გულშემატკივრის ემოციური პოსტი ლეო მესის შესახებ

გულშემატკივრის ემოციური პოსტი ლეო მესის შესახებ

არგენტინელი სანტიაგო ალბერიონე იღბლიანი ადამიანია - გუშინ მან ლიონელ მესი შემთხვევით ნახა. ეს ბარსელონას გარეუბანში, კასტელდეფელსში მოხდა, სადაც ლეო ცხოვრობს.

მალევე, სანტიაგომ მესისთან ერთად გადაღებული სურათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ემოციური ტექსტიც დაურთო, რომელსაც Marca ავრცელებს.

"დაუვიწყარი დღე იმ ადამიანისთვის, ვისაც სპორტი უყვარს.

თუ შენ ანტი-მესი ხარ, იმედი მაქვს, ამ პოსტს არ კითხულობ.

დღეს, ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ოცნება ავისრულე - ლიონელ ანდრეს მესის შევხვდი.

გამიმართლა და მასთან ერთად სურათი გადავიღე, სახლში კი საჩუქრით დავბრუნდი, რომელიც ჩემთვის, სპორტთან დაკავშირებული ყველაზე ისტორიული საჩუქარია.

დიდი ხნის ნანატრი მომენტი კასეტელდეფელსში, დაახლოებით დილის 9 საათზე დადგა.

დავინახე, როგორ გადმოკვეთა შორტებში გამოწყობილმა ამ პატარა ბიჭმა ქუჩა და ზუსტად იმ ადგილას მოვიდა, სადაც მე ვიყავი. ჩემი გული წამში 8-ჯერ სცემდა, პირი გამიშრა და უცნაური ხმა გამოვეცი, როდესაც ჩემს თავს ვუთხარი - "რწყილი" მოვიდა, დიახ, ეს მესია!!!!!

შემდეგი, რაც გავაკეთე, მას დიდი მოწიწებით ვთხოვე ჩემთან სურათი გადაეღო. ბოდიში მოვუხადე, რომ მის პირად სივრცეს ვარღვევდი.

გაღიმებული დამთანხმდა და მითხრა, რომ არ მენერვიულა, რადგან ის ამით არ წუხდებოდა.

შემდეგ მან მაისურზე ხელი მომიწერა და მკითხა, კორდობადან ხომ არ ვიყავი. მე კითხვითვე ვუპასუხე - ასეთი აშკარა იყო თუ არა, საიდან ვიყავი.

დიდებული და თავმდაბალი სიცილით მან მითხრა, რომ აშკარა იყო.

შემდეგ მადლობა გადავუხადე და კიდევ ერთხელ მოვუბოდიშე, რაზეც მან ღიმილით მიპასუხა: "ნუ ნერვიულობ, თავს მოუფრთხილდი." შემდეგ გადამეხვია, ხელი ჩამომართვა და სახლში შევიდა.

ეს ყველაფერი დაახლოებით 60 წამს გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის უსასრულოდ გრძელდებოდა.

რა თქმა უნდა, შემდეგ მე მთელი ემოციით ვიტირე. მე ხომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს შევხვდი (დებატების თავიდან ასარიდებლად - ჩემი აზრით საუკეთესოს).

დღეს მე ჩემი ოცნება ავისრულე და სამყაროში უბედნიერესი ადამიანი ვარ.

მიყვარხარ და გმადლობ, რომ არგენტინელი ხარ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მუჰამედი
    სტუმარი [?]
    #14 23 მაისი 2019 01:18
    0
    მესი თქვენი მესიაა. მისი უფრო გრწამთ თუ იესოსი? laughing
    მურმანი
    სტუმარი [?]
    #13 17 მაისი 2019 16:14
    5
    ვინმე ამ ბიჭის ფეისბუკს დამილინკავთ?
    Culé [?]
    #12 17 მაისი 2019 13:52
    8
    წავიკითხე ეგ ფეისბუქზეც და ძაან მაგარი ტიპია ლეოო აი უმდაბლესი ადამიან <3 თავმდაბლობის ეტალნი
    barcamilan
    სტუმარი [?]
    #11 17 მაისი 2019 11:38
    4
    მარკ ოვერმარსის განცხადებით დონი ვანდებეკი არ იყიდება
    barcamilan
    სტუმარი [?]
    #10 17 მაისი 2019 10:47
    1
    https://www.crystalsport.ge/news/15405?fbclid=IwAR3dju5-l6gZmkenDwSG-zvPbqJKOJF7s4wOe8eE-ZdLQ74Krj3hJ4tpAhQ
    Culé [?]
    #9 17 მაისი 2019 08:40
    13
    ყველადროის საუკეთესოოოო
    [?]
    #8 17 მაისი 2019 03:35
    5
    ციტატა: D10S
    კაროჩე 2 წელში წავა ბართომეუ

    ეეხ 2 წელში, ჰა ჰაა 3 ში მესიც წავა და ლაპორტა უშველის გუნდს? ბართოც მაგ პერიოდს დაამთხვევს წასვლას და შესაძლო კრიზისს სხვას გადააბარებს. მერე რო მხსნელად დაბრუნდეს. ამ ლაპორტამ კიდე გააგორევინოს და ეგაა
    barcamilan
    სტუმარი [?]
    #7 17 მაისი 2019 01:43
    0
    ციტატა: D10S
    კაროჩე 2 წელში წავა ბართომეუ პრეზიდენტობიდან სავარაუდოდ მაგ პერიოდამდე დარჩება ვალვერდეც .. მერე უკვე ლაპორტა ან ვინმე კაი ვარიანტი მოვა პრეზიდენტად და მგონია რომ ახალი ერა ახალი ეპოქა ახალი გიგანტი ბარსელონა იქნება ნუ ლაპორტა ყველაზე ძლიერი მოუსყიდავი იქნება რა და პერეს მაგის ეშინია . თაან ლაპორტასთან ერთად ხავიც მოვა , ხავიმ თქვა 2 წელი არ ვაპირებ მოსვლასო კაკრას პიდარასტი ბარტომეუს გამოც და ისედაც კვალიპიკაციის ამაღლების გამოც ,მარა მაინც ბართომეუს გამო ტიპი პერესის ჩმორი მგონია ოღონდ ძალიან ლამაზად და დიდი მაფიიით ისე რო ვაბშე ვერც კი შევიტანთ ეჭვს .. ასე რომ 2 წელში რას ვიზავთ 2 წლის მერე დაიწყება ლაპორტას და ხავის ხელში საოცარი ბარსელონას ისტორია და აშენება სავარაუდოდ გუარდიოლას ბარსაზე უკეთესი შეცდომებზე ნასწავლი და გამოსწორებულით უფრო დიდ კლუბად ჩამოყალიბდება თაან ხავის ინიესტა უეჭველი დაუმშვენებს გვერდს რა კარგი ტრანსფერები სწორი და საჭირო განხორციელდება ლა მასიას აღზევება და აღორძინება რამხელა პროგრესს და წინსვლას აჩრებეს ბართომეუ და ვალვერდე პერესის ძაან ძაან ჩუმად დავალებულს ჩვენ ხო აზე არ ვართ იმენა სადაც დიდი მაყუთია და მაფიაა იქ ყველაფერი ხდება მითუმეტეს სუსტ პიროვნებებთან .

    ქართული ოცნება გაიჩითა ფეხბურთშიც ?
    და მანამდე რა ვქნათ ხოკეის ვუყუროთ თუ რა სად როდის ს?

    ერთში კი გეთანხმები მაგრამ არა ლაპორტა არამედ პიკე მოვა და ხავი ერთად პუიოლი ვალდესი ინიც შეილება და იმ ეპოქის ლომებმა უნდა გვიხსნან ისევ .მერო კატალონიაში ვცხოვრობდე იმ ოთხთვალა ძუკნას ყოველდღე მიტინგს მოვუწყობდი სახლთანაც და ოფისთანაც.ეს იქაური კულეები რატო უთმენენ ამდენს არ მესმის.
    თასის მერე გადაწყდებაო ეხა თასი უმნიშვნელოაო მაშ კუმანს ოფისში რაღა უნდოდა ?
    ხიტრია ეს ძუკნა იტყვის მერე თავად წავიდაო ყველა ბარსასგან ახალ მწვრთნელზე საუბრობს და ახალ ტრანსფერებს გამოაცხობს .არა ტრანსფერებში ცუდი არაა ძაან კაი ტრანსფერები დადო აი ვალვერდე კი ამ ყველაფერს ჩირქს ცხებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 17 მაისი 2019 01:25
    7
    მეც ამეტირებოდა შენს ადგილას <3 იღბლიანია <3
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გულშემატკივარი [?]
    #5 17 მაისი 2019 01:24
    4
    კაროჩე 2 წელში წავა ბართომეუ პრეზიდენტობიდან სავარაუდოდ მაგ პერიოდამდე დარჩება ვალვერდეც .. მერე უკვე ლაპორტა ან ვინმე კაი ვარიანტი მოვა პრეზიდენტად და მგონია რომ ახალი ერა ახალი ეპოქა ახალი გიგანტი ბარსელონა იქნება ნუ ლაპორტა ყველაზე ძლიერი მოუსყიდავი იქნება რა და პერეს მაგის ეშინია . თაან ლაპორტასთან ერთად ხავიც მოვა , ხავიმ თქვა 2 წელი არ ვაპირებ მოსვლასო კაკრას პიდარასტი ბარტომეუს გამოც და ისედაც კვალიპიკაციის ამაღლების გამოც ,მარა მაინც ბართომეუს გამო ტიპი პერესის ჩმორი მგონია ოღონდ ძალიან ლამაზად და დიდი მაფიიით ისე რო ვაბშე ვერც კი შევიტანთ ეჭვს .. ასე რომ 2 წელში რას ვიზავთ 2 წლის მერე დაიწყება ლაპორტას და ხავის ხელში საოცარი ბარსელონას ისტორია და აშენება სავარაუდოდ გუარდიოლას ბარსაზე უკეთესი შეცდომებზე ნასწავლი და გამოსწორებულით უფრო დიდ კლუბად ჩამოყალიბდება თაან ხავის ინიესტა უეჭველი დაუმშვენებს გვერდს რა კარგი ტრანსფერები სწორი და საჭირო განხორციელდება ლა მასიას აღზევება და აღორძინება რამხელა პროგრესს და წინსვლას აჩრებეს ბართომეუ და ვალვერდე პერესის ძაან ძაან ჩუმად დავალებულს ჩვენ ხო აზე არ ვართ იმენა სადაც დიდი მაყუთია და მაფიაა იქ ყველაფერი ხდება მითუმეტეს სუსტ პიროვნებებთან .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 მაისი 2019 01:16
    6
    მე ვუყურე ალავესთან თამაშზე, ვიტორიაში. ბილეთი მესამე რიგში მქონდა და მეორე ტაიმში გამოსვლამდე ჩემს პირდაპირ ხურდებოდა, იქ ერთმა ადგილობრივმა თანამშრომელმა მე მგონი სტადიონის დაცვა იყო, ტვინი შეუჭამა იმდენი ელაპარაკა რო ლეომ გაიხადა და მოსათელი ჟილეტები რო აცვიათ ხოლმე ის მისცა და სელფზეც დათანხმდა.
    Culé [?]
    #3 17 მაისი 2019 01:14
    13
    სწორედ ამის გამო მიყვარს ეს ადამიანი უზომოდ თავმდაბალი პიროვნება ყველაფრის მიუხედავად რომ მაინც ინარჩუნებს ადამიანობას❤️❤️❤️❤️
    Culé [?]
    #2 17 მაისი 2019 01:00
    5
    Geniaa es kaci
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 მაისი 2019 00:52
    7
    ეეეჰ ნეტა მე როდის გამიმართლებს და როდის გადავიღებ მესისთან სურათს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued