როგორ შეიპარა მიმტანად გადაცმული ჟოან გასპარი სასტუმროში რონალდოსთან კონტრაქტის გასაფორმებლად

  • 17-05-2019, 23:18
  • როგორ შეიპარა მიმტანად გადაცმული ჟოან გასპარი სასტუმროში რონალდოსთან კონტრაქტის გასაფორმებლად

    "ფენომენმა" "ბარსელონას" რიგებში მხოლოდ ერთი წელი გაატარა, მაგრამ ბრაზილიელი თავდამსხმელი რომ აქ საერთოდ მოხვდა, კლუბის ყოფილი პრეზიდენტის იმ დროს კი - აგენტის, ჟოან გასპარის დამსახურებაა. გასპარმა ახლახანს გაიხსენა, რა გზით მოახერხა რონალდოს გაფორმება, როცა ტრანსფერის განხორციელებისთვის დრო პრაქტიკულად აღარ ჰქონდა. 

    "პსვ-სთან შეთანხმებას ჰქონდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ რონალდოს გარკვეულ დრომდე არ გავიფორმებდით, ტრანსფერი უქმდებოდა. დღეები გადიოდა, ფეხბურთელის წარმომადგენლებისგან არაფერი ისმოდა, ბოლოს კი პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მაიამიში გავეშვი, სადაც რონალდო ბრაზილიის ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. 

    იქ ჩავედი, მაგრამ რონალდოს ნახვას ადვილად ვერ მოვახერხებდი. სასტუმროში, სადაც ფეხბურთელები ისვენებდნენ, მკაცრად იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ უცხო არავინ შეეშვათ. თითქოს შანსი არ მქონდა, მაგრამ თავში ერთი იდეა მომივიდა. 

    სასტუმროს ერთ-ერთი მიმტანი გავაჩერე და ტანსაცმლის გაცვლაზე დავიყოლიე. მისი ბაფთა და მოსაცმელი მოვირგე, თანაც კოკა-კოლა ავიღე თავისი დასადებით და ლიფტით იმ სართულზე ავედი, რომელშიც რონალდო უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მცველები დამხვდნენ, მაგრამ მათ ვუთხარი, რომ ფეხბურთელისთვის სასმელი მიმქონდა და გზა პირდაპირ განვაგრძე. 

    რონალდოსთან მოვხვდი და ჩემი ნამდვილი ვინაობა გავანდე. მან თავის აგენტს დაურეკა, ესაუბრა და ბოლოს გადავწყვიტეთ, ყველაფერი იქვე მოგვეგვარებინა. ხელშეკრულება სასტუმროშივე, მის საწოლზე გაფორმდა და ის "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა". 

    ეს 1996 წელს მოხდა. რონალდომ "ბარსა" ერთი სეზონის შემდეგ დატოვა, გასპარი კი 2000 წელს კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. ის ამ პოსტზე 2003 წლამდე მუშაობდა, შემდეგ კი "ბლაუგრანას" სათავეში ჟოან ლაპორტა ჩაუდგა. 


    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    8 - 18 მაისი 2019 11:03

    ფენომენი კი არა მძ.ღნერომენი დაუძახოთ. მაგარი კია მატა რაც ამას უსამართლობა და ცუდი უთქვამს ბარსაზე რავი

    3
    გასულია

    7 - 18 მაისი 2019 08:51

    :Dდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

    0
    გასულია

    6 - 18 მაისი 2019 01:13

    ამის ფანტაზიორი დედა მე :დდდდდდდ

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    5 - 18 მაისი 2019 00:37

    ციტატა: messi ❤❤❤❤
    ეს ალბათ ფრანკოს სპეცსამსახურებში მუშაობდა joy joy ამით რეიტინგი აიმაღლა, მერე პრეზიდენტად მოვიდა და კლუბი დააქცია,სანამ ლაპორტამ არ გააგდო .

    P.S. ინტერს ჯერ ლუის სუარესი მივყიდეთ(კარიერის პიკში მყოფი ერთადერთი ოქროს ბურთის მომგები ესპანელი), მერე ფენომენი და ბოლოს ეტო. როგორ გვაგოიმებდა სულ ეს ბანძი გუნდი ვერ ვხვდები.

    და ჩვენ იბრა შემოგვტენეს
    ბარსას იბრა და იბრა განახვავდება ეხა არ დამიწყოთ

    5
    გასულია

    4 - 17 მაისი 2019 23:45

    https://www.allaboutfcbarcelona.com/2019/05/is-bartomeu-working-against-barcelonas.html?utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+AllAboutFcBarcelona+%28All+About+FC+Barcelona+-+Latest+Barca+News+%7C+Barca+Pics+%7C+Barca+Rumours%29 აი ეს საინტერესო სტატიააა,ეხლა ვნახე ამ საიტზე,აქ საუბარია ბართომეუსზე რომ ის ბარსელონას ამბიციებისა და ფილოსოფიის წინააგმდეგ მოქმედებს და მას ბარსას განადგურება აქვს დაგეგმილი რაში ეჭვიც ნაგდად არ მეპარება,რასაც ვუყურებ ასეა ეს.დაიკიდა გუნდი ბოლომდე,მარტო ფულის კეთებაზეა ტიპი გადასული,მესი მეცოდება ყველაზე მეტად,არ აღირსეს მას წესიერი ფეხბურთელები,მარტო მიათრევსა გუნდს,ვალვერდე კიდევ მეორე მაუირინიო გაეძრო,ვარსკვლავებს და ტალანტებს კლავს და ახმობს სკამზე,ეს რესურსი რაც დღეს ბარსელონას აქვს მიეცი გვარდიოლას და მთელ დედამიწას გადახნავს და დაჟე უცხოპლანატელებსაც გამოიწვევს,მოდით დავეჯახოთ მეც მყავს ერთი თქვენიანიო.ამ ზაფხულს უნდა დაიწყოს კატალონიაში მასობრივი აქციები ბართოს და ვალიკოს წინააღმდეგ,ბარსელონა ამათ ხელში დაიღუპება,და ლაპორტამ უნდა იყოჩაღოს და აიძულოს დანიშნოს ნაადრევი არჩევნები.

    3
    გასულია

    3 - 17 მაისი 2019 23:41

    ლაპორტა იმედია ისევ გახდება პრეზიდენტი

    1
    გასულია

    2 - 17 მაისი 2019 23:32

    Skysporti 4.5 აქ გრიზმანის ტრანსფერს ალბათ გამოისყიდიან და ეგ იქნება,მაგრამ ვალვერდე რომაა მწვრთნელი ეგაა უდიდესი უბედურება და ალბათ არც აქვს დიდად ვინმეს მოსვლას

    3
    გასულია

    1 - 17 მაისი 2019 23:29

    ეს ალბათ ფრანკოს სპეცსამსახურებში მუშაობდა joy joy ამით რეიტინგი აიმაღლა, მერე პრეზიდენტად მოვიდა და კლუბი დააქცია,სანამ ლაპორტამ არ გააგდო .

    P.S. ინტერს ჯერ ლუის სუარესი მივყიდეთ(კარიერის პიკში მყოფი ერთადერთი ოქროს ბურთის მომგები ესპანელი), მერე ფენომენი და ბოლოს ეტო. როგორ გვაგოიმებდა სულ ეს ბანძი გუნდი ვერ ვხვდები.

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა