"ბარსელონა" ლუდოვიტ რეისს "ბეტისში" გაანათხოვრებს

  • 25-04-2019, 17:40
  • "ბარსელონა" ლუდოვიტ რეისს "ბეტისში" გაანათხოვრებს

    "ბარსელონა" "გრონინგენის" ახალგაზრდა ნახევარმცველს, ლუდოვიტ რეისს შეიძენს და "ბეტისში" გაანათხოვრებს, იტყობინება Diario Sport.

    წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა. თუმცა, "გრონინგენის" წარმომადგენლები, 18 წლის ფეხბურთელში, უფრო მეტი თანხის გამომუშავებას გეგმავენ, ვიდრე მათ "ბარსელონას" წარმომადგენლები სთავაზობენ.

    რეისმა "გრონინგენის" მაისურით 46 მატჩი ჩაატარა. კატალონიური გუნდის სკაუტები, ჰოლანდიელს უკვე 12 თვეა აკვირდებიან. ისინი, 18 წლის ნახევარმცველის თამაშით მოხიბლულები არიან.

    მოასლოდნელი იყო, რომ რეისის გაფორმების შემდეგ, ის "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში ითამაშებდა, მაგრამ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ, მისი შეძენის შემთხვევაში, ჰოლანდიელი იჯარის წესით "ბეტისში" ითამაშებს.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 25 აპრილი 2019 18:56

    ემერსონიც ეგრე არის ბეტიში და კაია ესეც გაუშვან ერთი 2 სეზონი და მერე დაბრუნდნენ ორივე ერთად <3

    4
    გასულია

    2 - 25 აპრილი 2019 17:52

    კარგი იდეაა ეს ვიყიდოთ, დელიგტი, სუას შემცვლელი და კუკურელია დავაბრუნოთ.

    7
    გასულია

    1 - 25 აპრილი 2019 17:45

    მშვენიერი გადაწყვეტილებაა

    8
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი