11 "ლა მასიელი" - ვალვერდე გვარდიოლას გაუთანაბრდა

11 "ლა მასიელი" - ვალვერდე გვარდიოლას გაუთანაბრდა

ბოლო ორი სეზონის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კატალონიური კლუბის აღსაზრდელებს ენდობა.

ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში, "ხეტაფესთან" გამართული შეხვედრის (2:0) 69-ე წუთზე, ტრავმირებული ფილიპე კოუტინიოს ნაცვლად, ვალვერდემ მოედანზე 19 წლის თავდამსხმელი აბელ რუისი შეუშვა.

რუისი "ლა მასიას" რიგით მე-11 აღზრდილი გახდა, რომელიც ვალვერდემ პირველ გუნდში ათამაშა. იგივე შედეგი ჰქონდა პეპ გვარდიოლას "ბარსელონას" მწვრთნელობის პირველ ორ სეზონშიც.

აბელ რუისამდე ვალვერდესგან შანსი მარკ კუკურელიამ, დავიდ კოსტასმა, ორიოლ ბუსკეტსმა, ხოსე არნაისმა, ხორხე კუენკამ, ალექს კოლიადომ, მუსა ვაგემ, ჩუმიმ, რიკი პუჩმა და ხუან მირანდამ მიიღეს. პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება მათგან, ჯერჯერობით, ვერცერთმა მოახარხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 13 მაისი 2019 10:53
    2
    დიდი პარდონი მარა მუსა ვაგე როდის მერე გახდა ლამასიელი, შარშან არ ვიყიდეთ?
    [?]
    #4 13 მაისი 2019 10:24
    4
    ციტატა: Kaka22
    მესი რო წავა ყველაზე რთული პერიოდი გექნებათ აი მაგ დროს უნდა სწორი მწვრთნელის შერჩევა რო თაობათა ცვლა გადაიტანოთ თორე რაც ჩვენ მოგვივიდა იგივე არ აგცდებათ.

    რეალის ჩავარდნა 1 წელი გაგრძელდა მეტი არ მგონია. ბარსამ იკითხოს.. დღეს ვინც გადმოდის ტოპ კლასის ყველას მესისთან უნდა თამაში და მერე ვინღა მოვა. თან რეალმა უკვე გადაიტანა რა, მოვა აზარი მერე მბაპე და მოიხოდება გუნდი. ბარსა კიდე 3 ჯერ მეტადაა დამოკიდებული მესიზე, ყველაფერი მესია, ფლეიმეიქერი, გარემარბი გამტანი და რავი კიდე. რონალდო კიდე ბოლო დროს მარტო გოლეადორი იყო. და 2 კარგი გამტანი გადაჭრის მაგ პრობლემას. ლეოს შეცვლას კიდე ერთი 4 ტოპ იგროკი უნდა, მერე ვინ გაამართლებს ვინ არა ეგეც ხოა. მწვრთნელი ეხლაა მოსაყვანი რო ახალგაზრდა თაობა წამოიხოდოს და მზად იყოს ლეოს წასვლის დროს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 მაისი 2019 09:23
    7
    "პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება მათგან, ჯერჯერობით, ვერცერთმა მოახარხა"
    ეს ბოლო ფრაზაა მნიშვნელოვანი და ამავე დროს მწარე რეალობა, რაც განასხვავებს ამ ვირთხას გვარდიოლასგან rage imp
    [?]
    #2 13 მაისი 2019 03:27
    13
    romeli ganvitarda? vis daetyo mwvrtnelis xeli?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 მაისი 2019 02:39
    7
    ეგ კი კაია მარა მაგ 11-დან მაქსიმუმ 3 იგროკია ვინც დაწინაურების ღირსია ალენია უკვე დაწინაურდა და დანარჩენი ორი პუჩი და ვაგეა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued