რობერტსონის ინტერვიუ "ბარსელონასთან" მატჩის წინ

რობერტსონის ინტერვიუ "ბარსელონასთან" მატჩის წინ

"ლივერპულის" შოტლანდიელმა მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა, "ბარსელონასთან" დღევანდელი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ "კამპ ნოუზე" პირველი შეხვედრა კატალონიელების გამარჯვებით (3:0) დასრულდა. 

"ჩვენ იდეალური ფეხბურთი უნდა წარმოვაჩინოთ და კიდევ, იღბალიც აუცილებლად ჩვენკენ უნდა იყოს. თუ "ბარსელონა" მხოლოდ ერთ გოლს გაგვიტანს, ჩვენთვის ლიგის ფინალის კარი ამ სეზონში მაშინვე დაიხურება. ჩვენ ყოველთვის გვჯერა საკუთარი ძალების, თუმცა 0:3 "ბარსელონასთან" ეს განსხვავებული შემთხვევაა. 

ჩვენ აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით. მგონი, ეს ყველაფერია რისი გაკეთებაც ჩვენ ამ ეტაპზე შეგვიძლია. ყველას კარგად ესმის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ურთულესი ამოცანაა, თუმცა იმედი ჯერ კიდევ ცოცხლობს. 

"ენფილდზე" განსაკუთრებული რამეები ხდება და ჩვენ გვჯერა, რომ ეს საღამო სწორედ მაგიური გამოდგება. ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ცოტა იღბალი არ გვაწყენდა." - განაცხადა, რობერტსონმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 7 მაისი 2019 18:24
    3
    მგონია რომ ლივერპული იგივე ანგარიშით თუ არა 2-0 მაინც წააგებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 მაისი 2019 15:31
    2
    ის ვინც ბარსას ჭირდება ... რობერტიშვილი ...
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    Culé [?]
    #2 7 მაისი 2019 15:26
    5
    დააფსი კლოპს აჩკებზე და დაიძინე!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 მაისი 2019 14:58
    2
    იღბლის რა გითხრა აბა ჯერ-ჯერობით იღბალს ზურგი აქვს ნაქცევი მოკლედ წადით დაიძინეთ რა :დდდდდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued