"ბარსელონა" 17 წლის იაპონელს უმიზნებს

"ბარსელონა" 17 წლის იაპონელს უმიზნებს

ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი გრანდების ყურადღებას იპყრობს.

17 წლის ტაკეფუსა კუბო, რომელიც ამჟამად "ტოკიოს" შემადგენლობაში ირიცხება და იაპონიის ჩემპიონატის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, მოსალოდნელია, რომ ზაფხულში კლუბს დატოვებს.

კუბოს დებიუტი J1 ლიგაში 15 წლის ასაკში შედგა. ამით ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ამ ტურნირზე უთამაშია.

ტაკეფუსა კუბოს ზედმეტსახელად "იაპონელ მესის" უწოდებენ. მან უკვე დააინტერესა არაერთი ევროპული კლუბი.

გამოცემა Marca-ს თანახმად, "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელები უკვე ჩაებნენ ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში. ინტერესს ასევე გამოთქვამს "პარი სენ ჟერმენი".

აღსანიშნავია, რომ "ბარსამ" კუბო 2011 წელს გაიფორმა, როდესაც ის ჯერ კიდევ 10 წლის იყო. ის "ლა მასიაში" ოთხი წელი თამაშობდა, თუმცა 2015 წელს ფიფას მიერ დაკისრებული სანქციის გამო, იაპონელი სამშობლოში დაბრუნდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    amiko
    სტუმარი [?]
    #6 15 აპრილი 2019 18:32
    0
    და სონი საშუალო დონის იგროკია?
    ციტატა: M10 S9 D11
    კუბო არა კატაფალკა აზიელი და მაგარი იგროკი მე არ გამიგია სონის ნაირი საშუალო დონის იგროკები კიბატონო


    დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ მართლაც საოცარ ფეხბურთელს ბარსაში ვფიქრობ რომ ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებს და მინდა რომ ეს ბარსაში მოხდეს
    ციტატა: Bonzo1979
    ფელიში გვინდააა!!! რამე სიახლე არ არის მის ტრანსფერზე?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 აპრილი 2019 01:29
    2
    კუბო არა კატაფალკა აზიელი და მაგარი იგროკი მე არ გამიგია სონის ნაირი საშუალო დონის იგროკები კიბატონო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #4 14 აპრილი 2019 21:43
    0
    ციტატა: Bonzo1979
    ფელიში გვინდააა!!! რამე სიახლე არ არის მის ტრანსფერზე?

    საჩვენო არაფერი. ხან მანჩესტერიო, იუვენტუსიო, ხან რეალიო. არადა რეალმა ვაფშე არ იცოდა ვინ იყო იოვიჩს აკვიედებოდნენ და უცებ ეს დაინახეს
    nozo777
    სტუმარი [?]
    #3 14 აპრილი 2019 20:57
    1
    am bichze izaxdnen axali mesiaao
    Culé [?]
    #2 14 აპრილი 2019 16:41
    3
    Gadi gadaaashenet aqidan
    Bonzo1979
    სტუმარი [?]
    #1 14 აპრილი 2019 15:58
    7
    ფელიში გვინდააა!!! რამე სიახლე არ არის მის ტრანსფერზე?