"ოქროს ბუცისთვის" ბრძოლა გრძელდება, მბაპე მესის მიუახლოვდა
საფრანგეთის ჩემპიონატში, "პარის სენ-ჟერმენმა" საკუთარ მოედანზე "მონაკო" დამაჯერებლად დაამარცხა (3:1), პარიზელთა მხრიდან სამივე გოლის ავტორი - კილიან მბაპე გახდა, რომელიც "ოქროს ბუცის" რეიტინგში ლეო მესისთან ერთად აქტიურად იბრძვის.
ლიონელ მესის, რომელმაც ბოლო მატჩში "სოსიედადთან" მხოლოდ საგოლე პასით გამოირჩა, მიმდინარე სეზონში 33 გოლი აქვს გატანილი, ახალგაზრდა მბაპეს კი 30 გოლი დაუგროვდა.
გთავაზობთ განახლებულ რეიტინგს:
- ლიონელ მესი ("ბარსელონა") - 33 გოლი, 66 ქულა
- კილიან მბაპე ("პსჟ") - 30 გოლი, 60 ქულა
- ფაბიო კვალიარელა ("სამპდორია") - 22 გოლი, 44 ქულა
- კარიმ ბენზემა ("რეალი") - 21 გოლი, 42 ქულა
- რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") - 21 გოლი, 42 ქულა
- კრიშტოფ პიონტეკი ("მილანი") - 21 გოლი, 42 ქულა
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]