"ლივერპულთან" მატჩის მთავარი მსაჯი ცნობილია

"ლივერპულთან" მატჩის მთავარი მსაჯი ცნობილია

დღეს ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონასა" და "ლივერპულს" შორის ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის განმეორებით მატჩში გასამართ დაპირისპირებას თურქი არბიტრი ჯიუნეით ჩაქირი განსჯის.

ჩაქირი 42 წლისაა. ის FIFA-ს არბიტრი 2006 წლიდანაა, ხოლო UEFA-ს ელიტურ არბიტრთა სიას 2010 წელს შეუერთდა. ჩემპიონთა ლიგაზე მას 50-ჯერ უმსაჯია.

"ბარსელონას" მატჩში ჩაქირს მონაწილეობა 8-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 4-ჯერ მოიგეს და 4-ჯერ ფრედ ითამაშეს.

პირველი შეხვედრა 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში შედგა, როდესაც "ბარსა" "რუბინს", ყაზანში დაუზავდა, ანგარიშით 1:1. იმ თამაშის ორივე გოლი თერთმეტმეტრიანით გავიდა.

2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის განმეორებით მატჩში, "ჩელსისთან", "ბლაუგრანა" 2:0 იგებდა, მაგრამ თამაში 2:2 დასრულდა და ფინალში ლონდონელები გავიდნენ. ამ დაპირისპირებაში ჩაქირმა მოედნიდან ინგლისელების კაპიტანი ჯონ ტერი გააძევა.

მომდევნო სეზონში, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ბარსამ" "ბენფიკა" სტუმრად 2:0 დაამარცხა. შეხვედრის მიწურულს სერხიო ბუსკეტსმა წითელი ბარათი მიიღო.

2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ბარსელონა" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

მომდევნო სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, კატალონიელებმა "რომა" 6:1 გაანადგურეს.

იმავე სეზონში, 1/16-ფინალის პირველ მატჩში, "ბარსამ" "არსენალი" სტუმრად 2:0 დაამარცხა. კატალონიელებმა ერთი გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანეს.

2018 წელს, ისევ ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში, ისევ ლონდონში, "ბლაუგრანა" "ჩელსის" დაუზავდა, ანგარიშით 1:1.

ბოლო ასეთი შეხვედრა კი მიმდინარე გათამაშების 1/16-ფინალის პირველ მატჩში შედგა, როდესაც "ბარსელონა" "ლიონს" სტუმრად უგოლოდ დაუზავდა.

"ლივერპულის" მატჩში ჩაქირს 2-ჯერ უმსაჯია, ორივეჯერ "ენფილდზე" და ინგლისელებმა ორივე შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მოიგეს. 2016 წელს, ევროპის ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში, მერსისაიდელებმა "დორტმუნდი" 4:3 დაამარცხეს. მიმდინარე სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, კლოპის გუნდმა "პარი სენ-ჟერმენს" 3:2 სძლია. "ლივერპულმა" ერთი გოლი პენალტით გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 მაისი 2019 01:00
    1
    იმედია თავს არ მაგინებინებ სუდია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi10cou14
    სტუმარი [?]
    #5 5 მაისი 2019 19:36
    0
    ციტატა: Gika
    კარგი მსაჯია მართალია შეცდომები კი ქონდა მაგრამ უშეცდიმა არავინ არ არის თანაც ახლა ვარი დაეხმარება წესიჸ კარგად უნდა იმსაჯოს

    რა მაინტერესებს სალაჰი და ფირმინო იქნებიან თუ არა

    ფირმინიო არა და სალაჰი არ იციან ჯერ მარა მგონი რო თავისი სურვილით და ჟილკით შევა მარა მერე ვერ გაქაჩავს და შეცვლიან
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 5 მაისი 2019 19:08
    3
    რადგან თურქია ცუდს ვერაფერს ვეტყვი სინამდვილესი ჩაქირი მაღალი დონის მეკარეა
    Gika
    სტუმარი [?]
    #3 5 მაისი 2019 19:05
    2
    კარგი მსაჯია მართალია შეცდომები კი ქონდა მაგრამ უშეცდიმა არავინ არ არის თანაც ახლა ვარი დაეხმარება წესიჸ კარგად უნდა იმსაჯოს

    რა მაინტერესებს სალაჰი და ფირმინო იქნებიან თუ არა
    ფანი [?]
    #2 5 მაისი 2019 18:30
    3
    ოფიციალურად სალაჰი და ბობი არიქნება
    gio292329
    სტუმარი [?]
    #1 5 მაისი 2019 18:27
    4
    მომწონს ეს მსაჯი.. აქვს თავისებური წამოფრენები მაგრამ მომწონს