სერხიო ბუსკეტსი: ლიგის 2011 წლის ფინალი გვარდიოლას ეპოქის საუკეთესო თამაში იყო

სერხიო ბუსკეტსი: ლიგის 2011 წლის ფინალი გვარდიოლას ეპოქის საუკეთესო თამაში იყო

"ბარსელონას" ჩამშლელი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს და ჩემპიონთა ლიგის 2011 წლის ფინალს იხსენებს.

2011 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონასა" და "მანჩესტერს" შორის გამართული შეხვედრა კატალონიელთა 3:1 გამარჯვებით დასრულდა. "ბარსას" მხრიდან გოლები პედრო როდრიგესის, ლიონელ მესისა და დავიდ ვილიას ანგარიშზეა, "წითელ ეშმაკებში" კი თავი უეინ რუნიმ გამოიჩინა.

"ეს გვარდიოლას ეპოქის საუკეთესო თამაში იყო. ამ მატჩში ჩვენი უპირატესობა ყველაზე დიდი იყო. ეს იყო სრული დემონსტრირება იმისა, როგორ გვინდოდა თამაში.

"მანჩესტერი" სულშერის ხელმძღვანელობით ბევრად უკეთესია.

მანჩესტერელები მეტოქეს ბურთს არ უთმობენ. მათი მოწინააღმდეგეები, შესაძლოა, უფრო ტექნიკურები იყვნენ, მაგრამ, როგორც პსჟ-სთან ვნახეთ, ისინი კონტრშეტევებზე კარგად თამაშობენ. თუ რაიმე შეცდომას დაუშვებ, გამოიყენებენ.

გუნდები ახლა უკეთ მომზადებულები არიან - ახლა ფიზიკა, ტაქტიკა, ფსიქიკა განსხვავდება, ფეხბურთელებიც განსხვავებულები არიან.

ვფიქრობ, პეპის ეპოქა საუკეთესო იყო, მაგრამ ახლა ფეხბურთი განვითარდა.

ვერ შეადარებ იმას, რას ვაკეთებთ ახლა და რას ვაკეთებდით მაშინ. ადრე 4-3-3 ძალიან მკაფიო იყო, ახლა კი ის ზოგჯერ 4-4-2 სქემას ჰგავს. 4-3-3 მომწონს, მაგრამ ახლანდელ ფეხბურთელებთან ერთად შეგვიძლია ნებისმიერ სისტემას მოვერგოთ." - ბუსკეტსის ამ სიტყვებს The Guardian ციტირებს,

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 9 აპრილი 2019 14:20
    1
    2010-11 წლის ბარსას თამაში იყო ტოტალური ფეხბურთის უმაღლესი მწვერვალის, ტიკი-ტაკას სრული ზეიმი. მასეთ ფეხბურთს ვერასოდეს ვერავინ ვერ ითამაშებს. ერთი უბბრალო მიზეზის გამო გუნდში ერთდროულად უნდა გყავდეს იმ ბარსას 4 ფეხბურთელი. ხავი, ინიესტა, ბუსი და მესი რაც უბრალოდ წარმოუდგენელიაა. ეს ბარსა მენატრება .ძალიან.
    --------------------
    "მე ბედნიერი ვარ რომ ვთამაშობდი ისე როგორც ლეო მესი"
    დიეგო არმანდო მარადონა
    Vengance
    სტუმარი [?]
    #5 9 აპრილი 2019 10:35
    1
    2015 წელს უფრო დამანგრეველი იყო ბარსა ჩემი აზრით. ყველა ქვეყნის ჩემპიონს შეხვდა 1/8 ფინალებიდან მოყოლებული და ყველას პირველივე თამაშში მოუყომარეს. პსჟ გასვლაზე მოუგეს პირველი თამაში მერე იყო სიტისაც მოუგეს 0-2 მერე ბაერნი სახლში 3-0 და ბოლოს იუვეც დააყოლეს. მოკლედ ყველაზე მაგარი სეზონი მაშინ ქონდათ რა ტრიპლეტიც დადეს და რეკორდებიც დაამხეს :)))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 აპრილი 2019 02:54
    4
    2011 წლის ბარსელონა იყო მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 9 აპრილი 2019 00:51
    1
    იგივე უნდა გაუკეთოთ ოთხშაბათსაც ლომებო
    [?]
    #2 8 აპრილი 2019 22:55
    5
    პედრო უკლასნესი იყო მარა ჩვენთვის იყო კარგი, გვარდის ფილოსოფიის ნაწილი იყო. სხვა ნებისმიერ გუნდში ჩვეულებრივი ფეხბურთელი იქნებოდა და არის კიდეც. თუმცა ბევრი რამე აქვს გაკეთებული. სერხი რობერტოს პონტია, ჩვენთვის კარგია, ბევრი სიხარული მოგვიტანა მარა ტოპ კლასი არაა. ის თამაში კიდე მართლა სუპერ იგრა იყო, ინიესტას ძრომიალს რა დამავიწყებს, მესი რო ნანის და ევრას ეღადავებოდა, აქეთ ვილიას სუპერ დარტყმა. აი ვილია კი ნამდვილად იყო ტოპ კლასი, ცოტა ადრე გადმოსულიყო კარგი იქნებოდა, 1-2 წელი ითამაშა და მერე ფეხიც მოიტეხა. აი ჩელსისთან 2012 ში რამდენი ვმაზეთ, იმენა გოლის ალღოს მქონე ფორვარდი არ გვყავდა, ლეოს თამაში არ წაუვიდა, სანჩესმა და პედრომ ჩაიკუკეს, აი მანდ გვინდოდა ვილია და ბარსა იქნებოდა პირველი ვინც ზედიზედ 2 ლიგას დადებდა. ზუსტად ისეთი ფორვარდი იყო როგორიც გვინდოდა
    MonteCristo031
    სტუმარი [?]
    #1 8 აპრილი 2019 22:23
    0
    ციტატა: MALUMA
    ციტატა: messi ❤❤❤❤
    ციტატა: MALUMA
    პედრო დაბრუნდეს და პეპი მეტი არ მინდა არაფერი cold_sweat

    პედრო რატომ? კარგი იყო მაგრამ სუპერ დონე არასდროს ყოფილა

    სუპერ დონე არ ყოფილა? 2009 წელს 6-დან 6 ტიტული შენ გგონია მხოლოდ მესიმ მოგვაგებინა? პედრომ ყველა ტურნირზე მინიმუმ 1 გოლი გაიტანა რაც არასდროს არავის გაუკეთებია 2011 წელს უჩლ ფინალში პორველი გოლი რომ გაიტანა და დაგვაწინაურა უჩლზე რეალს რომ გაუტანა 2011 წელს კამპ ნოუზე 2015 თბილისში რომ მოგვაგებინა კიდე აქვს დამსახურებები ნეიმარმა შეიწირა პედრიტო იმ გულის მონამ

    პედროს ბევრი აქვს ბარსასთვის გაკეთებული, მაგრამ უკვე ამოწურა თავისი თავი... ამ სიბერეშე პედროს დაბრუნების არანაირი საჭიროება არაა wink