მარკესს ტიაგუში ცვლიან?

მარკესს ტიაგუში ცვლიან?

"ბარსელონას” მექსიკელი მცველი, რაფაელ მარკესი შესაძლოა გახდეს ტურინის "იუვენტუსიდან” პორტუგალიელი ტიაგუს ყიდვის ერთ-ერთი იარაღი.

ცოტა ხნის წინ ტიაგუმ განაცხადა, რომ არ იქნება წინააღმდეგი თავის ძალები მოსინჯოს კატალონიურ კლუბში. როგორც ცნობილია "ბარსელონა” მზად არის "ბებერ სინიორას” პორტუგალიელის სანაცვლოდ გარკვეული თანხა და რაფაელ მარკესი შესთავაზოს.

მექსიკელი უკვე ვეღარ აჩვენებს იმ თამაშს, რომელსაც მისგან მოელიან და სავარაუდოდ მისთვისაც კარგი უნდა იყოს ნავსაყუდელის შეცვლა.

როგორც ცნობილია მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ორივე ფეხბურთელი არის ინფორმირებული და ისინი თანახმა არიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.