მატიას დე ლიხტის მომავალი უახლოეს დღეებში გადაწყდება

მატიას დე ლიხტის მომავალი უახლოეს დღეებში გადაწყდება

იმის მიუხედავად, რომ მატიას დე ლიხტს "ბარსელონას" აქტიურად უკავშირებენ, კატალონიელები ტრანსფერის დასრულებას მაინც ვერ ახერხებენ.

Diario Sport-ის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩემპიონთა ლიგაზე კარგი თამაშის გამო, მისით ბევრი კლუბი დაინტერესდა, რომლებიც უფრო მეტს იხდიან, ვიდრე "ბარსელონა". კატალონიელებისთვის პრობლემას დე ლიხტის აგენტი, მინო რაიოლაც წარმოადგენს. მატიასის ტრანსფერში აქტიურ მონაწილეობას იღებს "ბლაუგრანას" პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ, რომელმაც ფრენკი დე იონგის გაფორმებაში დიდი როლი ითამაშა.

წყაროს ცნობით, დე ლიხტს სურს, რომ ყველაფერი 24 მაისამდე გაირკვეს, რადგან ამ დროს ის ჰოლანდიის ნაკრებს უნდა შეუერთდეს. დიდი ალბათობით, დღეს, 19 წლის ფეხბურთელი "აიაქსის" შემადგენლობაში ბოლო მატჩს ჩაატარებს, რის შედეგაც, 10 დღე დაისვენებს. ამ დროის განმავლობაში, "ბარსელონა" შეეცდება ტრანსფერი საბოლოოდ დაასრულოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 15 მაისი 2019 23:57
    5
    ციტატა: nixrikia
    ეს თუმოვიდა ბარემ პოგბა გრიზმანიც მოიყვანონ და საკმარისი იქნება

    ტერ შტეგენი
    დე ლიხტი პიკე უმტიტი
    დე იონგი
    კიმიხი ალბა
    კოუტინიო
    გრიზმამი დემბელე
    მესსი

    ანუუ რავი რაა... კი ყველას თავისებური ხედვა და სურვილები აქვს მარაა რათ გინდათ ეგეთი გუნდი? რითი განვსხვავდებით მაშინ პსჟ სგან? ესე ყველა თუ დაიტაცეს და გალაქტიკოები ააწყვეს. რავი მე არ მინდა ეგეთი გუნდის გულშემატკივრობა. ან როგორ ადვილად ამბობთ ბარემ ესენიცო. ზოგადად ორ წელიწადში ერთხელ თუ გაკეთდა ეგეთი მეგა ტრანსფერიდან რომელიმე ეს საკმაოდ კარგ ნადირობად უნდა ჩავთვალოთ სატრანსფერო ბაზარზე... მაგრამ ასე ყოველ წელს ვიღაც ახალგაზრდა გამოჩნდება ან უკვე ვარსკვლავები ვიყიდოთ დავყიფოთ ეგრე რა პონტიაა? კიი გუნდი ვეღარ უშვებს აკადეემიიდან კარგ სასტავს...( საკითხავია ეგ კიდე რისი ან ვისი ბრალია) მარაა ამ 150 მილიონიანი ფეხბურთელების ყიდვას არ ჯობია არტურის მსგავსი ტრანსფერები აკეთონ? არ ჯობიაა ნელ ნელა შეკრან გუნდი როგორც ადრე და ყოველ წელს 4-5 ახალი სახე არ იყოს გუნდში. ეგ არაა ბარსელონაა და არც მინდა რომ იყოს. დე ლიხტი მინდა ერთი იმიტო რო ძაან ახალგაზრდაა და ხასიათი აქვს სასწაული. თან თითქოს აიაქსელები ავტომატურად ბარსელონელები არიან და იგივე ლა მასიასთან ვაიგოვებ... დალშე არც გრიზმანი მინდა და პოგბა მითუმეტეს
    ARTHUR MELO 8
    სტუმარი [?]
    #4 15 მაისი 2019 23:55
    0
    მოიყვანეთ დროზე რა
    nixrikia
    სტუმარი [?]
    #3 15 მაისი 2019 22:54
    1
    ეს თუმოვიდა ბარემ პოგბა გრიზმანიც მოიყვანონ და საკმარისი იქნება

    ტერ შტეგენი
    დე ლიხტი პიკე უმტიტი
    დე იონგი
    კიმიხი ალბა
    კოუტინიო
    გრიზმამი დემბელე
    მესსი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 მაისი 2019 22:20
    4
    ეს მინო რაიოლა მიმახრჩობინდა და მეტი არ მინდა არაფერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    GIORGI.cule
    სტუმარი [?]
    #1 15 მაისი 2019 21:54
    11
    დღეს დემბელეს დაბადების დღეა და იქნებ დაწეროთ რაიმე... ვულოცავ მას და კარიერულ წინსვლას ვუსურვებ დაე გაეტანოს 400 გოლი ბარსელონას მაისურით ❤️❤️