სულშერი ჩემპიონთა ლიგის განრიგით უკმაყოფილოა

  • 14-04-2019, 23:11
  • სულშერი ჩემპიონთა ლიგის განრიგით უკმაყოფილოა

    "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ულე გუნარ სულშერმა, ჩემპიონთა ლიგის კალენდრის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

    "ამას ვერაფრით ვხვდები. ვინმემ უნდა აგვიხსნას, რატომ აქვს ზოგიერთ გუნდს ზედმეტი დღე დასასვენებლად. დაგუგლვა ვცადეთ, მაგრამ პასუხი ვერ ვიპოვეთ. 

    UEFA-მ წესებს აუცილებლად უნდა გადახედოს. როცა პირველი თამაში ოთხშაბათს არის, მეორე მატჩი სამშაბათს ტარდება, სხვა გუნდებისთვის კი პირიქითაა. ეს უსამართლობაა". - განაცხადა ნორვეგიელმა. 

    "იუნაიტედის" და "ბარსას" პირველი დაპირისპირება გასულ ოთხშაბათს გაიმართა (0-1), საპასუხო შეხვედრა კი "კამპ ნოუზე" სამშაბათს შედგება. ანუ, მატჩებს შორის 5 დღეა. ასევეა "აიაქსი"-"იუვენტუსის" შემთხვევაშიც, დანარჩენ გუნდებს კი, რომლებმაც პირველად სამშაბათს ითამაშეს, დასვენებისთვის ხუთის ნაცვლად 7 დღე აქვთ. სწორედ ამას მიიჩნევს დაუშვებლად "მანჩესტერის" დამრიგებელი, ერნესტო ვალვერდეს კი, ჯერჯერობით, პრეტენზია არ გამოუთქვამს. 

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    19 - 15 აპრილი 2019 23:51

    ამას მეც ვაკვირდები უკვე დიდიხანია თუმცა მხოლოდ რეალს ხვდებოდა ხოლმე წილად

    1
    --------------------
    Benzona
    გასულია

    18 - 15 აპრილი 2019 14:48

    ყოჩაღი ოლეგი არ უნდა გავკიცხოთ
    სხვა რამის თქმა უნდოდა და სხვანაირად გამოუვიდა
    ბარსამ და მანიუმ ერთ დღეს ითამაშეს ჩემპიონატში. განსხვავება ის იყო, რომ ბარსამ ლიდერები დაასვენა და ქულას დასჯერდა, შედეგს,რომელიც არ დააქცევდა
    თვითონ უეჭველი მოსაგები ჰქონდა ვესტ ჰემთან, რომ 4-ეულს არ გამომშვიდობებოდა და ამან გააღიზიანა
    შესაძლოა ეს ჟოზეს ბრალიც იყოს, რადგან გუნდი ცუდ პოზიციაში მყოფი ჩაიბარა და თვითონ შედეგს დებს,მაგრამ საკმარისი არაა
    მაგრამ არც ბარსას ბრალია ეს და არც არავისი
    უშუალო კონკურენტებთან, რეალთან 6, ატლესთან 4 ქულა აიღო გუნდმა
    ქულები რომ გაეყოთ, 4 ქულით ნაკლებს დააგროვებდა ამ მომენტისათვის და შესაბამისად, რეალთან სხვაობა 6, ატლესთან კი 3 ქულა იქნებოდა
    ლა ლიგაში ეპლზე ნაკლები კონკურენცია არაა
    ბარსა-რელი-ატლეს გარდა არის სევილია-ვალენსია, რომლებიც ევროთასებს იგებენ
    კიდევ საკმაოდ ძლიერო ბასკური კლუბები, ბეტისი და ა.შ.

    ყოჩაღ ოლეგს წარმატებები ეპლ-ში, მანიუ ნაღდად მირჩევნია ჩელსი-არსენალს, ტოტენჰემის კიდევ მკვდარი და ცოცხალი, დინამო ყავს გამწარებული სხვადასხვა დროს და სულაც ამიტომ sunglasses

    1
    საიტზეა

    17 - 15 აპრილი 2019 12:42

    რა პრეტენზია უნდა გამოთქვა 5 დღეზე როცა ამ თვეში უფრო მეტი 3-4 დღიანი ინტერვალები გვაქვს.

    0
    გასულია

    16 - 15 აპრილი 2019 12:12

    ლეგენდარული ფერგიუსონი რომ ყოფილიყო ამას ნამდვილად ვერავინ გაუბედავდა.სულშერს რაც შეეხება ჯერ მისი მიზანი მინიმუმ გუნდის შენებაა პრიორიტეტული.ჩემპიონთა ლიგას კი დროებით დაემშვიდობოს.

    0
    საიტზეა

    15 - 15 აპრილი 2019 11:03

    პრინციში სწორს ამბობს, მაგრამ ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის.

    0
    გასულია

    14 - 15 აპრილი 2019 10:47

    ისე მართალია ეს ადამიანი..როდესაც ერთმანეთს ფლეი ოფში ხვდებიან გუნდები შიდა ტურნირნირში ერთ დღეს რო მოუწიოთ თამაში კარგი იქნება..

    0
    გასულია

    13 - 15 აპრილი 2019 08:35

    ციტატა: Albicelecte
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: Albicelecte
    ბარსას მეტი ჰქონდა დასვენება? თუ რა ხდება?
    ააა, ბარსამ მეორე გუნდით ითამაშა, ლიდერები დაასვენა და ფეირ-ფლეის დარღვევისთვის დავსაჯოთო?! innocent

    არა მაგაზე არაა თემა. მაგ თემაში ბარსაც ზარალდება ამ ეტაპზე მარა ეგრეა ეგ წესი უკვე წლებია და რას ვიზამთ.თორე საწუწუნო რა აქვს, ტიპმა პირველი შეხვედრის წინ საერთოდ არ ითამაშა, გაუმართლაო ვერ იტყვი გათვალეს ინგლისში და სათასო იგრა დაამთხვიეს რო მანჩესსტერს დაესვენა. აბა ტებასი რამეში შეგოწყობს ხელს თუ რეალი არ ხარ? ისე ვალვერდეს საღოლ, არასდროს წუწუნებს. არც ლუჩო წუწუნებდა. ვისაც სჩვევია ტირილი და მოთქმა კი ვიცით :D

    ჰო, ძალიან რთული გრაფიკია
    გასულ კვირას შეუწყო ხელი ეპლის ხელმძღვანელობამ მანიუს
    ბარსას კიდევ ატლეტიკოსთან ჰქონდა სათამაშო და რეალი რომ ყოფილიყო, ან გადაუტანდნენ ან სულაც რაღაცას მოუხერხებდნენ სხვანაირად (არ ვიცი რას, რასაც უხერხებენ ხოლმე) ერთ ადგილას გადაიხსნებოდნენ და ყველაფერს იკადრებდნენ, რომ რაც შეიძლება შორს გაეთრიათ

    ისე, სასიამოვნო სანახავია ლიგა რეალის გარეშე!

    ლიგაც ლა ლიგაც და კოპაც :D და საერთოდ ფეხბურთიც :D:D:D

    3
    გასულია

    12 - 15 აპრილი 2019 02:32

    4
    გასულია

    11 - 15 აპრილი 2019 01:54

    10 - 15 აპრილი 2019 01:38

    ეგ მართლა რა მაფიაა ვერ დავამუღამე

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    9 - 15 აპრილი 2019 01:36

    პატივისცემას იმსახურებს ეს კაცი იმისთვის რაც მანჩესტერში გააკეთა, ზრდილობიანი და გაწონასწორებულია ყოველთვის. ზოგადად მანჩესტერი დიდად გულზე არ მეხატება, ინგლისში უფრო ლივერპული ქომაგი ვარ, მაგრამ მაინც წარმატებები ოლეგუნას, იმ მასხარა განსაკუთრებულს ნამდვილად ჯობია მანჩესტერისთვის.

    2
    გასულია

    8 - 15 აპრილი 2019 01:16

    ციტატა: Albicelecte
    ბარსას მეტი ჰქონდატამა დასვენება? თუ რა ხდება?
    ააა, ბარსამ მეორე გუნდით ითამაშა,ტს ვ ლიდერები დაასვენა და ფეირ-ფლეის დარღვევისთვის დავსაჯოთო?! innocent

    ოთხშაბათს ვითამაშეთო და სამშაბათს გვიწევსო უფრო ცოტა დღე გამოდის ბარსასაც დასვენება რა შუაშია ეგ ლივერპულმა სამშაბათს ითამაშა და ოთხშაბათს უწევს თამაში განა მანჩესტერის საწინააღმდეგოდაა კალენდარი და ბარსას სასარგებლოდ :D :D :D :D ესე უნდა ახსნა სოლსკაიერ კაცოო

    1
    გასულია

    7 - 15 აპრილი 2019 00:47

    მოგეჭირა სლუშერ

    0
    გასულია

    6 - 15 აპრილი 2019 00:43

    სტატიის წაკითხვა თუ გეზარებათ რატო შემოდიხართ საინტერესოა))) სულ სხვა რამე წერია სტატიაში და რაებს წერენ )))

    2
    გასულია

    5 - 15 აპრილი 2019 00:15

    Ise am.wesis azrs ver chavwvdi 😂😂

    0
    გასულია

    4 - 15 აპრილი 2019 00:00

    ეს წესი მეც დიდი ხანია მაკვირვებს და ვერ ამოვხსენი. მართალია ეს კაცი.

    7
    საიტზეა

    3 - 15 აპრილი 2019 00:00

    მარტალია ეს კაცი

    2
    გასულია

    2 - 14 აპრილი 2019 23:56

    უეჭველი კალენდარი მოისყიდა ბარსამ 😂😂😂😂

    4
    გასულია

    1 - 14 აპრილი 2019 23:36

    ბარსას მეტი ჰქონდა დასვენება? თუ რა ხდება?
    ააა, ბარსამ მეორე გუნდით ითამაშა, ლიდერები დაასვენა და ფეირ-ფლეის დარღვევისთვის დავსაჯოთო?! innocent

    5

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა