ჟერარ პიკე "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის წინ

  • 9-04-2019, 23:59
  • ჟერარ პიკე "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის წინ

    "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართი პირველი მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა.

    "არ გვაინტერესებს რა მოიგო "რეალმა". მათ, გასულ წლებში, ეს ტურნირი რამდენჯერმე მოიგეს. ჩვენ კი სხვა ტიტულებს დავეუფლეთ. მოგებული ტიტულების შედარება კი თქვენი საქმეა. ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ."

    "ზეწოლა? ზეწოლას არ ვგრძნობთ. ზეწოლას მაშინ ვიგრძნობდით, ეს ტურნირი 20 წლის განმავლობაში მოგებული რომ არ გვქონოდა."

    "ამ სეზონის სხვა წლებთან შედარება არ მსურს. კარგ სიტუაციაში ვართ, კარგად ვთამაშობთ და შედეგიც გვაქვს. ვიცით, რამდენად რთულია "ოლდ ტრაფორდზე" თამაში."

    ესპანელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელზეც ისაუბრა: "მანჩესტერში" 17 წლის ასაკში მივედი, ოლე-გუნარ სულშერი კი ჩემთვის ძალიან კარგი თანაგუნდელი იყო. ის მე ადაპტაციის გავლაში დამეხმარა. მიხარია მისი მთავარი მწვრთნელის რანგში ნახვა."

    "ეს კლუბი ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში. გულშემატკივრები აქ შესანიშნავები არიან, იმის მიუხედავად თუ, ვის ეთამაშება "მანჩესტერი".

    "ჩვენ ალბათ შევეცდებით ბურთი გავაკონტროლოთ, ხოლო "მანჩესტერი" კონტრშეტევებზე ითამაშებს, რადგან მათ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. ასევე იქ არიან მაღალი მოთამაშეები, რომლებსაც სტანდარტების დროს უნდა ვუფრთხილდეთ."

    "მსაჯები? ვფიქრობ, პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მსაჯები განსხვავდებიან. ისინი გუნდებს პრემიერ ლიგაში თამაშის გაგრძელების საშუალებას უფრო ხშირად აძლევენ, ვიდრე ევროპაში. ჩემპიონთა ლიგის მსაჯობა ლა ლიგისას ჰგავს." - განაცხადა ჟერარ პიკემ.

    შეგახსენებთ, რომ შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" შორის, ხვალ, 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messi10cou14 გულშემატკივარი

    10 აპრილი 2019 14:53

    ციტატა: vinicius1988
    Au amis saxis naxva minda rashfordi rom daaxvevs tavbrus..😀😀

    როგორც ვინიციუსმა ხო? 😂😂
    უეჭველი უეჭველი😂😂😂

    2
    გასულია

    10 აპრილი 2019 10:55

    ლუკაკუს თავი არ დააჩაგვრინო ბიჭო არ შემარცხვინო

    2
    გასულია

    10 აპრილი 2019 01:46

    მიდი პიკუნია ხვალ გაუვალი კედელი უნდა იყო დაცვაში

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა

    10 აპრილი 2019 00:18

    პიკე შე მხეცო, ხვალ კედელი უნდა იყო

    7
    გასულია

    10 აპრილი 2019 00:04

    Pique world class mcveli xar 😍😍😍

    6

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied