სასამართლომ სანდრო როსელი გაამართლა

სასამართლომ სანდრო როსელი გაამართლა

"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეში გაამართლა.

სანდრო როსელი "ბარსელონას" პრეზიდენტად 2010 წელს აირჩიეს, 2014 წელს კი ის იძულებული იყო გადამდგარიყო. ამის მიზეზი ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე მისთვის წაყენებული ბრალდებები იყო.

მოგვიანებით, სამართალდამცავებმა სანდრო როსელს ბრალი ფულის გათეთრებისა და ბრაზილიაში ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისთვის წაუყენეს. 2 წლის წინ მას საპატიმრო სასჯელი შეეფარდა.

დღეს დილით სასამართლომ დაადგინა, რომ როსელისთვის ბრალის უტყუარად დადასტურებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს და ვინაიდან ყველა ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, სანდრო როსელი გამართლდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 აპრილი 2019 17:06
    2
    ანუ ტყუილად მჯრადა ციხეში მდაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 აპრილი 2019 15:51
    3
    დღეს მთელი დღე ეს კადრები ტრიალებს საინფორმაციოებში ესპანეთში