ერნესტო ვალვერდე "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის წინ

  • 16-04-2019, 09:27
  • ერნესტო ვალვერდე "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის წინ

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

    "ჩვენ ვიცით, რომ შესანიშნავ გუნდს ვეთამაშებით, შევეცდებით შემდეგ ეტაპზე გავიდეთ."

    "ვფიქრობ, "რომასთან" მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება. გვესმის, რომ რთული თამაში გველის. შემდეგ ეტაპზე გასვლა "მანჩესტერსაც" შეუძლია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი ტურნირს გამოეთიშონ."

    "ვიცით, რაც გააკეთა "მანჩესტერმა" ამ სეზონში. ინგლისელებმა ოთხიდან სამი გასვლითი მატჩი მოიგეს, მათ შორის ბოლო წუთებზეც. ეს უნდა გავითვალისწინოთ. ვფიქრობ, ისინი თავიანთ ყველაზე სახიფათო ფეხბურთელებს გამოიყენებენ."

    არსებობს მოსაზრება, რომ პირველი მატჩის მოგების შემდეგ, "ბარსელონას" პრიორიტეტი დაცვაში თამაში იქნება - "რა თქმა უნდა, შევეცდებით გოლი არ გავუშვათ, ასევე შევეცდებით მეტოქის კარი ავიღოთ. ჩვენი პრიორიტეტი გოლის გატანაა და არა იმაზე ფიქრი, რომ უპირატესობა გვაქვს, ეს აფსურდია."

    "ლიონელ მესი? ის კარგად არის. მართალია, რომ მას პირველ მატჩში შეჯახების შემდეგ, თამაში უჭირდა, მაგრამ ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ის მზადაა."

    "უსმან დემბელე? შესაძლოა მან თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყოს, ასევე შესაძლებელია, რომ ის სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდეს."

    "ნამდვილად მნიშვნელოვანია ვინ დაიწყებს თამაშს ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ვინ შემოვა მოედანზე თამაშის მიმდინარეობისას."

    "იუნაიტედი" მატჩის ბოლო წუთებში განსაკუთრებულად თამაშობს. მათ ბოლო ორ წუთში ევროპის თასი სწორედ "კამპ ნოუზე" მოიგეს." - ციტირებს ერნესტო ვალვერდეს სიტყვებს Marca.

    შეგახსენებთ, რომ შეხვედრა "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    11 - 16 აპრილი 2019 18:18

    "რა თქმა უნდა, შევეცდებით გოლი არ გავუშვათ, ასევე შევეცდებით მეტოქის კარი ავიღოთ. ჩვენი პრიორიტეტი გოლის გატანაა და არა იმაზე ფიქრი, რომ უპირატესობა გვაქვს, ეს აფსურდია."

    ეს ნათქვამი მამშვიდებს მიდი ვალიკო უნდა გადაკუზო სულშერი

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    10 - 16 აპრილი 2019 16:29

    Ise laparakobs arturs daawyebiebs da bolosken vidals shemoushvebs 100%

    0
    საიტზეა

    9 - 16 აპრილი 2019 12:01

    ჩემო მეგობრებო კულეებო როგორც არასდროს ისე გვინდა დღეს ჩვენ ერთად დგომა ერთ მუშტად შეკვრა რომ ეს ერთიანი მუხტი აქედან გავუგზავნოთ ჩვენს ლომებს ..პორტირებული რეალ ვარდრიდ წითელი ეშმაკების წინააღმდეგ....დღეს დასრულდება თქვენი ოცნებები ვარდრიდის პორტირებულო მანიუს ფანებო იმედი ბოლოს კვდებაო ხო ? ხოდა ეს თქვენი ბოლოა

    10
    გასულია

    8 - 16 აპრილი 2019 10:53

    https://www.crystalsport.ge/news/14685?fbclid=IwAR2RZvBygj2J1gFVDHPY0rzR-3qYCDoXN410eHcXowQls95tiMJv7w-c0IQ

    ვინც ვერ ხედავს რაკეტას

    6
    საიტზეა

    7 - 16 აპრილი 2019 10:48

    რატომღაც მეგონა ბარსას თამაში უნივერსალზე იქნებოდა.

    3
    საიტზეა

    6 - 16 აპრილი 2019 10:47

    გაღიმებული ვალვერდე უკვე ბევრ რამეს ნიშნავს :))

    7
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია

    5 - 16 აპრილი 2019 10:44

    მხოლოდ იმის იმედი მაქ, რომ G.O.A.T.- მოტივირებულია და თამაშით აიყოლებს თანაგუნდელებს, წელს მესამე ტრიპლეტი გვინდა, ტრიპლეტის სამჯერ მოგება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია❤❤❤❤❤❤❤❤❤

    7
    გასულია

    4 - 16 აპრილი 2019 09:57

    იმედია დღეს გავღუნავთ მანჩესტერს და გავალთ ნახევარფინალში! შანსი 70-30 გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ! დღეს იუვე გავარდება რეალს მოგებული ჰქონდა მაგრამ ახალგაზრდებმა ჩაულაგეს ბერნალეოში და აქ ბებრები ამ ახალგაზრდებს ვერ გააჩერებენ 5.25 აქვს 2-ანს მე მგონია

    11
    --------------------
    Pretty Boy | Dirty Boy™
    გასულია

    3 - 16 აპრილი 2019 09:41

    ციტატა: miriani-durantii
    amas risi imedi aqvs,aq tu gavida klopo chaaxteba uechveli,am donis klubs eseti treneri ro eyoleba,ise mets arc imsaxurebs mgoni :d

    ტაქტიკურად მოუგებს ვალვერდე კლოპს უეჭველი ვიცი იმიტორო ეს ძაან ჭკვიანი ტაქტიკოსია

    11
    --------------------
    Forca Barca!!!
    საიტზეა

    2 - 16 აპრილი 2019 09:40

    ვალიკო ნუ გეშინია მანიუს გავცდებით ყველა პონტში

    2
    გასულია

    1 - 16 აპრილი 2019 09:38

    amas risi imedi aqvs,aq tu gavida klopo chaaxteba uechveli,am donis klubs eseti treneri ro eyoleba,ise mets arc imsaxurebs mgoni :d

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა