დიეგო სიმეონე "ბარსელონასთან" მატჩის წინ

  • 5-04-2019, 21:23
  • დიეგო სიმეონე "ბარსელონასთან" მატჩის წინ

    "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ "ბარსელონასთან" გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

    "კოსტა და მორატა? ისინი კარგად არიან. ვნახოთ, ითამაშებენ თუ არა ისინი გრიზმანთან ერთად. სიმართლე უნდა ვთქვათ, ეს სხვაობის შემცირების და ტიტულის მოგების ბოლო შანსია."

    "ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ "ატლეტიკო" მათ ბოლო წლებში ლა ლიგაში ყველაზე მეტ კონკურენციას უწევს. ეს ძალიან მახარებს."

    "კამპ ნოუზე" არასდროს მომიგია? ამის გამო თავს ძალიან ოპტიმისტურად ვგრძნობ!"

    "თუ ამ შეხვედრას მოვიგებთ და შემდეგს წავაგებთ, ყველაფერს აზრი დაეკარგემა. სტაბილურები უნდა ვიყოთ."

    არგენტინელმა ლიონელ მესიზეც ისაუბრა: "შიში? არა, ეს უფრო პატივისცემაა, ვიდრე შიში. თუმცა, "ბარსელონა" მხოლოდ მესი არ არის, მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ."

    "ერნესტო ვალვერდე დიდებულ სამუშაოს ასრულებს. ამიტომაცაა ეს კლუბი სამივე ტურნირზე. რაც ჩვენ ტურინში დაგვემართა, იგივე მოუვიდათ მათ გასულ სეზონში, რომში. ამიტომ "ბარსელონამ" ვერ შეძლო სამივე ტიტულის მოგება. ახლა ისინი კარგ პოზიციაში არიან. კარგი მწვრთნელით და მოთამაშეებით, რომლებსაც მოგება შეუძლიათ."

    "მესის ჯარიმები? ის მათ შესანიშნავი სიზუსტით ურტყამს." - განაცხადა დიეგო სიმეონემ.

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 აპრილი 2019 23:39

    ჩოლო წავიდა შენი მატარებელი.

    0
    გასულია

    6 აპრილი 2019 10:59

    როგორ მინდა ეს მწვრთნელად არგენტინის ნაკრებში

    ციტატა: M10 S9 D11
    არც მორატა არც კოშტა არც ლემარი არც ლუკა ერნანდესი არ გეყოლება რის ან ვის იმედზე გამოდიხარ ხვალ სათამაშოდ :დდდდდდდდდ არსად არ დაგეკარგოს პარტეი :დდდდდდ

    იმედია მოვიგებთ .არაფერია გადაწყვეტილი მერე რა რო აკლიან იგროკები ატლეტიკო მაინც სახიფათოა .ვფიქრობ ფრე იქნება....მოგება კიარ მეწყინება მარა აგერ იუნაიტედთან მატჩია წინ და არ გაიგიჟებენ მგონია თავს ვალვერდეს სტილს ითამაშებენ ძალების მაქსიმალურად დაზოგვით შედეგზე ორიენტირებული იგრა იქნება

    2
    გასულია
    messi and iniesta გულშემატკივარი

    6 აპრილი 2019 10:40

    ვფიქრობ რომ ბოლო წუთამდე იქნება ინტრიგა

    5
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია

    6 აპრილი 2019 08:48

    ციტატა: sergio busquets5
    4-3-3 შტეგენი,სემედუ,ლენგლე,პიკე,ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო,მესი, სუარესი,მალკომი

    მარცხნიდან მალკოლმი დიდი არაფერია, რადგან ვერ უტევს და მარტო პასების აკეთებს.

    0
    გასულია

    6 აპრილი 2019 00:22

    არც მორატა არც კოშტა არც ლემარი არც ლუკა ერნანდესი არ გეყოლება რის ან ვის იმედზე გამოდიხარ ხვალ სათამაშოდ :დდდდდდდდდ არსად არ დაგეკარგოს პარტეი :დდდდდდ

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    5 აპრილი 2019 22:25

    მეზიზღებით მონის მონებო,ხვალ მესისგან დასაჩუქრდებით აუცილებლად

    14
    --------------------
    Fu.king "bilbao" , out!out!out!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია

    5 აპრილი 2019 21:56

    4-3-3 შტეგენი,სემედუ,ლენგლე,პიკე,ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო,მესი, სუარესი,მალკომი

    12

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied