ტერ შტეგენი - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო

  • 15-05-2019, 14:00
  • ტერ შტეგენი - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო

    ბოლო ორ სეზონში მარკ ანდრე ტერ შტეგენმა საფეხბურთო სამყაროში უფრო მაღალი სტატუსის დამკვიდრება მოახერხა, ვიდრე უბრალოდ "ბარსელონას" რიგითი მეკარის. მისი შესანიშნავი ფორმა ყველასთვის შესამჩნევია, თუმცა გერმანელი ჯერ კიდევ ცდილობს ნაკრებში მანუელ ნოიერის ადგილის დაკავებას.

    "რეალთან" კოპა დელ რეიზე შეხვედრის წინ, მეკარეს, ბოლო 55 დარტყმიდან 47 ჰქონდა მოგერიებული.

    "სანტიაგო ბერნაბეუზე" კი გერმანელმა კიპერმა ფანებს თავი კიდევ უფრო შეაყვარა. სანამ "ბარსელონა" ანგარიშს გახსნიდა, ტერ შტეგენმა სამი სეივი გააკეთა. მაგრამ სერხიო რეგილონის დარტყმულის აღება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. "რეალის" მარცხენა მცველმა ვარდნაში თავით დაარტყა და ერთი წამით ყველა ფიქრობდა, რომ გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ ტერ შტეგენმა ამ მატჩში გოლი არ გაუშვა.

    Adjarabet.com და ს/კ ბარსელონა შესაძლებლობას გაძლევენ მოიგოთ: მატჩზე დასასწრები ბილეთები, საგზურები, ხელმოწერილი მაისურები და მრავალი სხვა საჩუქარი.

    "რეალმა" ამ თამაშში ბევრი მომენტი შექმნა, თუმცა მარკ-ანდრე გოლის გაშვებას არ აპირებდა. თასზეც და ლა ლიგაშიც, ტერ შტეგენმა "ბერნაბეუ" მშრალი კარით დატოვა.

    სტატისტიკურად, გერმანელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმების გამჩერებელია, მატჩში საშუალოდ 2,6 სეივს აკეთებს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. პირველზე დავიდ დე ხეაა, რომელიც მიმდინარე სეზონში 90 წუთში საშუალოდ 3 სეივს აკეთებს.

    მარკამ ტერ შტეგენს „ხელთათმანებიანი მესი“ უწოდა. მისმა გუნდელმა, სერJი რობერტომ კი გერმანელი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დაასახელა. თვითონ მესიმ კი ხუმრობით თქვა, ფეხითაც ჩემზე უკეთ თამაშობსო.

    რატომღაც, იოახიმ ლიოვის დარწმუნება ტერ შტეგენს მაინც უჭირს. გერმანელი სპეციალისტი მხოლოდ მანუელ ნოიერს ენდობა და განაცხადა, რომ ევრო 2020-ზე მისი ძირითადი მეკარე ისევ ნოიერი იქნება.

    გერმანიის ნაკრები შარშანდელ მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა, ბევრის აზრით, კი ყველაფერი სხვანარიად იქნებოდა, კარში რომ ტერ შტეგენი მდგარიყო.

    ნოიერს "ბაიერნის" ლიგიდან გამოვარდნაშიც მიუძღვის წვლილი, "ლივერპულთან" პირველი გოლი აშკარად მისი ბრალი იყო. ასეთ შეცდომას ფორმაში მყოფი ნოიერი არ უშვებდა ხოლმე.

    გერმანიამ ჰუმელსის, ბოატენგის, მიულერისა და სხვების გამოცვლა დაიწყო, მაგრამ იოახიმ ლიოვი სათანადო შანსს ტერ შტეგენს მაინც არ აძლევს, ჯერ-ჯერობით მაინც.

    Adjarabet.com და ს/კ ბარსელონა შესაძლებლობას გაძლევენ მოიგოთ: მატჩზე დასასწრები ბილეთები, საგზურები, ხელმოწერილი მაისურები და მრავალი სხვა საჩუქარი.


    სარეკლამო მასალა

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 15 მაისი 2019 22:56

    ციტატა: Bola
    საუკეთესოა ამჟამად. ისე აკვირდებით? რაღაც ტენდეციასავითაა რომ ბარსელონას ფეხბურთელებს არ აფასებენ ობიექტურად. როცა რაღაც გამოკითხვები ტარდება სიცილით კვდებიან ამას აქ რა უნდაოო..... იგივე ბუსკეცი იგივე პიკე.. იგივე შტეგენი... იგივე ალბა. ანუ თურმე ბუსკეცი არ არის ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო ჩამშლელი საუკეთესო თუ არაა.... ალბა არ უნდა შევადაროთ მარსელოს...რობერტსონს... ალაბას... ..ესე იყო ალვეშზეც... თურმე რაის ალვეში... ლამამდე ვერ მისუნავდა... კაფუსთან შედარებაზე საუბარიც არ იყოოო ... არადა ლამის წონა ტიტულები აქვს კაცს.

    სხვებზე კიდევ ხო, მაგრა პიკე-ბუსკეცზე სიმართლე გითხრა მთლად ვერ ვხვდები რატომ თვლი, რომ დაუფასებლები არიანო

    0
    გასულია

    5 - 15 მაისი 2019 17:48

    მესსიმ ვრჩEბიო კულებო ბარსაში. ეს ჩEმი სახლიაო. აი ლინკიც ახლახან დაიდო

    https://youtu.be/MaTg-OeXcek

    0
    გასულია

    4 - 15 მაისი 2019 14:44

    საუკეთესოა ამჟამად. ისე აკვირდებით? რაღაც ტენდეციასავითაა რომ ბარსელონას ფეხბურთელებს არ აფასებენ ობიექტურად. როცა რაღაც გამოკითხვები ტარდება სიცილით კვდებიან ამას აქ რა უნდაოო..... იგივე ბუსკეცი იგივე პიკე.. იგივე შტეგენი... იგივე ალბა. ანუ თურმე ბუსკეცი არ არის ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო ჩამშლელი საუკეთესო თუ არაა.... ალბა არ უნდა შევადაროთ მარსელოს...რობერტსონს... ალაბას... ..ესე იყო ალვეშზეც... თურმე რაის ალვეში... ლამამდე ვერ მისუნავდა... კაფუსთან შედარებაზე საუბარიც არ იყოოო ... არადა ლამის წონა ტიტულები აქვს კაცს.

    7
    გასულია

    3 - 15 მაისი 2019 14:20

    საუკეთესოა შტეგო დე ხეას მილიონჯერ მირჩევნია

    10
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    2 - 15 მაისი 2019 14:19

    შტეგო დღეს საუკეთესოა❤❤❤❤ ეს რომ ყოლოდა გვარდის 2012 - ში ჩელსი ვერ გაგვიტანდა.

    P.S. "ბერნაბეუ" რატო? მაგ სტადიონს უკვე "ბერნალეო" ქვია, დავაფასოთ მაგ სტადიონის გმირი!

    8
    გასულია

    1 - 15 მაისი 2019 14:19

    კარგი სტატიაა სააღოლ

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა