"ბარსელონა"-"ატლეტიკოს" მსაჯი ცნობილია

"ბარსელონა"-"ატლეტიკოს" მსაჯი ცნობილია

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის გასამართი მატჩის მთავარი მსაჯი 35 წლის ხესუს ხილ მანსანო იქნება.

მანსანოს "ბარსელონას" მატჩში მონაწილეობა 21-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 13 მოიგეს (62%), 5 ფრედ ითამაშეს (24%) და 3 წააგეს (14%), გაიტანეს 56 და გაუშვეს 18 გოლი. ამ 21 შეხვედრაში "ბლაუგრანას" ფეხბურთელებმა 48 ყვითელი იდა 5 წითელი ბარათი მიიღეს.

"ატლეტიკომ", მანსანოს მსაჯობით ჩატარებული 18 თამაშიდან 10 მოიგო (56%), 5 ფრედ დაასრულა (28%) და 3 წააგო (16%), გაიტანა 22 და გაუშვა 11 გოლი. მადრიდელებმა 54 ყვითელი და 3 წითელი ბარათი მიიღეს.

უშუალოდ "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის მანსანოს მსაჯობით გამართული 4 დაპირისპირებიდან 2 კატალონიელებმა მოიგეს, 2 კი ფრედ დასრულდა. ამ 4 მატჩში მანსანომ "ბარსას" 2, ხოლო "ატლეტიკოს" 3 ფეხბურთელი გაუძევა.

ლა ლიგის ლიდერი "ბარსელონა" მე-2 ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" 6 აპრილს დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #5 2 აპრილი 2019 13:25
    0
    მთავარია რაიმე ისეYი შეცდომა არ დაუშვას რომ თამაში გააფუჭოს
    Culé [?]
    #4 2 აპრილი 2019 09:46
    0
    არ შეიძლება თვითონ მსაჯის გაძევება მოედნიდან?? smile
    მაგათაც უნდა ჰყავდეთ სკამზე ზამენა და ბულკებივით იქნებოდნენ! smile
    ვინმეს უნდა ჰქონდეს ამის უფლება, მაგალითად მწვრთნელებს, მოითათბირონ და გაუყენონ მოუსავლეთის გზას ზოგზოგიერთები, თამაშამდე ჯიბეებს რომ გაიტენიან ხოლმე კლუბების პრეზიდენტებისგან - ახლა სახელსა და გვარს არ დავასახელებ, ნამეტანი ცნობადია და რა ვიცი, არ მინდა რომ შერცხვეს, ლოყები უწითლდება ხოლმე, ცოდოა.. smile smile smile
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #3 1 აპრილი 2019 20:25
    1
    აუ ეს მსაჯი არ მევასება სირბანჯოა ტიპმა ლენგლე ტყულა გააძევა ქლიავი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 აპრილი 2019 19:59
    2
    იმედია არ ააფრიალებს ბარათებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 1 აპრილი 2019 19:22
    5
    ჩოლოს კატლეტიკო უნდა მივაცენზუროთ!