აფელაის ინტერვიუ Barça TV–სთან

  • 28-12-2010, 11:08
  • კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელმა ახალწვეულმა იბრაჰიმ აფელაიმ, ინტერვიუ მისცა barca TV–ის. აფელაიმ ისაუბრა მის კლუბში მოსვლაზე და კარგ გრძნობებზე, რაც აქ ჩამოსვლის შემდეგ მიიღო.

     

    თავს როგორ გრძნობდი გუნდში გატარებული პირველი დღის შემდეგ?

    ეს ჩემთვის ძალიან კარგი დღე იყო, ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გრძელი. როდესაც მე სტადიონი ვნახე აღვრთოვანდი, რადგანაც ის ძალიან დიდი და მშვენიერია. რას ნიშნავს იყო "ბარსას" ფეხბურთელი?

    ყველა ფეხბურთელი ოცნებობს აქ თამაშზე და როცა მე ეს შევძელი , ნიშნავს რომ ოცნება ახდა.

    შენი პირველი მოგონებები "ბარსასთან" დაკავშირებით, რას უკავშირდება?

     ფეხბურთელებს, როგორებიცაა რონალდო, რომარიო, კრუიფის გოლი "უემბლიზე" და სხვები, მაგალითად კოკუ ან კლიუვერტი.

    თავს როგორ გრძნობდი, როდესაც პირველად შეიტყვე, რომ შენით "ბარსა" იყო დაინტერესებული?

    მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჩემმა მწვრთნელმა დამირეკა და შემატყობინა ეს. მე მას ვუთხარი, რო მსურდა "ბარსაში" გადასვლა და მოლაპარაკებებიც მალე დასრულდა.

    ოდესმე წარმოგედგინა, რომ "ბარსელონაში" ითამაშებდი?

    როგორც " ბარსას" ფანი, ბავშვობაში უყურებ მათ თამაშებს და წარმოიდგენ, რომ შენც მათ გვერდით თამაშობ, თუმცა როცა იზრდები ხვდები, რომ თუ აქ ხარ, ესეიგი განსაკუთრებული ხარ.

    შენ აქ "პსვ ეინდჰოვენიდან" მოხვედი. შენ იმ კლუბში 17 წლის მიხვედი. როგორ გაგონდება ეს ყველაფერი?

      ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის და თავიდან ძალიან გამიჭირდა. იქ ყველა ჩემზე დიდი, გამოცდილი და ძლიერი იყო.

    როგორ აღწერ "პსვ–ში" გატარებულ 7 წელს? ეს ერთადერთი გუნდია სადაც აქამდე მითამაშია. მეორე გუნდიდან, პირველში გადასვლა ძალიან დიდი ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში.

    ვინ იყო საუკეთესო მწვრნელი, ვისთანაც კი ოდესმე გქონია შეხება?

    ბევრი კარგი მწვრთნელი იყო, თუმცა ჰიდინგს გამოვარჩევდი. სწორედ მან გადაწყვიტა ჩემი პირველ გუნდში გადაყვანა. ჰიდინგმა მასწავლა როგორ უნდა მეცხოვრა, ისე როგორც ნამდვილ პროფესიონალს. ფეხბურთელის ცხოვრება ერთი შეხედვით ადვილი და მშვენიერი ჩანს, თუმცა ძალიან დიდი შრომაა საჭირო.

    რა იფიქრე, როდესაც "რეალთან" მატჩი ნახე?

    მე მაშინ ძალიან მომინდა აქ ყოფნა და თამაში.

    ბევრი ამბობს, რომ ეს საუკეთესო მატჩი იყო. ეთანხმები?

    კი რა თქმა უნდა, მაგრამ მე "ბერნაბეუზე" მოგებულ 2–6–საც გამოვარჩედი. ამ ორივე მატჩში, "ბარსამ" არაამქვეყნიური თამაში აჩვენა.

    როგორ ფიქრობ, კარგად შეეწყობი გუნდს?

    ბევრს ვიმუშავებ და ჩემს საუკეთესო მხარეებს გამოვაჩენ. მე დიდი შრომა დამჭირდება, ამ კლუბში ადგილის მოსაპოვებლად.

    შენ უნივერსალური ფეხბურთელი ხარ. რა არის შენი საყვარელი პოზიცია?

    მე ძალიან ბევრ პოზიციაზე თამაში შემიძლია. მე ნახევარდაცვაში ძალიან ბევრნაირი საქმის გაკეთება მძალუდს. ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული. სად და როდის მათამაშებს მისი ნებაა.

    როგორი იყო პირველი საუბარი გვარდიოლასთან?

    დადებითი. მან მე მიმიღო და თავი კარგად მაგრძნობინა.

    რას ფიქრობ იმასთან დაკავშირებით, რომ შენ მესისთან და ინიესტასთან ერთად მოგიწევს თამაში. ზოგი ადამიანი შენ ინიესტას გადარებს.

    ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან. მე ინიესტას ვერ შევედრები, ის გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელია.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა