"ბარსელონა"-"ლივერპული" - ურთიერთშეხვედრების ისტორია
"ბარსელონასა" და "ლივერპულის" ურთიერთშეხვედრებისთვის თვალის გადავლების შემდეგ კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში კატალონიურ კლუბს იოლი თამაშები არ ელის.
"ლივერპული" იმ 15 გუნდს შორის შედის, რომლებთანაც "ბარსას" უარყოფითი ბალანსი აქვს. ჩატარებული 8 თამაშიდან 3 მერსისაიდელებმა მოიგეს, 3 ფრედ დასრულდა, ხოლო ორ შემთხვევაში გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ.
აღსანიშნავია, რომ "კამპ ნოუზე" ჩატარებულ 4 მატჩში "ბარსას" მოგება არ აქვს. 2 შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, ორჯერ კი სტუმრებმა მოიგეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 3 ორრაუნრიანი დაპირისპირებიდან გამარჯვება სამივეჯერ "ლივერპულს" დარჩა.
ამ გუნდების პირველი შეხვედრები 1976 წელს, უეფას თასის 1/2-ფინალში გაიმართა. "კამპ ნოუზე" ჩატარებულ პირველ მატჩში სტუმრებმა 1:0 მოიგეს, განმეორებითი შეხვედრა კი 1:1 დასრულდა და ფინალში "ლივერპული" გავიდა.
2001 წელს, იმავე ტურნირის იმავე ეტაპზე, ბარსელონაში გუნდებმა უგოლოდ ითმაშეს, ლივერპულში კი ინგლისელებმა 1:0 იმარჯვეს.
ერთი წლის შემდეგ, გუნდები ერთმანეთს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდნენ. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში "ბარსამ" მეტოქე სტუმრად 3:1 დაამარცხა, კატალონიაში კი გუნდებმა ისევ უგოლოდ ითამაშეს.
ბოლო კატალონიურ-მერსისაიდული დაპირისპირება 2007 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შედგა. ესპანეთში სტუმრებმა 2:1 იმარჯვეს და მართალია, განმეორებით მატჩში 0:1 წააგეს, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც ისინი გავიდნენ. ამ ორ შეხვედრაშ მონაწილეობა ლეო მესიმ მიიღო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]