"გრონინგენის" 18 წლის ფეხბურთელი "ბარსელონაში" გადადის

  • 23-04-2019, 03:42
  • "გრონინგენის" 18 წლის ფეხბურთელი "ბარსელონაში" გადადის

    სანამ ყველა "ბარსელონაში" ფრენკი დე იონგის უკვე შემდგარ და მატიას დე ლიხტის შესაძლო ტრანსფერებზეა გადართული, ამასობაში კატალონიური კლუბი კიდევ ერთ პერსპექტიულ ჰოლანდიელ ფეხბურთელს იმატებს. ამჯერად საუბარი "გრონინგენის" 18 წლის ნახევარმცველზე, ლუდოვიტ რეისზეა.

    FOX Sports-ის ცნობით, რეისი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა. კატალონიელებს მისი შეძენა 4-5 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ეს ინფორმაცია "გრონინგენის" სპორტულმა დირექტორმაც დაადასტურა.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუდოვიტ რეისი "ბარსელონას" პირველ გუნდთან უკეთ ადაპტაციისთვის თავდაპირველად "ბარსელონა ბ"-ში ითამაშებს.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    23 აპრილი 2019 13:17

    მშვენიერია მოიყვანეთ ბარსა ბ-ში

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    23 აპრილი 2019 11:29

    უყურებთ ამისთამაშებს ვინმე? ვიდეოშირაც ვნახე საკმაოდ ტექნიკური 6 ნომერია და საკმაოდ ძლიერი ფეხიცააქვს+ ამას მაღალიპასისკულტურააქვს კარგიბიჭი ჩანს <3

    6
    გასულია

    23 აპრილი 2019 10:14

    ძალიან კარგიი,გვჭირდება ნიჭიერი ფეხბურთელები

    7
    --------------------
    "ბარსელონა" ეს ხომ ფეხბურთის ზეიმია❤

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied