ჩავი სამწვრთნელო კარიერას "ალ სადში" დაიწყებს

ჩავი სამწვრთნელო კარიერას "ალ სადში" დაიწყებს

"ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი მომდევნო სეზონიდან ყატარულ "ალ სადს" გაწვრთნის, რომელშიც ამჟამად თამაშობს, იტყობინება AS-ის ჟურნალისტი, ჩავი მიგელი.

წყაროს ინფორმაციით, 39 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, უკვე გააფორმა აზიურ კლუბთან სამწვრთნელო კონტრაქტი 2020 წლამდე.

ჩავი "ბარსელონადან" "ალ სადში" 2015 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ამ გუნდის მაისურით ესპანელმა 84 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და გააკეთა 28 შედეგიანი გადაცემა. "ბარსელონაში" კი ის 1998 წლიდან თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში მან 769 მატჩი ჩაატარა, რაც კატალონიურ კლუბში სარეკორდო მაჩვენებელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    mari karkalaia
    სტუმარი [?]
    #8 5 მაისი 2019 12:37
    0
    წარმატებები 👌👌⚽⚽💙💙
    ფანი [?]
    #7 4 მაისი 2019 22:58
    1
    ჩაამწნილდა ამ ყატარს რაა
    Culé [?]
    #6 4 მაისი 2019 21:51
    2
    ციტატა: messi and iniesta
    დიდი პატივის მიუხედავად ინიესტა როგორც უკეთესი ფეხბურთელი მგონია რომ უკეთესი მწვრთნელი იქნება

    ჩავის აქვს მეტი სიმკაცრე და დისციპლინა, ასე ჩანს შორიდან, ამიტომ ფიქრობს ყველა, მათ შორის მეც, რომ როგორც მწვრთნელი ძალიან კარგი იქნება
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #5 4 მაისი 2019 21:40
    1
    დიდი პატივის მიუხედავად ინიესტა როგორც უკეთესი ფეხბურთელი მგონია რომ უკეთესი მწვრთნელი იქნება
    professor1984
    სტუმარი [?]
    #4 4 მაისი 2019 21:13
    1
    ციტატა: Bola
    ჩემი აზრით ჩავი ელოდება როდის წავლენ გუნდიდან მისი ძველი თანაგუნდელები. იგივე მესი პიკე ბუსკეცი და დანარჩენები. მგონია რო ურჩევნია ნაკლებად ავტორიტეტულ ფეხბურთელებთან დაიწყოს.. რომ მის სიტყვას ნეტი ფასი ქონდეს. აკეთოს ის რასაც საჭიროდ ჩათვლის. დასვას სკამზე ვინც უნდა და ათამაშოს ისინი ვისაც საჭიროდ ჩათვლის. ამათთან კი ვერ იქნება ბოლომდე მკაცრიი... მათი მეგობრობის და სახელების გამო ჩავი ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ იქნება. ვფიქრობ ჯერ კარგა ხანი არ მოვა ჩავი. ან თუ მოვა მესი იქნება ძველებიდან დარჩენილი.

    კი ზუსტად ეგრეა თან მანამ კვალიფიკაციასაც აიმაღლებს
    Culé [?]
    #3 4 მაისი 2019 21:03
    10
    ჩემი აზრით ჩავი ელოდება როდის წავლენ გუნდიდან მისი ძველი თანაგუნდელები. იგივე მესი პიკე ბუსკეცი და დანარჩენები. მგონია რო ურჩევნია ნაკლებად ავტორიტეტულ ფეხბურთელებთან დაიწყოს.. რომ მის სიტყვას ნეტი ფასი ქონდეს. აკეთოს ის რასაც საჭიროდ ჩათვლის. დასვას სკამზე ვინც უნდა და ათამაშოს ისინი ვისაც საჭიროდ ჩათვლის. ამათთან კი ვერ იქნება ბოლომდე მკაცრიი... მათი მეგობრობის და სახელების გამო ჩავი ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ იქნება. ვფიქრობ ჯერ კარგა ხანი არ მოვა ჩავი. ან თუ მოვა მესი იქნება ძველებიდან დარჩენილი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 მაისი 2019 21:01
    0
    ეეე ჯობდა ბარსა ბ-ში მოსულიყო რა ალ სადი მაესტრო კაი რაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Malazonia
    სტუმარი [?]
    #1 4 მაისი 2019 20:58
    0
    Mesis ramdeni aq natamashebi barcashi