ნაკლები სათამაშო დრო აპრილის თვეში

ნაკლები სათამაშო დრო აპრილის თვეში

სამწლიანი ლოდინის შემდეგ ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში დაბრუნდა. იგი არაჩვეულებრივ ფორმაშია და პრაქტიკულად მეტოქისთვის შეუჩერებელია. არგენტინელის მნიშვნელობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამის დასამტკიცებლად ლა ლიგის ბოლო თამაშის გახსენებაც კი კმარა. "ლევანტესთან" მატჩი მესიმ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მეორე ტაიმში მოედანზე შემოვიდა და ჩემპიონობის მომტანი გოლიც შეაგდო.

აპრილის თვეში ერნესტო ვალვერდე მესის დასვენებას შეძლებისდაგვარად ცდილობდა. მართალია, იგი "ბლაუგრანას" საკვანძო ფეხბურთელია, თუმცა დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება. არგენტინელი თითქმის 32 წლისაა. ეს ის პერიოდია, როცა რთულია სრული 90 წუთის თამაში, განსაკუთრებით როცა კლუბი სამ ფრონტზე იბრძვის.

პირველი ნაბიჯი მარტის სანაკრებო პაუზიდან ნაადრევი დაბრუნება იყო. მართალია, მესის მიკრო ტრავმა ჰქონდა, თუმცა გარისკვად არ ღირდა და არგენტინელი ბარსელონაში ჩამოვიდა, რათა საკლუბო მატჩებისთვის მომზადებულიყო.

აპრილის თვეში ლიონელ მესის არასდროს ჰქონია ამდენი დასვენება. გასულ სეზონებში ნაკლები სათამაშო დროის მიზეზი ტრავმები იყო. აპრილის თვეში "ბარსელონამ" 8 მატჩი ითამაშა, აქედან ოთხი შეხვედრა მესიმ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ითამაშა 465 წუთი.

მწვრთნელისთვის ყოველთვის რთულია სათადარიგოთა სკამზე დატოვო ფეხბურთელი, რომელისთვისაც წლების განმავლობაში ეს სრულიად უცხო იყო. თუმცა მესისთვის რაღაცები შეიცვალა. ის უკვე აანალიზებს, რომ დასვენებაც აუცილებელია. ეჭვი არავის ეპარება, რომ არგენტინელი "ლივერპულთან" სასტარტო შემადგენლობაში იქნება და შეეცდება თავის გამოჩენას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #14 1 მაისი 2019 20:58
    1
    ციტატა: nikabarca
    ციტატა: Giorgi Chubinidze
    Ratomgac mgonia ro leo van deiks rame boatengurs gauchalichebs😂😂😂😂

    საღოლ 27 მოწონება გაქვს

    29 ukve 😂😂
    I N I E S T A 8
    სტუმარი [?]
    #13 1 მაისი 2019 20:52
    1
    დღეს მესის ბენეფისი იქნება დამიჯერეთ😁შიგ მადრიდულ ბოღმებში უნდა შევარდეს მესიშე და როგორც ანი ბარსა იტყოდა ყველა დროის საუკეთესოიშეეე😆😆3-0ვფიქრობ
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #12 1 მაისი 2019 18:13
    1
    ლივერპულთან უნდა იფრინო ლეო
    nikabarca
    სტუმარი [?]
    #11 1 მაისი 2019 18:06
    0
    ციტატა: Giorgi Chubinidze
    Ratomgac mgonia ro leo van deiks rame boatengurs gauchalichebs😂😂😂😂

    საღოლ 27 მოწონება გაქვს
    Culé [?]
    #10 1 მაისი 2019 16:29
    1
    ლივერპულია თუ ლუზერპული მაგას ვნახავ ამაღამ!!!!!
    [?]
    #9 1 მაისი 2019 15:29
    1
    ციტატა: LM10
    ციტატა: Giorgi Chubinidze
    Ratomgac mgonia ro leo van deiks rame boatengurs gauchalichebs😂😂😂😂

    მეც მგონია ეგ 😂

    lives tamashidan gamomdinare messi van dijktan 1-1 ze ar darcheba. masiurad daicaven tavs da leostan minimum 3 kaci itamashebs. da yvelaze dzagli mcveli robertsonia swrafi da rtuli mosatyuebeli
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 1 მაისი 2019 14:39
    6
    მომავალი სეზონიდან არტური ბუსკეცი დე იონგის ტრიო რო დადგება ცენტრში გაუნახევრდება მესის საქმე და ცენტრში ნაკლებად დაიტვირთავს თავს აბა ახლა რაკიტიჩის ჩასვრილის გამოსწორებაში ხარჯავს ძალებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #7 1 მაისი 2019 13:05
    12
    ციტატა: Giorgi Chubinidze
    Ratomgac mgonia ro leo van deiks rame boatengurs gauchalichebs😂😂😂😂

    მეც მგონია ეგ 😂
    Culé [?]
    #6 1 მაისი 2019 13:02
    7
    ლივე ბაჭია დაისჯება ამ საღამოს:დ:დ:დ
    Culé [?]
    #5 1 მაისი 2019 11:26
    31
    Ratomgac mgonia ro leo van deiks rame boatengurs gauchalichebs😂😂😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 მაისი 2019 11:12
    11
    რა მალე გადის დრო :| გვიბერდება ლომი რომლის წასვლის შემდეგაც ბარცელონას ურთულესი პერიოდი დაუდგება, მხოლოდ ხავის მოსვლა მწვრთნელად თუ გვიშველის
    --------------------
    5:0
    Messi 600
    #20 Cule from 2002
    Culé [?]
    #3 1 მაისი 2019 11:05
    16
    ამხელა დატვირთვისთვის მართლა ცოდოა 32 წლის ადამიანი ❤ ეხლა დეიონგი გაინაწილებს ამის ფუნქციებს და ცოტა მოეშვება
    Basi
    სტუმარი [?]
    #2 1 მაისი 2019 10:57
    12
    liveris midubvlas veli shengan leo
    uechvelii vwer dges shens gols 😘😘
    Culé [?]
    #1 1 მაისი 2019 10:27
    10
    სუარესიც მესის ტოლია და არ იღლება? :დ მაგრამ მესი ბევრად დიდ სამუშაოს ასრულებს