ზინედინ ზიდანი: ბოლო წლებში "ბარსა" უკეთ გამოიყურება
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ბოლო წლებში "ბარსელონას" დომინირებას აღიარებს და აცხადებს, რომ მისმა გუნდმა, მომდევნო სეზონიდან, აქცენტი ლა ლიგაზე უნდა გააკეთოს.
"შევეცდებით, ლა ლიგის მომდევნო გათამაშება მაქსიმალურად კარგად დავიწყოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება. შემდეგ სეზონში ჩვენი მთავარი მიზანი ლა ლიგა უნდა იყოს.
ჩვენ ესპანეთის ჩემპიონატი 33-ჯერ გვაქვს მოგებული და რამდენჯერ აქვს "ბარსელონას"? ბოლო წლებში კატალონიელები კარგად გამოიყურებოდნენ. ეს უნდა ვაღიაროთ და მათ მივულოცოთ.
ბოლო წლებში, "ბარსა" ლა ლიგაში უკეთ გამოიყურება. ეს დინამიკა უნდა შევცვალოთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის უმთავრესი ყოველდღიური მუშაობაა. სწორედ ესაა ლა ლიგაში მთავარი. ჩემპიონთა ლიგაზე კი სულ 13 თამაშს ატარებ." - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]