ჟორდი მესტრე: პოგბა მოგვწონს, რაკიტიჩი კი გვიყვარს

ჟორდი მესტრე: პოგბა მოგვწონს, რაკიტიჩი კი გვიყვარს

"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე რამდენიმე საინტერესო საკითხზე საუბრობს.

"დე ლიხტი? არ ვიცი, რატომ ამბობენ, რომ მან ჩვენთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ეს არ მომხდარა. სპორტულ დირექტორთან სეზონის ბოლოს ვისაუბრებთ.

პიკე ნამდვილად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია, თუ არა საუკეთესო. მის გარდა გვყავს ლანგლე, უმტიტი და ძალიან ახალგაზრდა ტოდიბო. ჩვენი მცველები უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან.

რაკიტიჩს ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს. ხელშეკრულება წინა წელს განვაახლეთ. ის დიდებული ფეხბურთლია, გუნდის მნიშვნელოვანი წევრი და ძალიან კარგი პიროვნება. რაკიტიჩზე შეყვარებულები ვართ.

პოგბა ყველას მოსწონს, მაგრამ ყველა, ვინც ჩვენ მოგვწონს, "ბარსელონაში" ვერ ითამაშებს. მე ის მომწონს. მის შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებ, მაგრამ იგივე შეგვიძლია ვთქვათ სალაჰსა და აზარზე. ისინი მსოფლიო დონის მოთმაშეები არიან." - ციტირებს მესტრეს სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    danieli
    სტუმარი [?]
    #5 4 მაისი 2019 22:34
    0
    პოგბას ჩემი აზრით ბარსას სტილის იგროკი არაა.ამიტომ სათაური ამართლებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 მაისი 2019 20:32
    0
    არც ერთია ბარსას შესაფერისი და არც მეორე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 4 მაისი 2019 16:54
    3
    Pogbashi ramogwont blia* mosiarule kvercxia eg argadmovides barselonashi argvchirdebaa mariaji tipebi
    [?]
    #2 4 მაისი 2019 16:47
    4
    არტურთან რაღაც ხდება. ვარჯიშზე დაიგვიანა ან რამე მიქარა თორე ესე უთამაშებლად არ დატოვებდა ვალო და ალენიას მაფივრად მაინც შემოიყვანდა ბოლო 5 წუთს. ტრავმა არ ქონდა და არაფერი. იმედია წესიერად მოქცევას ისწავლის თორე გახმება სკამზე. პროფესიონალიზმი აკლიათ მაგასაც და დემბოსაც. ცოტა მკაცრი მწვრთნელი უნდა გვარდისნაირი და მოვლენ ჭკუაზე
    Culé [?]
    #1 4 მაისი 2019 16:41
    10
    რაკეტა კარიერას აქ დაამთავრებს :)