარსას გულშემატკივარი ვარ მე და შენზე არანაკლებად მესმის ფეხბურთი

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    3 - 20 მაისი 2019 16:38

    მატეის დელიჰტი ბარსას ფეხბურთელია

    https://www.facebook.com/photo.php?fbid=2332683166797870&set=p.2332683166797870&type=3&theater

    2
    გასულია

    2 - 20 მაისი 2019 16:38

    59 მატჩი?
    ლამის თანაგუნდელი ყოფილა, ყოველ შემთხვევაში მესი/პიკე/ბუსკესთავის მაინც
    smiley smiley

    2
    გასულია

    1 - 20 მაისი 2019 16:26

    ეს ასრულებს მსაჯობას მგონი, ბოლო მატჩია სავარაუდოდ მალიენკოსთვის.

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი